ულიმიტო Geocell -ის ინტერნეტი

დღესდღეობით სმარტფონების განვითარებამ და ახალმა შესაძლებლობებმა, გამოიწვია ის, რომ მობილურმა ოპერატორებმა დაიწყეს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ პაკეტების შეთავაზება თავისი მომხმარებლებისათვის. საქართველოში არსებული თითქმის ყველა მობილური ოპერატორი უკვე პრეტენზიასაც გამოსთქვამს ინტერნეტ პროვაიდერობაზე და მომხმარებლებს სთავაზობს თავის მაღალსიჩქარინ მოდემებს სხვა და სხვა ინტერნეტ პაკეტებით.
speed-test-net
ერთ-ერთი მათგანია ჯეოსელი, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს როგორც მობილური ინტერნეტის პაკეტებს, ასევე მაღალ სიხშირეზე მომუშავე ინტერნეტ მოდემს, რომელშიც ჯეოსელის SIM ბარათი იდება. ჯეოსელი მომხმარებლებს სთავაზობს ულიმიტო მაღალსიჩქარიან ინტერნეტს, მარა ვერავინ ვერ ხვდება როგორ ატყუებს მათ ჯეოსელი.
მარტივი მაგალითისთვის, თუ თქვენ გადაიხდით დღეში 50 თეთრს, თქვენ ტელეფონზე გექნებათ ულიმიტო ინტერნეტი, ხოლო 70 მეგაბაირის დახარჯვის შემთხვევაში თქვენი ინტერნეტი ისე შენელდება, პრაქტიკულად გამოუყენებადი გახდება. ასევეა მაგთიზეც და ა.შ. ყველას აქვს გარკვეული ლიმიტი, რომლის ამოწურვის შემთხვევაშიც ინტერნეტი ხდება ნელი და ეს ლიმიტი თვალის დახამხამებაში იწურება.

დღევანდელ პოსტში დავწერ, თუ როგორ ავარიდოთ თავი ამ ყველაფერს და როგორ გავხადოთ ჩვენი ინტერნეტი ულიმიტო, რომელიც მართლა გვეკუთვნის სინამდვილეში. ვიცოდი, რომ ჯეოსელს ჰქონდა ერთი პატარა პრობლემა, რომლითაც შეიძლება სარგებლობა მოდემზე და მისი ულიმიტოდ გადაქცევა, ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ იგივე მეთოდი მობილურ ინტერნეტზეც მუშაობს ჩვეულებრივ.

საქმის პრინციპი ასეთია: როდესაც მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე გეწურება შეძენილი მეგაბაიტები, ჯეოსელი გიწესებს ლიმიტს. ამ დროს თუ ინტერნეტზე დაქონექთდები მაშინ როდესაც მოდემი/ტელეფონი იღებს მხოლოდ EDGE სიგნალს და დაქონექთების შემდეგ გადახვალ HSPA მიღებაზე, თქვენ გექნებათ ულიმიტო ინტერნეტი.

ძალიან ჩახლართულად და გაუგებრად რომ არ ჟღერდეს ჩემი სიტყვები, პირდაპირ დავწერ როგორ გავხადოთ მოდემი და ტელეფონი ულიმიტო. მოდემის შემთხვევაში, როდესაც თქვენ გაქვთ ამოწურული შეძენილი მეგაბაირები, იმისთვის რომ გამოიყენოთ მაინც მაღალ სიჩქარიანი ინტერნეტი, საჭიროა შემდეგი მოქმედებები:

1) მოდემი გადაადგილოთ ისეთ ადგილას, სადაც მას ექნება მხოლოდ EDGE მიღება.
2) როდესაც თქვენ მოდემს ექნება EDGE მიღება, სწორედ ამ დროს უნდა დაქონექთდეთ.
3) დაქონექთების შემდეგ, თქვენი მოდემი უნდა დააბრუნოთ ისეთ ადგილას, სადაც ექნება HSPA მიღება.
4) თქვენ გაქვთ ულიმიტო ინტერნეტი. 🙂

რაც შეეხება ჯეოსელის მობილურ ულიმიტო ინტერნეტს, იქიდან გამომდინარე რომ მაქვს ანდროიდის ტელეფონი (Sock 4.1.2), ინსტრუქციაც ანდროიდზე იქნება, მარა იგივე მოქმედებები სხვა ნებისმიერ მობილურ OS-ზე იმუშავებს, თუ თანმიმდევრობით მიყვებით. ესეიგი, როდესაც გვაქვს დღეში 50 თეთრად ინტერნეტი და ამოგვეწურა 70 მეგაბაიტი, ვაკეთებთ შემდეგს:

1) შევდივართ Settings > More… > Mobile Networks > Network Mode და ვირჩევთ GSM only-ს.
2) შემდეგ ვრთავთ Data Traffic-ს და ჩვენი ტელეფონი მუშაობს მხოლოდ GPRS ან EDGE-ზე.
3) ვაცდით რამდენიმე წუთს და Data Trffic-ის გამოურთავად შევდივართ ისევ Network Mode-ში და GSM only-ს ვცვლით UMTS only ან UMTS/GSM auto-ზე.
AndroidNetwork1
როდესაც თქვენი ტელეფონი მიიღებს HSDPA-ს და Status Bar-ზე დაეწერება მიღების მაჩვენებლის გვერდით “H”, თქვენ გექნებათ ისევ ულიმიტო მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი. რა თქმა უნდა თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ USB Tethering-ი ამ დროს და თქვენ დღეში 50 თეთრად გექნებათ ულიმიტო მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი თქვენს კომპზეც ჯეოსელის HSPA დაფარვის ზონაში, საქართველოს მასშტაბით.

წყარო: http://off-sec.com/?p=1500

2 thoughts on “ულიმიტო Geocell -ის ინტერნეტი

  1. irakli

    სალამი. ეს ბაგი ისევ მუშაობს? მაგთის/ბანის “ულიმიტოც” იმუშავებს ამ მეთოდით თუ იცი?

    Reply

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.