Monthly Archives: July 2012

რა არის ბედნიერება????

ჩვენ ხორცისაგან შემდგარი არსებები ვართ რომლებსაც გაგვაჩნია სული და თითოეულ ჩვენთაგანს სურს იყოს ბედნიერი. ბედნიერებას ადამიანები ხედავენ სხვადასხვანაირათ, ზოგს უნდა ბოლო მოდელის მანქანა, ზოგს სახლი,ზოგს უბრალოდ კარგი სამუშაო, ზოგს კარგი ჭამა და ა.შ, მაგრამ ნამდვილი ბედნიერება ხომ მაინც სიყვარულია, ჭეშმარიტი სიყვარული, რომელსაც შეიგრძნობ მთელი სულით და გულით. რა არის იმაზე უკეთესი როცა დილით იღვიძებ და ფიქრობ მასზე, მთელი არსებით გიყვარს და უყვარხარ, და მისთვს ყველაფერს გააკეთებ. ამ ყველაფერს ბედნიერება მაშინ დაერქმევა, როცა ეს სიყვარული ორივე მხრიდან ერთნაირი იქნება. ძალიან ძნელია ცხოვრება როდესაც გიყვარს ადამიანი, იცი რომ მის გამო ყველაფერს გააკეთებ, მაგრამ ის პასუხი და შედეგი რაც გინდა რომ მიიღო არ არის. ამას მე უკვე თავის მოტყუებას დავარქმევდი, კი ზუსტად ესაა თავის მოტყუება, როცა სიტუაციას არარეალურათ აღიქვამ, ცხოვრობ მოტყუებულ სამყაროში, და მის გაგონილ ყოველ სიტყვაში ეძებ იმ სიტყვებს რაც გინდა გაიგო. ძალიან არ გვინდა ხოლმე იმ რეალობაში დაბრუნება, მაგრამ საჭიროა, დიდი ხანი მაინც არ გაგრძელდება მასეთი “ბედრნიერება”. მთავარია რეალობაში დაბრუნების შემდეგ არ დავკარგოთ ჩვენი სული და დავრჩეთ ადამიანებათ, და ვეძებოდ და ვპოვოთ ნამდვილი ბედნიერება!!! 😉

Mail.Ru Parser / Mail.ru -ს შედეგების გამოტანა


დღეს დამჭირდა mail.ru-ს შედეგების პარსერი. რუსულ ინტერნეტში ვერაფერი ვნახე უფასოდ, ყველაფერი ფასიანი იყო. დავჯექი და 1 საათში დავწერე. აგერ წარმოგიდგენთ უფასოდ. გამოყენებისას უბრალოდ საავტორო უფლებები დაიცავით 😀 Continue reading

ზოგადად სიყვარულზე…

როდესაც ადამიანი გეუბნება რომ გაფასებს ეგ იგივეა რომ გითხრას მიყვარხარ, უბრალოდ “მე შენ მიყვარხარ” ამის თქმა უფრო ძნელია ვიდრე დაფასება. ბევრი საერთოდ ვერ იძახის მიყვარხარ, იმიტომ რომ ეშინია შედეგის, არ იცის რა ელის, ცდილობს იყოს ფრთხილი, ამასობაში გადის დრო და ცხოვრებაც მთავრდება. არასდროს არ უნდა გაუშვა იმის დამტკიცების შანსი რომ გიყვარს ადამიანი. რატომ არ ვეუბნებით ერთმანეთს იმას რაც გვინდა იმ მომენტში, არამედ ველოდებით რაღაც მომენტს, დროს, რომ ვთქვათ, ეს არის დროის უაზროდ დახარჯვა და წვალება. ჩვენ არ ვიცით კიდევ რამდენჯერ მოგვეცემა იმის შანსი რომ ვთქვათ: “მე შენ მიყვარხარ”…

შეყვარებული ლომი / Lion in Love

ერთხელ ლომს ერთი მშვენიერი ქალწული შეუყვარდა და მის მშობლებთან მივიდა,რათა ხელი ეთხოვა.მშობლები საგონებელში ჩავარდნენ,არ იცოდნენ რა ეთქვათ: არც თავიანთი შვილის მითხოვება სურდათ მისთვის და ცხოველთა მეფის გაბრაზებასაც ერიდებოდნენ.
საბოლოოდ მამამ ლომს უთხრა: „ძალიან ვაფასებთ თქვენი ბრწყინვალების შემოთავაზებას, მაგრამ ხომ ხედავთ როგორი ნაზია ჩვენი ქალიშვილი, თქვენ კი ასეთი დიდი ბრჭყალები და ალესილი კბილები გაქვთ, გვეშინია,რომ უნებურად რაიმე არ დაუშავოთ.თუ თქვენს ბრჭყალებს და კბილებს მოიცილებთ, მაშინ ისევ შეიძლება განვიხილოთ თქვენი შემოთავაზება.
ლომი იმდენად შეყვარებული იყო,რომ ესეც გააკეთა: კბილებიც ამოიღო და ბრჭყალებიც დაიჭრა.თუმცა როდესაც მშობლებთან ხელის სათხოვნელად ისევ მივიდა, მათ გაეცინათ და უარი უთხრეს – ლომის უკვე აღარავის ეშინოდა.
მორალი: სიყვარულს ყველაზე ველური ადამიანის მოთვინიერებაც კი ძალუძს. ;)
წყარო: http://tomsdomain.com/aesop/id59.htm

ადამიანს შეუძლია შეიცვალოს

ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის ჩნდებიან და ქრებიან სხვადასხვა ადამიანები. არც ერთი ამ ადამიანისგან არ მიგრძვნია ისეთი გავლენა რომ მდომოდა შეცვლა ან ცხოვრების შეცვლა. საკმაოდ არ მიყვაარს ცვლილებები, ძნელად ვეგუები, მაგრამ თუ რაიმე ცვლილებას ვაკეთებ თუნდაც პირად ცხოვრებაში საკმაოდ დიდი ცვლილება გამომდის. ეს ბოლო თვეებია ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა 1 ადამიანი, რომლის გამო მე დაუფიქრებლად და ყოვეგვარი გართულების გარეშე შემიძლია და ვცვლი ჩემს ცხოვრებას. ამ მოკლე წინადადებებით მინდა დავასრულო და გითხრათ რომ: “ადამიანის ყველაზე დიდი მიგნება ცხოვრებაში – ადამიანია“! ;)