SEO ლექსიკონი

googleSEO


200 Error
სერვერმა წარმატებით დააბრუნა, აჩვენა მოთხოვნილი გვერდი.
301 Redirect – Moved Permanently
სერვერზე არსებული ფაილი, რომელიც მიუთითებს, რომ მოთხოვნილი გვერდი სამუდამოდ გადასულია სხვა მისამართზე. საიტის ყველა გვერდისთვის 301 Redirect-ის გაკეთება აუცილებელია, როდესაც Content-ი გადაგვაქვს ერთი დომენიდან მეორეზე, ამ შემთხვევაში PageRank გადადის ახალ დომენზე და Backlink-ებიც არ იკარგება.redirect-3011
301

302 Redirect – Found
გვატყობინებს, რომ გვერდი დროებით ხელმიუწვდომელია და მომხმარებელს შემდგომში შეუძლია გამოიყენოს იგივე ლინკი.302
401 Error Page
ჩანს საიტზე შესვლისას, თუ მოცემული გვერდი გადატანილია სხვა მისამართზე, სახელი აქვს შეცვლილი ან აღარ არსებობს.

404 Not Found
ვერ მოიძებნა მოთხოვნილი საიტის შესაბამისი მისამართი, გვერდი.404-not-found-error-300x186

503 Error
სერვერი დროებით ხელმიუწვდომელიაError-Screen-503

A

Algorithm
ფორმულა, რომელსაც იყენებენ საძიებო სისტემები თითოეული საიტის დასახარისხებლად და მათი PageRank-ის განსასაზღვრად.google-algorithm-300x147
Anchor Text
იგივეა რაც Anchor Link, ლინკში ჩასმული ტექსტი, ტექსტი ბმულზე, რომელსაც გადაჰყავს მომხმარებელი სხვა საიტზე ან ამავე საიტის სხვა გვერდზე. საძიებო სისტემები იყენებენ Anchor Text-ს იმისათვის, რომ განსაზღვრონ მოცემული სიტყვისა და Anchor Text-ის ქვეშ არსებული ლინკის,საიტის შესაბამისობა. მათ უნდა აკავშირებდეთ საერთო Keyword. მაგალითად, Anchor Text არის Car Insurance
Anchor Text-ის კოდი ასე გამოიყურება:insuranceAnchor-Text-300x225
Anchor Link
იგივეა რაც Anchor Text, ლინკში ჩასმული ტექსტი, ტექსტი ბმულზე, რომელსაც გადაჰყავს მომხმარებელი სხვა საიტზე ან ამავე საიტის სხვა გვერდზე. საძიებო სისტემები იყენებენ Anchor Link-ს იმისათვის, რომ განსაზღვრონ მოცემული სიტყვისა და Anchor Link-ის ქვეშ არსებული ლინკის,საიტის შესაბამისობა. მათ უნდა აკავშირებდეთ საერთო Keyword. მაგალითად, Anchor Link არის Insurance
Anchor Link-ის კოდი ასე გამოიყურება:insuranceanchor-link-300x199
Alt Text
იგივეა რაც Alt Tag – სურათის აღწერა, რომელიც უმეტეს შემთხვევაში მომხმარებლისთვის უხილავია. მომხმარებელი ხედავს Alt Text-ს მხოლოდ მაშინ, თუ მისი ბრაუზერი არ კითხულობს, არ ხსნის სურათებს. ასევე Alt Text-ის ნახვა შეგვიძლია Source Code-იდან. Alt text მნიშვნელოვანია საძიებო სისტემებისთვის, რადგან საძიებო სისტემების ბოტები ვერ აღიქვამენ სურათებს Alt text-ის გარეშე. Alt text არის ადგილი, საიდანაც საძიებო სისტემების ბოტები იღებენ კონტენტს, ინფორმაციას, რაც ასოცირდება და აღწერს სურათს. რაც უფრო პატარაა სურათის წონა(MB) მით უფრო ადვილია გაყვანა წინა პოზიციაზე. სასურველია სურათი იყოს jpg ფორმატში. კოდი ასე გამოიყურება:alt-tag-alt-textalt-tag
P.S. WordPress Alt Text/Tag გრაფაში კოდი არ უნდა ჩასვათ, ჩაწერეთ სასურველი Keyword და მოხდება ოპტიმიზაცია.
alttext-e1319146020584
Alt Tag
იგივეა, რაც Alt Text – სურათის აღწერა, რომელიც უმეტეს შემთხვევაში მომხმარებლისთვის უხილავია. მომხმარებელი ხედავს Alt Tag-ს მხოლოდ მაშინ, თუ მისი ბრაუზერი არ კითხულობს, არ ხსნის სურათებს. ასევე Alt Tag-ის ნახვა შეგვიძლია Source Code-იდან. Alt Tag მნიშვნელოვანია საძიებო სისტემებისთვის, რადგან საძიებო სისტემების ბოტები ვერ აღიქვამენ სურათებს Alt Tag-ის გარეშე. Alt Tag არის ადგილი, საიდანაც საძიებო სისტემების ბოტები იღებენ კონტენტს, ინფორმაციას, რაც ასოცირდება და აღწერს სურათს. რაც უფრო პატარაა სურათის წონა(MB) მით უფრო ადვილია გაყვანა წინა პოზიციაზე. სასურველია სურათი იყოს jpg ფორმატში. კოდი ასე გამოიყურება:
alt-tag-alt-textalt-tag
P.S. WordPress Alt Text/Tag გრაფაში კოდი არ უნდა ჩასვათ, ჩაწერეთ სასურველი Keyword და მოხდება ოპტიმიზაცია. alttext-e1319146020584
Analytics (Google Analytics)
ეს არის Google-ის სერვისი, რომელიც აგროვებს და ანალიზს უკეთებს თქვენს საიტზე შემოსულ ვიზიტორებს. გვაწვდის ინფორმაციას, თუ რამდენი ადამიანის შემოსვლა დაფიქსირდა დღის განმავლობაში, რამდენი ხანი გაჩერდნენ საიტზე და თუ საიდან, რა მისამართიდან არიან გადმოსულები თქვენს საიტზე. ამ სერვისის გამოყენებით შეგიძლიათ აბსოლიტურად ყველაფერი გაიგოთ თქვენ საიტზე შემოსული Traffic-ის შესახებ.Google-analytics-e1319294320351
Akismet Ban
შემთხვევა(მათთვის ვინც იყენებს მსპამავ პროგრამებს), რომლის დროსაც სპამური კომენტარების მბლოკავმა Plugin-მა Akismet-მა ბანი დაადო თქვენს დომენს. თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია ბანდადებული დომენის დასპამვა, ასეთ დროს შეგიძლიათ აიღოთ დომენი(თუნდაც უფასო) და 301 Redirect გაუკეთოთ თქვენს საიტზე. ხოლო შემდეგ ახალ დომენს გაუკეთოთ სპამური ლინკები. სავარაუდოთ ასეთ Backlink-ებს ძალა დააკლდება.akismet_blackbox
Article
სტატიაarticle-e1319166348203
Article Marketing
დაწერო სტატიები იმ საზოგადოებისთვის, რომელიც ყიდულობს თქვენს პროდუქტს თუ სერვისს. დაწეროთ სტატიები და მოახდინოთ ამ სტატიების დისტრიბუცია სხვადასხვა Article Directories საიტებზე, კონტენტის გამოქვეყნების თუ ამ სტატიების ხელმერედ სხვა საიტებზე თუ ბლოგებზე გამოყენების მიზნით. შესაძლებელია მიიღოთ Traffic და ცალმხრივი ლინკები თქვენს საიტზე. ხარისხიანი სტატიის შემთხვევაში შესაძლებელია თქვენი სტატია გამოქვეყნდეს ბლოგებზე. საიტი თუ ბლოგი, რომელიც გამოაქვეყნებს თქვენს მიერ დაწერილ სტატიას, უკავშირდება თქვენს საიტს ლინკით(Backlink). Article Marketing არის ძალიან კარგი საშუალება Link Popularity-ის მოსაპოვებლად და თქვენი საიტის ტრეფიკის გასაზრდელად. Article Marketing ასევე დაგეხმარებათ სურათების ოპტიმიზაციისა(სასურველი სურათის წინა პიზიციაზე გასაყვანად, მაგ. Google Images Search-ში) და ბრენდინგისთვის.articlemarketing-e1319154803465
