როგორ შევქმნათ ვერიფიცირებული ამერიკული პეიპალის ანგარიში + 25 $ ბონუსი

paypal-verified
პეიპალი წარმოადგენს ყველაზე პოპულარულ ონლაინ “საფულეს”, რომლის მეშევეობითაც შესაძლებელია პროდუქციის შეძენა უამრავ ონლაინ მაღაზიაში, ძალიან ხელსაყრელი პირობებით თანხების გადარიცხვები და ა.შ.

ონლაინში მომუშავე ადამიანებისათვის პეიპალი საუკეთესო გზაა გამომუშავებული თანხების მისაღებად. თუმცა საქართველოდან რეგისტრირებულ პეიპალის ანგარიშებს თანხის მიღების ფუნქცია არა აქვს, რაც გარკვეულ დისკომფორტს უქმნის ქართველ ონლაინ მარკეტერებს და ფრილანსერებს.

ამ სტატიაში შემოგთავაზებთ ამერიკული ვერიფიცირებული პეიპალის ანგარიშის შექმნის მეთოდს, რომლითაც შესაძლებელი იქნება თანხების განაღდება ნებისმიერ ბანკომატში (სადაც მასტერკარდის მომსახურება ვრცელდება).

პეიონირის Payoneer ანგარიშის შექმნა
პირველ რიგში დაგჭირდებათ პეიონირის Payoneer -ს (ამ ბმულიდან შემთხვევაში მიიღებთ 25 $ ბონუსს) ანგარიშის შექმნა. ჩემი გამოცდილებით, უკეთესია პეიონირის ანგარიშს შექმნა ფაივერის(http://fiverr.com ) ანგარიშიდან. ამ შემთხვევაში უფრო სწრაფად ხდება პეიონირის თანამშრომლების მხრიდან რეაგირება. რეგისტრაციისას გამოიყენეთ აუცილებლად თქვენი რეალური სახელი, გვარი, იმეილი და მისამართი საქართველოში. რეგისტრაციის შემდეგ თქვენს იმეილზე მიიღებთ წერილს პეიონირიდან. გააქტიურეთ წერილში არსებული ბმული. ასევე შესაძლოა მოგთხოვონ პირადობის ან პასპორტის ასლი, დაუსკანერეთ და გაუგზავნეთ. შემდეგ დაელოდებით რამდენიმე დღე, სანამ თქვენს ანგარიშს გადახედავენ და გააქტიურებენ, თუ 1 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში არ დაგიდასტურეს და გაგიაქტიურეს ანგარიში, დაუკავშირდით საპორტს. ანგარიშის გააქტიურების შემდეგ თქვენს მისამართზე გამოაგზავნიან პეიონირის მასტერკარდს, რომელიც მიღების შემდეგ უნდა გააქტიუროთ თქვენს თქვენს პეიობირის ანგარიშში
payoneer
ბარათის გააქტიურების შემდეგ შესაძლებელი იქნება მისი როგორც ბანკომატში ასევე ონლაინ გადახდებისათვის გამოყენება.

პეიპალის ანგარიშის რეგისტრაცია

შემდეგ ეტაპზე უნდა დავარეგისტრიროთ ახალი პეიპალის ანგარიში. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ აქ . რეგისტრაციის ქვეყნების სიიდან აირჩიეთ აშშ, გამოიყენეთ თქვენი რეალური სახელი და გვარი და იგივე იმეილი რაც პეიონირის შექმნისას გქონდათ გამოყენებული. რეგისტრაციისას შეგიძლიათ გამოიყენოთ მისამართი და ტელეფონის ნომერი, რომელსაც დააგენერირებთ fakenamegenerator.com – ზე . მე პირადად გამოვიყენე usa2georgia.com -ზე ჩემი ამერიკული ოთახის მისამართი და ტელეფონის ნომერი.

