Monthly Archives: February 2014

ულიმიტო Geocell -ის ინტერნეტი

დღესდღეობით სმარტფონების განვითარებამ და ახალმა შესაძლებლობებმა, გამოიწვია ის, რომ მობილურმა ოპერატორებმა დაიწყეს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ პაკეტების შეთავაზება თავისი მომხმარებლებისათვის. საქართველოში არსებული თითქმის ყველა მობილური ოპერატორი უკვე პრეტენზიასაც გამოსთქვამს ინტერნეტ პროვაიდერობაზე და მომხმარებლებს სთავაზობს თავის მაღალსიჩქარინ მოდემებს სხვა და სხვა ინტერნეტ პაკეტებით.
speed-test-net
ერთ-ერთი მათგანია ჯეოსელი, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს როგორც მობილური ინტერნეტის პაკეტებს, ასევე მაღალ სიხშირეზე მომუშავე ინტერნეტ მოდემს, რომელშიც ჯეოსელის SIM ბარათი იდება. ჯეოსელი მომხმარებლებს სთავაზობს ულიმიტო მაღალსიჩქარიან ინტერნეტს, მარა ვერავინ ვერ ხვდება როგორ ატყუებს მათ ჯეოსელი.
მარტივი მაგალითისთვის, თუ თქვენ გადაიხდით დღეში 50 თეთრს, თქვენ ტელეფონზე გექნებათ ულიმიტო ინტერნეტი, ხოლო 70 მეგაბაირის დახარჯვის შემთხვევაში თქვენი ინტერნეტი ისე შენელდება, პრაქტიკულად გამოუყენებადი გახდება. ასევეა მაგთიზეც და ა.შ. ყველას აქვს გარკვეული ლიმიტი, რომლის ამოწურვის შემთხვევაშიც ინტერნეტი ხდება ნელი და ეს ლიმიტი თვალის დახამხამებაში იწურება.
Continue reading