Article Directory
საიტი, რომლებიც დაყოფილია სხვადასხვა კატეგორიების და ნიშების(Niche) მიხედვით. Article Directory-ებში მომხმარებლები, ავტორები ამატებენ უნიკალურ სტატიებს. სტატიის დასამატებლად უბრალოდ საჭიროა დარეგისტრირდნენ Article Directory საიტებზე და შემდეგ, როგორც ამ საიტის წევრებმა განათავსონ საკუთარი სტატიები. ასეთი საიტების უმრავლესობა იცავს საავტორო უფლებებს და ამოწმებს ჩაბარებულ სტატიას Copyright-ზე და სტატიის ხარისხზე. Article Directory ინტერნეტ მარკეტოლოგებს ემსახურება ორი გზით: 1) მათ შეუძლიათ მოძებნონ სტატიები, რომელიც შეეფერება მათი საიტის მსგავს Content-ს და განათავსონ საკუთარ საიტზე თუ Article Directory საიტი და ამ სტატიის ავტორი ნებას რთავს. 2) მარკეტოლოგებს შეუძლიათ ჩააბარონ (Aarticle Submission) საკუთარი სტატიები, რომლებიც შეიცავს მათი საიტის ლინკს. თუ Article Directory საიტი განათავსებს სტატიას, სტატიის ავტორი მიიღებს თავის საიტზე traffic-ს და საიტისკენ მიმავალ ლინკს, BackLink-ს, რომელიც სავარაუდოდ გააუმჯობესებს ავტორის საიტის Link Popularity-ს და საიტის PageRank-ს. მაგრამ იმის გამო, რომ ბევრი იყენებდა ასეთ ტაქტიკას საიტისთვის BackLink-ების მოსაპოვებლად, Article Directory საიტებმა გაამკაცრეს მათ საიტზე განსათავსებული სტატიების შეფასების კრიტერიუმები და ასევე საძიებო სისტემებმაც შეამცირეს ამ გზით მოპოვებული BackLink-ების ღირებულება.
Article-Directories-300x298
Article Submissions
სტატიების ჩაბარება სხვადასხვა Article Directory საიტებზე.
Article Submitter
სტატიების ჩამბარებელი. ასე მოიხსენიება პროგრამები რომელსაც შეუძლია Article Submission სხვადასხვა Article Directory საიტებზე. პროგრამებს აქვთ ასობით Article Directory საიტების ბაზები და შეუძლიათ ავტომატურად დარეგისტრირება და სტატიის დამატება. გამოიყენება Backlink-ების მოპოვებისთვის. ერთერთი ძლიერი Article Submitter პროგრამა არის Magic Article Submitter.
magic-article-submitter
Authority
ავტორიტეტი, ნდობა, რომელიც გააჩნია საიტს კონკრეტული ძებნის დროს. ავტორიტეტი და ნდობა წარმოქმნილია, მიღებულია სხვა ავტორიტეტული საიტებიდან შემავალი ლინკებით.
9-practical-tips-for-building-your-website-authority
Authority Site
საიტი, რომელსაც აქვს ბევრი შემავალი ლინკი სხვა მაღალი ნდობისა და PageRank-ის მქონე საიტებიდან. ავტორიტეტულ საიტს აქვს მაღალი ნდობა, PageRank და კარგი პოზიცია საძიებო სისტემებში. Wikipedia არის ავტორიტეტული საიტის ერთ-ერთი მაგალითი.
authority-site-building
Affiliate Program
პროგრამა, რომელშიც Affiliated-ს აქვს საშუალება ჩაერთოს და გაყიდოს სხვისი ფიზიკური თუ ელექტრონული საქონელი. Affiliate პროგრამაში ჩართულ ადამიანს ეძლევა უნიკალური Affiliate Program Link, რომელიც შეუძლია გაავრცელოს. ამ უნიკალური ლინკიდან გადასული ადამიანი თუ იყიდის საქონელს ან შეასრულებს რამე კონკრეტულ ქმედებას(გადმოწერა, რეგისტრაცია,..) Affiliated მიიღებს საკომისიოს.
affiliate-program-300x280
Affiliate Marketing
პარტნიორული პროგრამა, როდესაც რეკლამის განმცხადებელი საკომისიო თანხას უხდის Affiliated-ს მის საიტზე ტრეფიკის შემოყვანისთვის, ვიზიტორების მიერ მის საიტზე რეგისტრაციის გავლისთვის, თამაშების და პროგრამების გადმოწერისთვის ან ვიზიტორების მიერ საიტზე სერვისის ან ნივთის შეძენისთვის.
Affiliate-Marketing-300x180
Affiliated
Affiliate Program-ში ჩართული ადამიანი, რომელიც ყიდის სერვისს თუ პროდუქტს საკომისიო შემოსავლის სანაცვლოდ.
affiliated
Affiliate program Link
Link-ი, რომლსაც Affiliated განათავსებს საკუთარ ბლოგზე ან საიტზე, ან ავრცელებს მოცემულ ლინკს სოციალურ ქსელებსა თუ ფორუმებში, იმისათვის რომ ხალხი გადავიდეს ამ მისამართზე. როდესაც პიროვნება გადადის მოცემულ ლინკზე, ამას აღიქვამს Affiliate Program და თუ ეს პიროვნება შეიძენს რაიმეს, ან შეასრულებს კონკრეტულ მოქმედებას (ყიდვა, რეგისტრაცია, ფაილის გადმოწერა და ა.შ) მაშინ Affiliated, რომელმაც განათავსა ლინკი მიიღებს გაყიდვიდან საკომისიო თანხას. ეს ლინკი არის უნიკულირი (განსხვავებული) თითოეული Affiliated-თვის.
AdWords – Google AdWords
Google-ის სარეკლამო კომპანია, რეკლამირება ხდება საძიებო სიტყვებზე (Keyword-ბზე). კონკრეტულ Keyword-ებზე სარეკლამო ხარჯი გამოითვლება იქიდან თუ რამხელაა ამ Keyword-ზე დარეკლამების კონკურენცია. Keyword-ებზე რეკლამა იყიდება Google Adwords აუქციონზე CPC (Cost Per Click) და CPM(Cost Per 1000 Impression) საფუძველზე. Adwords რეკლამები განთავსდება საიტებზე, რომლებიც ჩართულები არიან Adsense პროგრამებში. ან შესაძლებელია რეკლამები გამოჩნდეს Google Search-ში წინა 3 პოზიციაზე და მარჯვენა Sitebar-ში(Search-ში რეკლამებს ექნება წარწერა Ads და არ იქნება ორგანული შედეგი.)
Google AdWords ოფიციალური ბლოგი – Adwords Blog
დახმარებიც ცენტრი:AdWords Help
google-adword
AdSense – Google AdSense