აშშ გადახდების სერვისის (US payment service) გააქტიურება პეიონირზე

მას შემდეგ რაც შევქმნით ახალ პეიპალის ანგარიშს, პეიონირზე უნდა გავააქტიუროთ აშშ გადახდების სერვისი (US payment service), რომლის მეშვეობითაც შეძლებთ თანხების მიღებას ამერიკული კომპანიებიდან (მათ შორის პეიპალიდან).
use-payment-servise-300x85
შესაბამის ველში ატვირთეთ პირადობის/პასპორტის სკანი თუ ჯერ ატვირთული არ გაქვთ, ასევე მიუთითეთ თუ საიდან მიღებთ თანხებს და რისთვის გჭირდებათ აშშ გადახდების სერვისი.

პეიონირის ანგარიშის მიბმა პეიპალზე

შემდეგ ეტაპზე უნდა მივაბათ პეიონირის ანგარიში (რომელიც წარმოადგენს Bank of America-ს ანგარიშს) პეიპალს, ან მოვახდინოთ პეიპალის ანგარიშის ვერიფიცირება.

ანგარიშში შესვლის შემდეგ ვაჭერთ Get Verified ღილაკს. პეიპალი მოგთხოვთ ბანკის ანგარიშის დამატებას. აირჩიეთ CHECKING თქვენი ანგარიშის ტიპად და შეიყვანეთ თქვენი პეიონირის ანგარიშის Routing Number და ანგარიშის ნომერი, რომლებიც შეგიძლიათ ნახოთ აშშ გადახდების სერვისის პროფაილში
bank-details
ბანკის ანგარიშის დამატების დადასტურების შემდეგ პეიპალი გადმოგირიცხავთ მცირე თანხას ორჯერ, რომელიც გამოჩნდება 2-3 დღეში თქვენი პეიონირის ტრანსაქციებში . გადმორიცხების ასახვის შემდეგ თანხების რაოდენობები შეიყვანეთ პეიპალზე შესაბამის ველში და დაადასტურეთ.
გილოცავთ, თქვენ უკვე გაქვთ ვერიფიცირებული ამერიკული პეიპალი!!

ასეთ პეიპალზე თანხის ბანკში გადატანის ლიმიტი არის 500 $ თვეში. ლიმიტის შეგიძლიათ გაზარდოთ, თუ პეიონირის მასტერკარდსაც მიაბავთ პეიპალს.

რაც შეეხება საკომისიოებს, საკმაოდ დაბალია. ესეც ძირითადი მოსალოდნელი ხარჯები:

პეიპალიდან გადატანილი თანხის 1 % იღებს.
ბარათის აქტივაციისას 5 $ ეჭრება ერთჯერადად,
ბანკომატიდან თანხის განაღდების საკომისიო: 3.15 $
ბანკომატიდან ანგარიშზე არსებული თანხის შემოწმება 1 $ (ინტერნეტში შემოწმება უფასოა)
თუ ერთი თვის განმავლობაში რაიმე აქტიურობა არ იქნება ანგარიშზე ეჭრება 3 $

44 thoughts on “როგორ შევქმნათ ვერიფიცირებული ამერიკული პეიპალის ანგარიში + 25 $ ბონუსი

  1. goga1992

    gaumarjos ra mainteresebs me ukve maqvs payoneris credit cardi chamomivida da egreve miutito aq saitze?

    Reply
  2. Celine

    გამარჯობა,თქვენი ინსტრუქცია ძალიან დამეხმარა.შწგიძლიათ მითხრათ,paypal-ზე საიდან დავრწგისტრირდე?ბმული არ გაქვთ მითითებული.მადლობა წინასწარ

    Reply
  3. Celine

    დიდი მადლობა დახმარებისთვის.მაინტერესებს თანხის გამოტანას როგორ შევძლებ?და ebay-ze ან amazon-ზე ნივთების გასაყიდად აუცილებელია თუ არა ამერიკული ტელეფონის ნომრისა და მისამართის მითითება paypal-ზე?

    Reply
    1. admin Post author

      თანხას ნებისმიერი ბანკომატით გამოიტან, რომელიც $ -ს იძლევა. რა ქვეყნთაც რეგისტრირდები იმ ქვეყნის მისამართით უნდა დარეგისტრირდე.

      Reply
  4. Guro

    ანგარიშზე მაქვს თანხა და ვერ გამომაქვს ხო ვერდამეხმარებით?

    Reply
  5. ნინკა

    პეიპაილის ანგზე დარცული თანხა როგორ გადმოვიტანო ბარათზე?