Google-ის სარეკლამო ქსელი. Adwords რეკლამების დისტრიბუცია საიტებზე საკომისიოს სანაცვლოდ. საკუთარ საიტზე რეკლამის გამომქვეყნებელი რეკლამის კლიკებიდან და ჩვენებებიდან იღებს შემოსავალს. AdSense-ის რეკლამის ფორმატი მოიცავს ტექსტს, გრაფიკას, ანიმაციურ გრაფიკასა და ვიდეობს. კლიკიდან და ჩვენებიდან მიღებული შემოსავალი დამოკიდებულია უამრავ ფაქტორზე, როგორიცაა საიტის კონტენტი, PageRank, Authority, რა Keyword-ის ძებნისას შემოვლენ თქვენს საიტზე, რა თანხას იხდის კლიკში იმ რეკლამის შემკვეთი, რომელზეც ვიზიტორმა დააჭირა და ა.შ. საიტზე Adsense-ის განთავსებისათვის საიტი უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ მოთხოვნებს.
Google AdSense-ის ოფიციალური ბლოგი – Adnse blog
Google AdSense დახმარების ცენტრი – Google adsense Help
Google AdSense Mail – adsense-support@google.com
Google-Adsense-Money
Alexa (Alexa.com)
ამაზონის მფლობელობაში მყოფი სერვისი, რომელიც ზომავს საიტზე არსებულ ტრაფიკს, ვიზიტორთა რაოდენობას. იგი ადგენს საიტების რეიტინგს სხვდასხვა კატეგორიისა და ქვეყნების მიხედვით. ამ სერვისით თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია სხვადასხვა ქვეყანაში და კატეგორიაში თქვენი საიტის პოზიციის შესახებ, ნახოთ და გამოიკვლიოთ თქვენი საიტის მსგავსი საიტები, ინფორმაცია თქვენი საიტის ვიზიტორების შესახებ, როგორიცაა მათი ასაკი, სქესი, მდებარეობა.
Alexa.com-ზე ასევე შეგვიძლია გავიგოთ საიტის Click Stream.
ბმული: Alexa.com
aleqsa
Approximate CPC
Google Keywod Tool გვაწვდის სხვადასხვა სტატისტიკურ მონაცემებს ჩვენთვის სასურველ, რომელიმე კონკრეტულ Keyword-ზე. ამ მონაცემებს შორის არის Approximate CPC, რაც გვიჩვენებს სავარაუდო CPC, რაც თქვენ უნდა გადაიხადოთ ამ Keyword-ზე დარეკლამების შემთხვევაში. Approximate CPC გვაჩვენებს სხვადასხვა რეკლამის პოზიციების CPC-ის საშუალო მაჩვენებელს (The CPC is averaged over all the ad positions). თქვენი მაღალი Bid არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ მიიღებთ უკეთეს Conversion-ს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ერთვებით Google Adsense პროგრამაში, Approximate CPC არ არის ის რიცხვი, თანხა, რომელსაც თქვენ მიიღებთ ერთ კლიკში, თქვენი შემოსავალი იქნება მხოლოდ Approximate CPC -ის გარკვეული პროცენტი. იმისათვის, რომ გაიგოთ იმ თანხის ზუსტი რაოდენობა , რომელსაც მიიღებთ თქვენს საიტზე განთავსებულ რეკლამაზე განხორციელებულ ერთ კლიკში უნდა გამოიყენოთ Contextual Targeting Tool.
approx-cpc
AllSubmitter
Allsubmitter – ფასიანი ავტომატური პროგრამა, რომელიც დაგეხმარებათ გაზარდოთ თქვენი საიტის ხილვადობა და გააუმჯობესოს საიტის რენკი შემდეგი გზების გამოყენებით: Article Submission – შეუძლია დაამატოს სტატიები 600-ზე მეტ მაღალ PR-ის მქონე Article Directory-ში.
Selected Link Directory Submission – დაამატებს თქვენი საიტის ლინკს შესაბამის სხვადასხვა საიტების დირექტორიებში და რამდენიმე წუთის შემდეგ თქვენი საიტის ინფორმაცია დამატებული იქნება ასობით დირექტორიაში, რომლებიც დაადასტურებენ თქვენს ლინკს.
Universal Submission – შეუძლია დამატოს თქვენი საიტი თითქმის ყველა ტიპის საიტზე.
Automated Form Submission – ზოგიერთ საიტზე სხვადასხვა სარეგისტარციო ფორმის შევსება დაკავშირებულია დიდ დროსთან, ეს პროგრამა კი დაგეხმარებათ ავტომატურად შეავსოთ ეს ფორმები, რასაც მხოლოდ რამდენიმე წუთი დასჭირდება.
Email Verification Sites Submission – ეს სერვისი ასევე დაგეხმარებათ დაამატოთ თქვენი საიტი ისეთ დირექტორიებში, რომლებიც ითხოვენ Mail-ის ვერიფიკაციას.
Automate working with CAPTCHA-s using Antigate.com service – პროგრამა ავტომატურად კითხულობს CAPTCHA-ს, და შესაბამისად შეუძლია დაამატოს თქვენი საიტი ისეთ დირექტორიებში, სადაც შესაყვანია CAPTCHA-ზე განთავსებული კოდი.
ბმული – AllSubmitter – SEO Software
AllSubmitter
Avg. Page Views
იმ გვერდების საშუალო რიცხვი, რომელსაც ვიზიტორი ნახულობს საიტზე ერთი შემოსვლის განმავლობაში. ამ რიცხვის მაღალი მაჩვენებლი ხანგრძლივი ვიზიტის დროსთან ერთად მიუთითებს, რომ მომხმარებელი კითხულობს საიტზე განთავსებულ კონტენტს. ამ რიცხვის მაღალი მაჩვენებელი ხანმოკლე ვიზიტის დროსთან ერთად მიუთითებს, რომ ვიზიტორები მართალია შემოდიან საიტზე და ათვალიერებენ მის გვერდებს, მაგრამ არ კითხულობენ კონტენტს.
Average-Pageviews-e1319145943281
Avg. Time on Site
წამებში გაზომილი დროის საშუალო მაჩვენებელი, რაც ვიზიტორებმა გაატარეს საიტზე. ეს მიუთითებს თუ რამდენად ეფექტურად შეგიძლიათ დააკავოთ თქვენს საიტზე შემოსული მომხმარებელი. თუ ეს რიცხვი დაბალია, თქვენ უნდა გამოიკვლიოთ, თუ რას ეძებდნენ მომხმარებლები და რა ინფორმაციის მიღება ვერ შეძლეს თქვენი საიტიდან.
Average-time-on-site-e1319145902803
AutoBlog
AutoBlog(ცნობილია ასევე როგორც Splog) უმეტეს შემთხვევაში არის Black Hat SEO მეთოდი. AutoBlog-ი მუშაობს შემდეგნაირად: ავტომატურად, Plugin-ით(განვიხილოთ WPRobot) პოულობს ახალდამატებულ სასურველი Keyword-ების შემცველ Content-ს ინტერნეტში და ანთავსებს AutoBlog საიტზე. ასეთ დროს ბლოგი მუშაობს ავტომატურად, ჩარევის გარეშე. WP Robot-ს ავტომატურად შეუძლია დაპოსტოს: Affiliate პროდუქტები, Press Releases, Twitter-ის Tweet-ები, Youtube ვიდეოები, Flickr სურათები, Article Directory საიტებიდან ახალი სტატიები, Clickbank პროდუქტები, eBay-ს აუქციონები, Amazon-ს პროდუქტები, Yahoo News, Yahoo Answers კითხვა პასუხები და ა.შ.
WP-Robot-Horizontal

B

BackLink
სხვა საიტზე განთავსებული თქვენი საიტის მისამართი(Link) არის თქვენი საიტის BackLink. ასევე ეწოდება “Inbound link” ან “Incoming link”. BackLink შეიძლება იყოს Dofollow ან Nofollow ატრიბუტით.
backlink-300x168
Broken Links
ლინკი რომელიც არ ფუნქციონირებს, რომელსაც მომხმარებელი არ გადაჰყავს სასურვლ მისამართზე. ლინკი შეიძლება გატეხილი იყოს სხვადასხვა მიზეზების გამო, როგორიცაა ბეჭდვითი შეცდომა URL-ში, URL-ში შეტანილი რაიმე ცვლილება, კონტენტის გადატანა ამ გვერდიდან და ა.შ.
check-broken-links
Bot
Robot-ის ან Spider-ის აბრევიატურა. ეს არის კომპიუტერული პროგრამა, რომელიც ათვალიერებს, სკანირებას უკეთებს ინტერნეტ სივრცეს, საძიებო სისტემების მიერ დაინდექსებულ საიტებსა და გვერდებს. ამ პროგრამას საძიებო სისტემები იყენებენ იმისათვის, რომ იპოვონ და დაამატონ საიტები და გვერდები საკუთარ საძიებო სისტემის ბაზაში, Cache-ში.
search-engine
Black Hat SEO
საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის ტაქტიკა, რომელიც მოიცავს უკანონო წესებს საიტის წინა პოზიციებზე გასაყვანად, Google Webmaster Guidelines საპირისპიროა და არ ითვალისიწნებს მის წესებს.
wite-hat-black-hat-300x228
Blog
Blog – “Web Log” საიტი, რომელზეც Content-ი წარმოდგენილია ქრონოლოგიურად. ბლოგი შესაძლებელია იყოს ტექსტური, აუდიო ან ვიდეო სახით წარმოდგენილი. არსებობს ბლოგის რამდენიმე ტიპი: პერსონალური, პირადი ბლოგი ბიზნეს ბლოგი, კორპორატიული ბლოგი საინფორმაციო ბლოგი შემეცნებითი ბლოგი ბლოგების უმეტესობა იყენებს კონტენტის მართვის სისტემას, როგორიცაა WordPress. ბლოგი არის ონლაინ ჟურნალის სახეობა.
blog
Bounce Rate
იმ მომხმარებლების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებიც შემოვიდნენ თქვენს საიტზე და მასზე არსებული სხვა გვერდების ნახვის გარეშე დატოვეს საიტი. თუ საიტი არ შედგება მხოლოდ ერთი გვერდისგან, მაშინ მაღალი Bounce Rate არ არის კარგი თქვენი საიტისთვის.
Bonuce-Rate-e1319170101817
Bad Neighbourhood
თქვენს საიტთან დაკავშირებული სპამური ლინკი, რომელიც შეიცავს “მაგალითად” დუბლირებულ კონტენტს. ასეთი საიტები რანკის გასაზრდელად იყენებენ არაეთიკურ SEO ტაქტიკებს, როგორიცაა, სპამი, Cloaking, Link Farms. თუ თქვენი საიტი უკვაშირდება ასეთ ლინკებს, ეს იქონიებს უარყოფით შედეგს თქვენს საიტზე. ასევე Bad Neighbourhood ჩაითვლება თქვენს საიტზე დადებული პორნო საიტის ლინკი, ან პორნო საიტზე დადებული თქვენი საიტის ლინკი, თუ თემატიკა არ ემთხვევა რათქმაუნდა. P.S. თუ რომელიმე საიტების დირექტორია შეიცავს პორნო და სპამურ საიტებსაც, არ დაამატოთ თქვენი საიტი ამ დირექტორიაში. Submitter პროგრამების(AllSubmitter და ა.შ.) გამოყენებისასაც სიფრთხილეა საჭირო, უნდა ერკვეოდეთ სათითაო დირექტორიის ხარისხში სადაც თქვენი საიტი ჩამატდება.
Bonuce-Rate-e1319170101817
Banned Google
როდესაც საიტს ბანი დაედება, ეს ნიშნავს, რომ ეს საიტი მოხვდა შავ სიაში და ამოვარდა საძიებო სისტემებიდან, მისი ყველა გვერდი გაქრება Index-იდან. საიტზე ბანის დადების მიზეზი ხშირ შემთხვევაში ხდება არაეთიკური SEO მეთოდების გამოყენება, როგორიცაა მაგალითად, Link Farming.
ასევე ბანის დადების მიზეზი შეიძლება იყოს ერთი გვერდიდან ბევრი(30+) გამავალი ლინკი(მითუმეტეს თუ Dofollow ლინკებია)
ასევე ბანის დადების მიზეზი შეიძლება გახდეს ბევრი უხარისხო Backlink-ი.
google-banned
Blind Traffic
დაბალი ხარისხის ტრეფიკი, რომელიც გადმოსულია „მაცდური“ ბანერებიდან, Popup-ებიდან ან „მაცდური“ Spam-იდან. Blind Traffic, როგორც წესი არ არის მიზნობრივი Traffic.
bland-traffic
Bid
თანხის მაქსიმალური რაოდენობა, რომელსაც რეკლამის განმთავსებელი გადაიხდის მომხმარებლის მიერ მის რეკლამაზე განხორციელებულ ყველა კლიკში, 1000 ჩვენებაში. Bid-ის ფასები იცვლება დასარეკლმაბელ Keyword-ზე არსებული კონკურენციისა და ამ Keyword-ზე არსებული მოთხოვნის მიხედვით.
Bid1
Bing
Microsoft-ის მიერ შექმნილი საძიებო სისტემა. საძიებო სისტემის გარდა, Bing მომხმარებელს სთავაზობს (საკუთარ) შემდეგ სერვისებს:
• Images – desktop wallpapers
• Bing Videos – Youtube.com-ის ანალოგი
• News – ლოკალური და გლობალური ახალი ამბები
• Recipes – რეცეპტები
• Weather – ამინდი
• Finance – მომხმარებელს შეუძია მოიპოვოს ინფორმაცია სხვადასხვა კომპანიების, ბიზნესებისა და მათ მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების შესახებ.
• Bing Search Ads – საშუალებას გვაძლევს(დავარეკლამოთ) დავუკავშირდეთ ჩვენი ბიზნესის თუ პროდუქტის მომხმარებელს და მივაწოდოთ მათ სარეკლამო ინფორმაცია. რეკლამის განთავსება შეგიძლიათ Microsoft Adscenter-ის საშუალებით. თქვენს მიერ განთავსებული რეკლამა გამოჩნდება Bing-ის საძიებო სისტემაში.
• Bing Webmaster Tool – საშუალებას ძლევს მომხმარებელს ნახოთ თქვენი საიტის პოზიცია ბინგში, გაანალიზოთ საიტის სტატისტიკა და ნახოთ საიტის ბექლინკები. ბმული:
14-bing