    Reply
  6. leo

    გამარჯობა. ფეიფალზე აქვს მნიშვნელობა ჩვეულებრივ თუ ბიზნეს აქაუნთს შევქმნი? ანუ იბეიზე ვყიდი ნივთებს და თანხას მირიცხავენ

    Reply
  7. keti

    gamarjobat,peipalze var daregistrirebuli,saq bankis barats ver vabav peipalis angarishs,micers barati ar aris dadasturebulio,rogor mioviqce?peipalze tanxa maqvs da ver gamomaqvs

    Reply
    1. admin Post author

      გამარჯობა.
      მიაბით VISA ბარათი ნებისმიერი ბანკის და შეძლებთ გამოტანასაც მაგ ბარათზე.

      Reply
  8. ნინო

    მოგესალმებით! ფეიფალზე მაქვს თანხა, და მასტერ ქარდზე ვერ გადამაქს. შეგიძლიათ დახმარება? მე რა ინფორმაციაც მაქვს, პირველ ტრანშეზე 15$-ს ქვიტავსო და მართალია თუ არა მაინტერესებს. მადლობა წინასწარ

    Reply
    1. admin Post author

      მოგესალმებით,
      ბანკის + ანდა ბარათის ბრალია. მე მსგავსი რამ არ მქონია, ნებისმიერი ბარათი მქონია მიბმული რა პრობლემა არ ყოფილა. მაგრამ მაქვს ნანახი სხვებს რომ ქონია მსგავსი პრობლემა. სცადე სხვა ბარათის მიბმა. მე უპირატესობას ვანიჭებ Visa -ს ბარათს, მაგრამ Master Card -იც მაქვს და მუშაობს უპრობლემოდ.

      Reply
  9. გიორგი

    გამარჯობა, ფეიონერის ბარათი არ მაქვს და თიბისის მასტერქარდზე თანხის გადატანა შესაძლებელია?

    Reply
  10. გიორგი

    თანხა იქნებ გამომატანინოთ ვინმემ payoneer – იდან და 50 ლარს მოგცემთ.

    Reply
      1. გიორგი

        არა არ მაქვს და ვერც გამოვიწერე რავი არ ჩამომდის. თუ იცი რო ვინმეს ქონდეს ან ვიყიდი ბარათს ან ერთჯერადად რო გამონატანინოს. ან რამე სხვა გზა თუ არსებობს თანხის გამოსატანადძ

        Reply
  11. mariam2001

    არასრულწლოვანი ვარ და მაინც შემიძლია გაკეთება?

    Reply
  12. ზურა

    გამარჯობა.paypal.me მინდა რომ გავააქტიურო და არ გამომდის.იქნებ დამეხმაროთ.პეიპალის ვარ დარეგისტრირებული,ბარათიც მაქვს მიბმული და უპრობლემოდ ვსარგებლობ რამდენიმე წელია.პეიპალზე რეგისტრირებული ვარ უკრაინით,ჯერ კიდევ მაშინ საქართველო რომ არ ქონდა ქვეყნების ჩამონათვალში,წინასწარ მადლობა.

    Reply
    1. admin Post author

      გამარჯობა.
      შედიხარ საიტზე http://paypal.me -ზე შემდეგ მოგთხოვს პროფილის სრულად შევსებას(თუ არ გაქვს შევსებული). და ბოლოს დაგიგენერირებს ლინკს. paypal.me/sheni_saxeli

      Reply
  13. გოგა

    გამარჯობა პაიპალზე მაქვს თანხა და ვერ გამომაქვს მასტერქარდით. მიბმა შემიძლია მაგრამ ბარათზე თანხის გადარიცხვა არა. მაინტერესებს ეს მეთოდი კიდე მუშაობს თუ რამე სხვა პრობლემასთან მაქვს საქმე?

    Reply
    1. admin Post author

      გამარჯობა. ეს მეთოდი მუშობს უბრალოდ ბონუსი აღარაა. ფეიფალზე მიაბი ვიზა ბარათი და შეძლებ გატანას თავისუფლად. გატანის საკომისიო 5$ არის ნებისმიერ თანხაზე. თანხა ან იმწამსვე დაგიჯდება ან 48 საათში.