C

CAPTCHA
Completely Automated Public Turing test to tell Computers and Humans Apart – სატესტო სისტემა, რომელიც მოცემულია სურათის სახით, სადაც გამოსახულია ასოებისგან ან ციფრებისგან შემდგარი კოდი, რომელიც მომხმარებელმა უნდა ჩაწეროს მოცემულ გრაფაში, იმისათვის რომ საიტზე დარეგისტრირდეს, დატოვოს კომენტარი ან მიიღოს რაიმე სერვისი. CAPTCHA გამოიყენება იმისათვის, რომ თავიდან აირიდონ სპამი და დარწმუნდნენ, რომ საიტს სტუმრობს ადამიანი და არა რომელიმე სპამური პროგრამა.
90% CAPTCHA გატეხვადია, დანარჩენი 10%-ია ახალი გამოსული CAPTCHA. 100 % თავის დაცვა სპამისგან შეუძლებელია.
CAPTCHA-ს გატეხვა მოიხსენიება როგორც: CAPTCHA solving, solve the CAPTCHA, solve CAPTCHA.
მსპამავი და Submitter პრგორამებისთვის აუცილებლად საჭიროა CAPTCHA სერვისი, რომელიც ფასიანია და არის “ცალობით”. ანუ თუ ყიდულობთ მაგალითად 1000 ცალ CAPTCHA-ს ეს ნიშნავს რომ 1000 CAPTCHA-ს გატეხავთ.
მაგალითად SEnuke-ს სახმარად ცალკე დაგვჭირდება CAPTCHA სერვისების ყიდვა. რადგან პროგრამას საშუალება მიეცეს დარეგისტრირდეს მაგალითად Article Directory საიტებზე. XRumer-ს სჭირდება CAPTCHA სერვისი რათა მოახერხოს ფორუმებზე რეგისტრაცია.
CAPTCHA-ების შეძენა შეგვიძლია შემდეგ საიტებზე:
Deathbycaptcha.com
Decaptcher.com
CAPTCHA-e1319333298893
Campaign
კამპანია, კონკრეტული დაგეგმილი საქმის შესრულების პროცესი.
seo-campaign
Counter
ზუსტი თარგმანი “მთვლელი”. უმეტესად იხმარება სერვისებთან მიმართებაში რომელიც ითვლის Hit-ების, უნიკალური ვიზიტორების და გვერდის ნახვის რაოდენობას. ეს სტატისტიკური მონაცემები იძლევიან ძალიან საჭირო ინფორმაციას Webmaster-თვის.
hit-caunter
Classifieds
რეკლამირების სახე, რომელიც ძალიან ჰგავს გაზეთებში თუ ჟრუნალებში განთავსებულ რეკლამებს. რეკლამირების ეს სახე გულისხმობს ინტერნეტში მხოლოდ ტექსტური სახით განთავსებულ რეკლამებს. Classifieds რეკლამები არის ხშირ შემთხვევაში უფასო ან რეკლამის განთავსება ხდება მინიმალური საფასურის სანაცვლოდ. Classifieds რეკლამები გხვდება დიდ საიტებზე და ონლაინ პუბლიკაციებში. რეკლამის საფასური დამოკიდებულია რეკლამის ტექსტის სიგრძეზე და სიტყვების რაოდენობაზე.
Classifieds
Click Stream
ინტერნეტ მომხმარებლის აქტივობების ჩანაწერები, რომელიც მოიცავს ყველა იმ საიტსა თუ გვერდს, რომელსაც მომხმარებელი ნახულობს, ინფორმაციას თუ რამდენი ხანი ჩერდება მომხმარბელი ამა თუ იმ გვერდზე, რა თანმიმდევრობით ნახა მომხმარებელმა გვერდები. მოიცავს ინფორმაციას მეილების გაგზავნის მიმართულებების შესახებ. Click Stream-ის მონაცემები დღითიდღე უფრო მნიშვნელოვანი ხდება ინტერნეტ მარკეტოლოგებისათვის. ისინი იყენებენ ამ ინფორმაციას, რათა განსაზღვრონ თუ რას ანიჭებს მომხმარებლი უპირატესობას და შესაბამისად წარმართონ საკუთარი სარეკლამო კამპანია.
Click stream-ის მონაცემების შეგროვებასა და მის ანალიზს ეწოდება Click Stream Analysis. არსებობს Click Stream Analysis ორი ეტაპი, Traffic Analysis და E-Commerce Analysis. Traffic Analysis გვაწვდის ინფორმაციას თუ რამდენი გვერდი მოემსახურა მომხმარეველს, რამდენი ხანი დასჭირდა ამ გვერდს ჩასატვირთად, რამდენჯერ აჭერს მომხმარებელი თავის ბრაუზერში “Back” ღილაკს, და თუ რამდენი ინფორმაციაა გადაცემული, სანამ მომხმარებელი გამორთავს ამ გვერდს.
E-commerce Analysis იყენებს Click Stream-ის მონაცემებს, რათა განსაზღვროს მოცემული საიტის ან გვერდის ეფექტურობა, როგორც მარკეტინგული საშუალების. E-commerce Analysis ინახავს ინფორმაციას თუ რამდენი ხანი დაყოვნდა, გაჩერდა მომხმარებელი გვერდზე, თუ რას აგდებს მომხმარებელი Shopping Cart-ში, რა ნივთს აბრუნებს და საბოლოოდ რა ნივთს შეიძენს.
IF
Click Fraud
PPC რეკლამაზე შეუფერებელი კლიკები, რომელიც ძირითადად განხორციელებულია რეკლამის საკუთარ საიტზე გამომქვეყნებლების ან მათი ახლობლების მიერ მოგების გაზრდის მიზნით. Click Fraud არის ძალიან დიდი საკამათო საკითხი Google-სა და სხვა მსგავსი სარეკლამო სააგენტოებისათვის, რადგან ის ამცირებს რეკლამის შემკვეთის ნდობას, რომ ისინი მიიღებენ რეკლამაში გაწეული ხარჯის შესაფერის სარგებელს.
Click-Fraud
Cloak
საძიებო სისტემის ბოტებისთვის სხვადასხვა კონტენტის ხელოვნური ჩაბარება. საძიებო სისტემები ამ Black Hat ტაქტიკას ალმაცერად უყურებენ და ამ მეთოდმა შეიძლება გამოიწვიოს საიტის/დომენის დაღუპვა, ანუ საიტს დაედება ბანი და აღარ გამოჩნდება საძიებო სისტემების შედეგებში. Cloak-ში შეიძლება ჩაითვალოს გვერდის ბევრი დაპინგვა. ასევე Cloak-ში შეიძლება ჩაგეთვალოთ ცალკე ბლოგზე(wordpress.com და ა.შ.) გვერდის გაკეთება და „დასაინდექსებელი“ Link-ების დადება. არსებობს Black Hat Link Cloak პროგრამები, რომლებიც გვპირდებიან გვერდის მალე დაინდექსებას. ასეთი პროგრამები ძირითადად გამოიყენება Autoblog-ებზე და Affiliate საიტებზე რადგან ძნელია Duplicate Content-ის და არაუნიკალური Review-ს დაინდექსება. ეს მეთოდი არანაირად არ არის გამართლებული Google Panda Update-ის შემდეგ.
seo_cartoon_panel-7-e1319336257405
Crawler
ასევე ცნობილია, როგორც Bot, Spider ან Robot. ეს არის საძიებო სისტემის პროგრამა, რომელიც „დადის“ ინტერნეტში, აგროვებს მონაცემებს, მიჰყვება ლინკებს, ქმნის ახალი და განახლებული საიტების ეგზემპლარებს, კოპიებს და ინახავს URL-ებს საძიებო სისტემის ინდექსში, მონაცემთა ბაზაში(Cache-ში).
Crawer
Crawler Access
მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანია თქვენი საიტის ყველა გვერდი დაინდექსდეს საძიებო სისტმაში, თქვენ შეიძლება არ გინდოდეთ რომელიმე გვერდი შემოწმდეს და დაინდექსდეს საძიებო სისტემის ბოტის მიერ. მაგალითად, გინდათ ადმინისტრაციული და პაროლით დაცული გვერდები საძიებო სისტემის ბოტებისთვის ხელმიუწვდომელი იყოს. Robots.txt ფაილში შეგიძლიათ აკრძალოთ Crawler Access, ბოტის ხელმისაწვდომობა საიტის ზოგიერთ ნაწილზე. ნებისმიერი Bot-ი ამოწმებს Robots.txt ფაილს და ითვალისიწინებს მის მითითებებს, ინსტრუქციებს და არ გადავა Robots.txt ფაილის მიერ აკრძალულ გვედებზე.
Crawler-Access-Website
Crawl Depth
თუ რამდენად საფუძვლიანად არის საიტი დაინდექსებული საძიებო სისტემის ბოტის მიერ. ანუ დაინდექსებულია მთლიანი საიტი თუ მისი გვერდების გარკვეული რაოდენობა.
Crawl errors
Crawl errors page გვთავაზობს დეტალურ ინფორმაციას ჩვენი საიტის იმ URL-ებზე, რომლებიც Google Crawl-ისთვის ხელმიუწვდომელი იყო და ვერ შეძლო ამ გვერდების შემოწმება. Crawl errors-ის სანახავად უნდა შევიდეთ Webmaster Tools Home page-ში დავაკლიკოთ საიტს, რომლის ნახვაც გვინდა, Diagnostics-ის ქვეშ ავირჩიოთ Crawl errors. Crawl-თვის ხელმიუწვდომელი URL-ების ჩამონათვლის გარდა აქვე, შესაძლებელია მივიღოთ ინფორმაცია პრობლემის ტიპის შესახებ, ეს პრობლემები შეიძლება იყოს მოცემული ჩამონათვალიდან ერთ-ერთი:
• Not found – ბოტმა ვერ შეძლო მისამართის პოვნა
• URLs not followed – ბოტი ვერ გადავიდა მოცემულ URL-ზე
• URLs restricted by robots.txt – URL აკრძალულია robots.txt ფაილის მიერ
• HTTP errors – მოცემულ გვედრდზე შესვლისას გამოდის HTTP status code, ასეთი კოდებია:
. o 200 – სერვერი წარმეტებით გადავიდა მოცემულ გვერდზე
. o 404 – მოთხოვნილი გვერდი არ არსებობს
. o 503 – სერვერი დროებით ხელმიუწვდომელია
• URL unreachable – URL ხელმიუწვდომელია
• Soft 404s – 404 Error
crawl-errors-e1319337247886
Cross Posting
პროგრამის გამოყენებით ერთიდაიგივე კონტენტის ერთდროულად სხვადასხვა ბლოგებზე თუ სოციალურ ქსელებში განთავსება.
cross-posting-cover
CSS – Cascading Style Sheets
გამოიყენება დიზაინის ადვილად სამართავად და საიტის დასაფორმატებლად.css
CMS – Content Management System
კონტენტის მართვის სისტემა, როგორიცაა WordPress-სამართავი პანელი. ამ შემთხვევაში თითქმის აღარ გვჭირდება სხვადასხვა კოდების ცოდნა და ყველაფერი(დიზაინის შეცვლა, სტატიის დადება, ახალი გვერდის შექმნა და ა.შ) შედარებით მარტივად კეთდება. შემდეგ ლინკზე ნახავთ WordPress-ის საუკეთესო დიზაინებს:
WordPress Best Themes
wordpress-cms-e1319338138770
Copyscape – Copyscape.com
ონლაინ სერვისი, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევამოწმოთ რომელიმე ლინკზე განთავსბეული კონტენტი პლაგიარიზმზე, არის თუ არა ეს ტექსტი უნიკალური. იმ შემთხვევაში, თუ პროგრამა აღმოაჩენს მოცემულ ტექსტში Duplicate Content-ს, პლაგიარიზმს, გამოგვიტანს ლინკების ჩამონათვალს, სადაც განთავსებულია იგივე ტექსტები.
copy
Comment Spam
ონლაინ სერვისი, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევამოწმოთ რომელიმე ლინკზე განთავსბეული კონტენტი პლაგიარიზმზე, არის თუ არა ეს ტექსტი უნიკალური. იმ შემთხვევაში, თუ პროგრამა აღმოაჩენს მოცემულ ტექსტში Duplicate Content-ს, პლაგიარიზმს, გამოგვიტანს ლინკების ჩამონათვალს, სადაც განთავსებულია იგივე ტექსტები.
6830
Content
საიტზე არსებული ინფორმაცია (სტატიები, ვიდეოები, დოკუმენტები, აუდიო ფაილები, სურათები და ა.შ), რომელსაც გააჩნია რაღაც ღირებულება და არის მომხმარებლის ინტერესის წყარო. რეკლამა და ნავიგაცია არ მიიჩნევა, როგორც კონტენტი.
content_types_into_plone
Content Farm
ეს ტერმინი აღწერს კომპანიას, საიტს, რომელსაც დაქირავებული ჰყავს დიდი რაოდენობთ მწერლები, რათა მოიპოვოს დიდი რაოდენობით ტექსტური Content-ი, რომელიც სპეციალურად შექმნილია ალგორითმების დასაკმაყოფილებლად, იმისათვის რომ საძიებო სისტემები მაქსიმალურად დაბრუნდნენ საიტზე. ასეთი საიტები ძირითადად შეიცავს Duplicate და სპამურ კონტენტს და კონტენტს, რომელიც შეიცავს რეკლამის ბანერებს ან Affiliate ლინკებს. საიტი შეიძლება მივიჩნიოთ, როგორც Content Farm თუ აკმაყოფილებს რომელიმე მოცემულ კატეგორიას:
• Article Directories – რომლეთაც აქვთ ათასობით სხვდასხვა ავტორის მიერ შექმნილი ასიათასობით არტიკლი, და დიდი შანსია, რომ ამ სტატიებიდან ბევრი იყოს Duplicate Content.
• Answers Sites – კითხვა-პასუხის საიტები. ასეთ საიტებზე ძალიან დიდი კონტენტი იქმნება ყოველდღიურად.
• Multi-blogger Blogs – ეს არის ბლოგები, რომლებიც იღებენ სტუმარ ბლოგერებს და დროებით მწერლებს, ბლოგისთვის სტატიების დასაწერად.
• AutoBlogs and Scraper Sites – საიტები და ბლოგები, რომლებიც სხვადასხვა წყაროებიდან ხელახლა აქვეყნებენ კონტენს. შესაბამისად ეს კონტენტი არის Duplicate.
content_farm
Contextual Advertising
რეკლამა, რომელიც განთავსებულია საიტის გვერდზე, ამ გვერდზე არსებული Content-ის, Keyword-ებისა და ფრაზებიდან გამომდინარე. მაგალითად, ციფრული კამერების შესახებ არსებული Contextual Advertisement გამოჩნდება გვერდზე, სადაც განთავსებულია სტატია, ფოტოგრაფიის შესახებ. ასეთი ტიპის რეკლამები შერჩეულია ავტომატური სისტემით და დამოკიდებულია თუ რას Content-ს ნახულობს მომხმარებელი.
Contextual-Advertising
Contextual Targeting Tool
Contextual Targeting Tool-ის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ თქვენი სარეკლამო კამპანიისთვის Keyword-ების სია. როდესაც თქვენ Contextual Targeting Tool -ში შეიყვანთ თქვენთვის სასურველ საძიებო სიტყვას, ის გაჩვენებთ ამ საძიებო სიტყვასთან დაკავშირებულ სხვა სიტყვებს. ეს სერვისი გთავაზობთ უფრო კონკრეტულ და სპეციფიკურ საძიებო სიტყვებს, რომლებიც შეესაბამება მოცემულ სარეკლამო ჯგუფს.
Contextual Targeting Tool-ის გამოსაყენებლად თქვენ უნდა შეხვიდეთ Keyword Tool-ში და Reporting and Tools-დან აირჩიოთ Contextual Targeting Tool.
მას შემდეგ რაც თქვენ მოძებნით ინფორმაციას რომელიმე Keyword-ზე, თქვენ ნახავთ Suggested Bid-ს, რაც არის თანხის ის რაოდენობა, რასაც თქვენ მიიღებთ თუ ამ საძიებო სიტყვაზე განთავსებული რეკლამა დაიდება თქვენს საიტზე და მომხმარებელი დააკლიკებს მას. მაგრამ აქვე გაითვალისწინეთ, რომ საძიებო სიტყვაზე დამრეკლამებელი გადაიხდის ამ თანხაზე მეტს ან შეიძლება ნაკლებს, რაც შესაბამისად აისახება თქვენს შემოსავალზე.
იმ შემთხვევაში თუ თქვენ დაინტერესებული ხართ ამ საძიებო სიტყვაზე დარეკლამებით, თქვენ შეგიძლიათ ეს საძიებო სიტყვა დაამატოთ თქვენს სარეკლამო კამპანიაში. ამისათვის მონიშნეთ keyword და დააკლიკეთ “Add to campaign”. აქვე შეგიძლიათ ნახოთ იმ საიტების სია, სადაც გამოჩნდება თქვენი რეკლამა. ამისათვის კი უნდა დააკლიკოთ “view predicted placements.”
Contextual-Targeting
Contextual Marketing
სერვისის თუ პროდუქტის მიზნობრივი რეკლამირება მოხმარებლის ინტერესებიდან და მათი ქცევიდან გამომდინარე. მარკეტინგის ეს ტიპი დამოკიდებულია მომხმარებლის ქცევაზე, თუ რას ეძებს ის, რომელ საიტებს სტუმრობს ყველაზე ხშირად. მარკეტოლოგები ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ანთავსებენ თავისი მიზნობრივი მომხმარებლის ინტერესებზე მორგებულ რეკლამას.
CM_title
Competition
კონკურენცია. Google Keyword Tool-ში რაც უფრო მაღალია Competition მით უფრო დიდი მოთხოვნაა ამ Keyword-ზე რეკლამის შემკვეთის, შესაბამისად თქვენს Adsense საიტზე მით მეტად CPC-სთან მიახლოვებულ PPC-ს მიიღებთ.adwords-competition
Conversion
საიტზე “Sale”-ების რაოდენობრივი მიზნის მიღწევა. Click-ების რაოდენობა, დარეგისტრირებული მოხმარებლისა და გაყიდვების რაოდენობა არის conversion-ის მაგალითი. ტრეფიკი რომელიც ახორციელებს წინასწარ დადგენილ მიზანს, როგორიცაა რაიმე ნივთის თუ სერვისის შეძენა ან რეგისტრაციის ფორმის შევსება და ა.შ. უნდა ვეცადოთ რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად მოვახდინოთ Conversion Optimization.
conversion-optimization-e1319341528272
Conversion Rate
ეს არის გაყიდვების რაოდენობის ფარდობა საიტზე არსებული ვიზიტორების რაოდენობასთან და გამრავლებული 100-ზე. მაჩვენებელი გამოსახულია პროცენტებში.
Conversion-Rate
Conversion Tracking
საიტის ტრეფიკის ანალიტიკსი(მთვლელი, საზომი), რომელიც ზომავს თუ რამდენად ეფექტურია წყარო (სხვა საიტზე განთავსებული თქვენი საიტის ლინკი, რეკლამა), საიდანაც მომხმარებელი გადმოდის თქვენს საიტზე და ასრულებს თქვენთვის სასურველ მოქმედებას. ეს წყარო შესაძლებელია იყოს საძიებო სისტემა, საძიებო ფრაზა, რეკლამა და ასე შემდეგ. ასევე შესაძლებელია იყოს საიტზე შემოსული მომხმარებლის მახასიათებელი, მაგალითად, მათი საცხოვრებელი ადგილი, ასაკი, შემოსავალი. თქვენთვის სასურველ ქმედებაში კი იგულისხმება Click, რეგისტრაციის ფორმის შევსება, საიტიდან რაიმეს გადმოწერა ან საიტზე განთავსებული პროდუქტის თუ სერვისის ყიდვა.