      Reply
      1. გოგა

        ანუ ვიზა ბარათი ამ მეთოდის გარეშეც გაამართლებს?

        Reply
  14. ლევანი

    პეიპალიდან ბარათზე თანხა გადმოვრიცხე და ჯერ არმოსულა სადგაც 2 დგეა მაქვს გადმორიცხული და რამე პრობლემა ხოარარის?

    Reply
    1. admin Post author

      პენდინგ სტატუსი ექნება, დაელოდე დაჯდება ან უკან დაბრუნდება.

      Reply
      1. ლევანი

        პენდინგ სტატუი არაქვს მაგრამ არც მაილი და არც მესიჯი მომსვლია და ნეტა გადმოირიცხა თუ როგორ ვერგავიგე ბოდიში შეწუხებისთვის და მადლობა წინასწარ.

        Reply
  15. Ani

    გამარჯობა, საქართველოში დარეგისტრირებული ბიზნესისთვის ევროპაში სამოღვაწეოდ და ნივთების ონლაინ გასაყიდად ამ მეთოდის გამოყენება ლეგალურია? რამე პრობლემა ხომ არ შეიქმნება?

    Reply
      1. Ani

        მადლობა დიდი, კიდევ ერთი კითხვა, ერთხელ უკვე დაბლოკეს ფეიფალი და იგივე ბარათს ამ გზით ვეღარ მივაბამ ხო ?

        Reply
        1. admin Post author

          მიბმით კი მიებმევა, მაგრამ არ გირჩევ. ახალი ჯობია.

          Reply
  16. Irinka

    გამარჯობა, პეიონერის გამოყენება მინდა საიტზე airbnb-ზე.. ყველაფერი შევავსე და დიდი ხანია უკვე ველოდები და არ დაუდასტურებიათ .. ხო ვერ დამეხმარებით?

    Reply
    1. admin Post author

      მიწერეთ მეილზე და დაგეხმარებიან.

      Reply
  17. dali abesadze

    გამარჯობათ!

    გერმანიიდან სასწრაფოდ უნდა გამოგზავნა 3000 ევრო. თანხა ხელზე მქონდა, მაგრამ სახლიდან ვერ გავდიოდი.
    ახლობელმა მირჩია პეიპალით გააგზავნე
    თუ აქს შენი ბებოს პატრონსო.
    აღმოჩნდა, რომ ქონია და გადაურიცხა ჩემს დიშვილს პეიფალის ანგარიშზე საქართველოში.
    თანხას ჩამოეჭრა 141 ევრო . მაგრამ არ ჩაერიცხა მიმღებს. უფრო სწორად მგონი დაიბლოკა.

    აღმოჩნდა, რომ გადაიგზავნა , როგორც საქონლის მყიდველთან.
    ჩემმა დიშვილმა საქონლის გაგზავნა დაუდასტურა მგონი, მაგრამ მაინც დაბლოკილია.

    თან მგონი თუ ჩაირიცხა ბარათზე გადატანისასაც 5 პროცენტი ჩამოშორება.

    არ ვიცი როგორ მოვიქცე, თანხის დაბრუნება მოითხოვო, სტატუსის შეცვლა გზავნისთვის თუ იგივე სტატუსით აღება.

    ძალიან გთხოვთ მირჩიეთ რამე.

    უკვე 1 კვირაა თანხა დაბლოკილია და არ ვიცი რა გავაკეთო…. ბანკში 1 კვირის წინ მქონდა ფული გადასახდელი და იქაც ჯარიმები მეწერება.

    მადლობა წინასწარ.

    გადაურიცხა 3000 ევრო, რაც ვთხოვე, სამაგიეროდ ნაღდი მივედი რა თქმა უნდა.

    Reply
    1. admin Post author

      ფეიფალზე საქონლის მიღებას თუ დააჭირა, 1 კვირის ვადადაში ისახება თანხა ანგარიშზე ასევე მანდვე წერია რამდენხანში დაჯდება თანხა ანგარიშზე. თუ გაგიპრობლემდათ და ვერ გააკეთეთ დამიკავშირდით ვეცდები დაგეხმაროთ. აქ არის ჩემი საკონტაქთ მეილი. https://gulivera.net/about/

      Reply

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.