Google-მ შეიმუშავა Conversion Tracking-ის საზომი საშუალება, რომელიც გეხმარებათ გაიგოთ თუ რამდენად ეფექტურია თქვენი AdWords-ში გაკეთებული რეკლამა. Google ანთავსებს Cookie-ს მომხმარებლის კომპიუტერში, რომელმაც დააკლიკა თქვენს რეკლამას(მაგ, სხვა საიტზე Adsense რეკლამა). მომხმარებლის Cookie დაკავშირებულია თქვენს საიტთან. როდესაც ეს კავშირი მყარდება, Google აღრიცხავს თქვენთვის წარმატებულ Conversion-ს.
conversion-tracking
Conversion Optimization
პროცესი, რომლის საშუალებითაც იზრდება თქვენი საიტის Conversion Rate-ის პროცენტულ მაჩვენებელი. Conversion Optimizer არის AdWords-ის კამპანია, რომელიც იყენებს თქვენს AdWords Conversion Tracking მონაცემებს, იმისათვის რომ მიიღოთ მაღალი Conversion მცირე ხარჯის ფასად. Conversion Optimizer ოპტიმიზებას უკეთებს თქვენს სარეკლამო რესურსს ყოველი რეკლამის აუქციონში, რათა თავიდან აიცილოს წამგებიანი კლიკები და გაწვდით(გაძლევთ) თქვენ იმდენ მომგებიან კლიკს, რამდენიც შესაძლებელია.
თქვენი სარეკლამო კამპანიის არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, Conversion Optimizer ავტომატურად პოულობს Cost-Per-Click (CPC) Bid-ის ოპტიმალურ ექვივალენტს თქვენი რეკლამისთვის, ნებისმიერ დროს, როდესაც შესაფერისია მისი გამოჩენა.
CPC Bid-ის ოპტიმალური ექვივალენტის დასათველად, Conversion Optimizer პირველ რიგში ითვლის ყოველი აუქციონისთვის სავარაუდო Conversion Rate-ს თქვენი სარეკლამო კამპანიის წარსული მონაცემების გათვალისიწნებით, საძიებო ფრაზებს, მომხმარებლის ადგილმდებარეობას. ამის შემდეგ აწარმოებს რეკლამის Rank-ს (Generates an ad Rank) თქვენი CPA Bid-ის და სავარაუდო Conversion Rate-ის გათვალისწინებით.
AdWords Conversion Tracking – უფასო ინსტრუმენტი (Tool), რომელიც გაჩვენებთ თუ რა ხდება მას შემდეგ რაც მომხმარებელმა დააკლიკა თქვენს რეკლამას, იყიდა თუ არა ამ მომხმარებელმა თქვენი პროდუქტი, დარეგისტრირდა თუ არა საიტზე ან გამოიწერა თუ არა საიტიდან განახლებები. ამ ყველაფრის ცოდნა გეხმარებათ, განსაზღვროთ თუ რომელი საძიებო სიტყვის მეშვეობით გადმოყვანილი მომხმარებელია მომგებიანი თქვენი გაყიდვევისთვის. AdWords Conversion Tracking გვეხმარება სარეკლამო კამპანიის სწორად წარმართვაში.
Conversion-Optimization-e1319421337600
CPC – Cost Per Click
ხარჯი ერთ კლიკზე – ტარიფი, კოეფიენტი, რომელსაც იხდის რეკლამის განმთავსებელი ერთ კლიკში. შუამვალია სარეკლამო კომპანია(მაგ.Google Adwords) საიტის მფლობელებთან, სადაც განთავსდება რეკლამა.
CPC-e1319342352929
CPM (Cost Per 1000 Impressions)
ხარჯი ყოველ 1000 ჩვენებაში, რომელსაც იხდის რეკლამის განმთავსებელი.CPA-vs-ppc-vs-cpm
CPA – Cost Per Action
ეს არის საკომისიო, რომელსაც უხდიან „ეფილეატორებს“ (affiliated) საიტზე ტრეფიკის შემოყვანისთვის, მათ მიერ რეგისტრაციის გავლისთვის, რაიმე ნივთის შეძენისთვის. წიგნების, პროგრამების, თამაშების, გადმოწერისთვის და ა.შ.
CPA-e1319517576622
Click Through
მოქმედება, კლიკი, როდესაც მომხმარებელი აჭერს მოცემულ ლინკს, საიტზე შესასვლელად. სურათზე მოცემულია საშუალო სტატისტიკა Google Search-ის ხმარებისას რა Click Through Rate ნაწილდება Top10 საიტზე.
click-distribution-serp
CTR – Click Through Rate
ონლაინ სარეკლამო კამპანიის წარმატების სტანდარტული საზომი. გამოითვლება, იმ მომხმარებელთა რაოდენობის, რომლებმაც დააკლიკეს რეკლამას, ფარდობით რეკლამის ჩვენების რაოდენობაზე (რამდენჯერ გამოჩნდა რეკლამა) და ეს რიცხვი გამრავლებული 100-ზე. შესაბამისად CTR გამოსახულია პროცენტებში.
google-picture-ctr-e1319344404207
Content Marketing
ტერმინი, რომელიც გამოსახავს საიტის პრომოუშენის, რეკლამირების ყველა საშუალებას, ეს იქნება ტექსტი, სურათები, ვიდეო.
content-strategy-500p1
Cache
საძიებო სისტემების მონაცემთა ბაზის საცავი. სადაც ინახება საიტებისა და გვერდების დაკოპირებული ვარიანტები. (Copies)check_google_cached_page
Cross Linking
საიტების Cross linking ნიშნავს, როდესაც A საიტზე ან გვერდზე ვდებთ B საიტისკენ ან გვერდისკენ მიმავალ ლინკს. ეს საიტები და გვერდები შეიძლება იყოს ერთიდაიგივე პიროვნების მფლობელობაში, ან უბრალოდ მსგავსი საიტები, რომლებსაც სურთ, დაუკვაშირდნენ ერთმანეთს. ითვლება, რომ Cross Linking მომხმარებლისთვის სხვა საიტის შეთავაზებით ეხმარება მათ მოიძიონ მათთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაცია. მაგრამ სამწუხაროდ საიტების უმეტესობა იყენებს Cross Linking-ს Page Rank-ის გასაზრდელად.
თუ საიტები, რომლებიც უკავშირდება ერთმანეთს ერთი პიროვნების მფლობელობაშია, არის ძირითადი წესები, რომლებიც საიტის მფლობელმა უნდა გაითვალისწინოს:
• Unique Content – ხშირ შემთხვევაში ამ პუნქტის გათვალისიწნება ბევრს ავიწყდება. თუ თქვენ აპირებთ, რომ ერთმანეთს დაუკავშიროთ რამდენიმე საიტი, ყველა მათგანს უნდა ჰქონდეს უნიკალური კონტენტი. კონტენტის თემა უნდა იყოს საერთო, მაგრამ არ უნდა იყოს Duplicate.
• Different IP Addresses – ეს არ არის აუცილებელი, მაგრამ თუ შესაძლებელია უკეთესია ამის გაკეთება. როდესაც გაქვთ 2 საიტი, რომლებიც უკავშირდებიან ერთმანეთს და ორივე მათგანი ერთიდაიგივე IP მისამართზეა, არ გამოიწვევს საძიებო სისტემების მეირ თქვენ დასჯას, მაგრამ უსაფრთხოების მიზნით უკეთესია, მათ ჰქონდეთ განსხვავებული IP მისამართები.
• Humans First – როდესაც აპირებთ რამდენიმე საიტის ერთმანეთთან დაკავშირებას, გაითვალისწინეთ, რომ გააკეთეთ ეს მომხმარებლისთვის და არა საძიებო სისტემის ბოტებისთვის. თქვენ გსურთ, რომ გაზარდოთ მომხმარებლის ცოდნა და გამოცდილება, როდესაც მათ აძლევთ საშუალებას გადავიდნენ სხვა საიტზე, რომელიც მათთვის გამოსადეგი იქნება.
• Multiple Sites –თქვენ არ უნდა შექმნათ რამდენიმე საიტი მხოლოდ იმისთვის, რომ ერთმანეთს დაუკავშიროთ. ეს მხოლოდ შექმნის საეჭვი შესახედაობის ლინკების რკალს, რომელიც არანაირ სარგებელს არ მოუტანს მომხმარებელს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საიტები არ შეიცავს ხარისხიან კონტენტს. თითოეული საიტს უნდა ჰქონდეს ლინკების საკმარისი რაოდენობა, რომლებიც უკავშირდება სხვა, დამოუკიდებლად მყოფი საიტებისგან.
ამის გარდა არის წესები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ Cross linking-ის დროს.
• Excessive = Unacceptable – მიუღებელია ორი საიტის შემადგენელი ყველა გვერდის ერთმანეთთან დაკავშირება. დაიყვანეთ ამ ერთმანეთთან დაკავშირებულ საიტებს შორის არსებული ლინკები მინიმუმამდე.
• Natural – განათავსეთ ლინკი იქ, სადაც ყველაზე ლოგიკურად და ბუნებრივად მოერგება თქვენს საიტს და კონტენტს.
• Anchor Text – სადაც შესაძლებელია დაწერეთ keyword-ით მდიდარი anchor text, რომელიც დაუკავშირდება მეორე საიტს. Anchor Text არა მარტო განუმარტავს მომხმარებელს თუ რას შეეხება საიტი, რომელზეც ისინი უნდა გადავიდნენ, ასევე Anchor Text ეხმარება საძიებო სისტემების ბოტებსაც.
• Rel=nofollow – თუ თქვენ გგონიათ, რომ Cross linking-მა შესაძლებელია არასუსრველი შედეგი მოუტანოს თქვენს საიტებს საძიებო სისტემების მხრიდან, მაშინ გამოიყენეთ “rel=nofollow” tag. ეს დაგეხმარებათ არასასურველი შედეგების თავიდან აცილებაში.
seo-sitemap-structure-keywords-e1319345439194
Copyright
საავტორო უფლებები.
copyright1

D

Duplicate Content
განმეორებითი კონტენტი – კონტენტი, რომელიც არის აბსოლიტურად იდენტური სხვა საიტზე არსებული კონტენტისა. საიტი შეიძლება არ დაისაჯოს განმეორებითი კონტენტის ქონის გამო, მაგრამ მას უმეტეს შემთხვევაში ექნება (შეიძლება სულაც არ ჰქონდეს) დაბალი ავტორიტეტი, ნდობა საძიებო სისტემების მხრიდან იმ საიტთან შედარებით, სადაც ეს კონტენტი არის ორიგინალი.
blog-duplicate-content-1
Domain
საიტის მთავარი მისამართი, მაგალითად gulivera.net
domains
DoFollow
ლინკები, ბმულები, რომლთაც არ აქვთ “Nofollow” ატრიბუტი. ეს არის ბრძანება, რომელიც მიუთითებს საძიებო სისტემის ბოტებს მიჰყვნენ მოცემულ ლინკს. თქვენ შეგიძლიათ დააყენოთ თქვენს საიტზე არსებულ რომელიმე კონკრეტულ ლინკზე. საძიებო სისტემის ალგორითმის ენაზე თქვენს საიტზე დადებული სხვა საიტის DoFollow Link ნიშნავს, რომ თქვენ პასუხისმგებლობას იღებთ იმ საიტის ხარისხზე რომლიც ლინკიც დევს თქვენს საიტზე, საიტს აძლევთ ხმას.
• თქვენს საიტზე დადებული DoFollow ლინკი თქვენს საიტს არ ართმევს არანაირ PageRank-ს, თუ საიტების კონტენტი ერთი თემატიკის არის და ერთ Niche-შია.
• თუ საიტიდან არ არის არც ერთი გამავალი Link, ეს იმოქმედებს საიტის PageRank-ზე უარყოფითად.
• ერთი გვერდიდან გამავალი Dofollow ლინკების რაოდენობა ნორმალურია 1-დან 10-მდე.
• ერთი გვერდიდან ბევრმა გამავალმა Dofollow ლინკმა შეიძლება გამოიწვიოს საიტის Ban.
• Google არ კრძალავს ლინკების ყიდვა-გაყიდვას თუ არ ხდება ეს PageRank-ის გაზრდისთვის. ლინკების ყიდვა-გაყიდვა უნდა მოხდეს მხოლოდ ტრეფიკისთვის. თუ თქვენ გაყიდით ლინკს და არ ეხება ეს ლინკი(საიტი) თქვენი საიტის თემატიკას, მაშინ აუცილებლად მიანიჭეთ Rel=”Nofollow” ატრიბუტი.
როდესაც თქვენ ქმნით თქვენი საიტის ან ბლოგის BackLink-ებს ეცადეთ, რომ ეს ლინკები იყოს Dofollow. როდესაც თქვენ გაქვთ თქვენი საიტისკენ მიმავალი ბევრი ხარისხიანი Dofollow Link, Google-ის თვალში თქვენი საიტი ჩანს უფრო სანდო და ავტორიტეტული. და რაც მთავარია, ეს ლინკები უნდა ჩანდეს ბუნებრივად. მაგალითად საიტს რომელსაც ექნება 1000 Dofollow და არც ერთი Nofollow ლინკი, Google-ს ალგორითმი ამას აღიქვავს არაბუნებრივად.
DoFollow-Blog-List-High-Powered-PR-Free-GOV-Links-from-FuckCopyrightNet_Lpoi-_0
იმისთვის რომ გავიგოთ საიტიდან გამავალი ლინკი რომელი ატრიბუტის(Nofollow თუ Dofollow) მატარებელია, უნდა ჩავიხედოთ საიტის, გვერდის Source Code-ში. ამისათვის საიტზე ვაჭერთ მაუსის მარჯვენა ღილაკს და შემდეგ Source.
1
შემდეგ Source Code-ში ვნახულობთ(ctrl+F) საიტის მისამართს, ლინკს, რომლის ატრიბუტიც გვაინტერესებს (Nofollow თუ Dofollow)
• თუ საიტის მისამართი კოდში იჯდება ასეთი სახით როგორც შემდეგ სურათზეა, მაშინ ლინკი არის Nofollow.
alt-tag-alt-text
თქვენ შეიძლება შეგხვდეთ rel=”external nofollow” რომელიც იგივეა რაც rel=”nofollow”.
• თუ ლინკს არ გააჩნია rel=”external nofollow”, rel=”nofollow” ატრიბუტი. ასეთი Link არის Dofollow, შემდეგ სურათში ნაჩვენებია Dofollow Link:
alt-tag-alt-text
P.S. target=”_blank” შეიძლება არ ჰქონდეს კოდს. target=”_blank” არის ბრძანება რომ ახალ ფანჯარაში გახსნას საიტი
Dead Link
Link, რომელიც აღარ ფუნქციონირებს. იგივეა, რაც Broken Link.
dead-link-e1319517008841
Doorway Page
იგივეა რაც Gateway Page. აღწერს გვერდს, რომელიც ხშირ შემთხვევაში ოპტიმიზებულია გარკვეული საძიებო სისტემისთვის და საძიებო ფრაზისთვის. Doorway Page-ის გამოყენების მიზანია კარგად დაინდექსდეს content და მოიპოვოს მაღალი რანკი სხვადასხვა საძიებო სისტემებში. საძიებო სისტემები, განსაკუთრებით Google ასეთ(გამიზნულად ოპტიმიზებულ კონკრეტულ Keyword-ებზე) გვერდებს კარგად არ უყურებს.
Doorwy-page1
79628seodpg-e1319517389879
Directory
საიტი, რომელიც დაყოფილია სხვადასხვა კეტოგორიებად და ეს კატეგორიები შეიცავს შესაბამისი თემატიკის მქონე რესურსებს. არსებობს:
• Article Directories
• Blog Directories
• Site Directories
• Business Directories
• RSS feed Directories
და ა.შ.
directory
Description
საიტების, გვერდების, ვიდეოების, თამაშების და ზოგადად Content-ის შესახებ მოკლე ინფორმაცია, აღწერა.
description-e1319517937211
Description Tag
შეიცავს საიტის ან გვერდის მოკლე აღწერას. ინფორმაცია, რომელსაც შეიაცავს Description Tag, არის საიტის ინფორმაცია, რომელიც მომხმარებელს ხვდება საძიებო სისტემების შედეგებში საიტის ლინკის ქვეშ არსებულ ტექსტში. Description Tag უნდა ჰქონდეს Keyword Density დაახლოებით 5-დან 10 პროცენტამდე. Description Tag მომხმარებელს ატყობინებს თუ რის შესახებაა საიტი ან გვერდი.
description-tag

meta-description-e1319518289900

Dynamic Website
Static Site-ისგან განსხვავებით, დინამიური საიტი არის Content Management System(CMS)-ზე დაფუძვნებული საიტი, რომლის მართვა ძლიან ადვილია. სიახლეები დამატებისთვის და საიტზე უმნიშვლო ცვლილებებსთვის, არ მოითხოვს ვებპროგრამისტის ჩარევას. Dynamic Website-ის კონტენტი უმეტეს შემთხვევაში არის მუდმივად განახლებადი. Dynamic საიტებია ბლოგები, საინფორმაციო პორტალები, ვიდეო პორტალები, ფორუმები, დირექტორიები. მთელი Web 2.0 დინამიური საიტებისგან შედგება.dynamic-website-e1319516855564
Deep Link
საიტზე არსებული ლინკი, რომელიც უკავშირდება მთავარი გვერდის გარდა საიტზე არსებულ სხვა ნებისმიერ ლინკს. საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის მიზნით კარგია თქვენი საიტის შიდა ლინკების შექმნის დროს გამოიყენოთ Deep Linking(ზედმეტი არ მოგივიდეთ). რაც დაგეხმარებათ საძიებო სისტემებში გააუმჯობესოთ Rank მომხმარებლისთვის სხვადასხვა რამდენიმე გვერდის მისამართის უზრუნველყოფით. ასევე, ეს მეთოდი დაგეხმარებათ, თუ თქვენ გინდათ თქვენი საიტის რომელიმე გვერდი SERP-ში გამოჩნდეს უფრო მაღალ პოზიციებზე ვიდრე საიტის მთავარი გვერდი.
Deep Linking მოგცემთ საშუალებას გაზარდოთ საძიებო სისტემებიდან გადმოსული ტრეფიკი, რადგან საძიებო სისტემების შედეგებში ამ მეთოდის გამოყენებით თქვენი საიტის უფრო მეტი გვერდი გამოჩნდება და მომხმარებელი გადმოვა თქვენი საიტის სხვადასხვა გვერდებსა და პოსტებზე.
Deep Linking ასევე მნიშვნელოვანია სხვადასხვა მიზეზების გამო, მათ შორის: თქვენს საიტზე არსებული Inbound Link-ების მრავალფეროვნება განსაზღვრავს თქვენი დომენის ავტორიტეტს, და შესაბამისად საძიებო სისტემების ალგორითმებისთვის საიტის მნიშვნელობას. დამატებითი Inbound Link-ები უფრო ღირებულია თქვენი მკითხველისთვის, როდესაც მითითებულ ლინკს მომხმარებელი გადაჰყავს გვერდზე, რომელიც უკავშირდება მათ საძიებო სიტყვას.
deep-link1
DMOZ – Directory Mozila
მისი ორიგინალური სახელია ODP – Open Directory Project. ეს არის ღია კონტენტის დირექტორია (open content directory), რომელიც მოიცავს ინტერნეტ სივრცეში არსებული სხვადასხვა საიტების ლინკებს. დირექტორია დაყოფილია სხვადასხვა კატეგორიებად, ერთი კონტენტის მქონე საიტის ლინკები განთავსებულია ერთ კატეგორიაში. დირექტორიაში არსებული საიტები მოწმდება ყოველდღიურად რედაქტორების მიერ. რედაქტორები იღებენ გადაწყვეტილებას დაამატონ თუ არა ესა თუ ის საიტი დირექტორიაში. ეს დირექტორია საძიებო სისტემებს, მაგალითად, როგორიცაა Google, აწვდის ინფორმაციას თავის კატეგორიებში არსებული საიტების შესახებ.
თუ თქვენ საიტი ჩამატებული გაქვთ DMOZ დირექტორიაში, ეს განაპირობებს თქვენი საიტის მაღალ რანკს Google-ში, რადგან თვითონ Google იყენებს Dmoz-ის შედეგებს თავის საკუთარ დირექტორიაში(Google Directory).
სხვა დირექტორიებთან შედარებით DMOZ დირექტორიას გააჩნია უპირატესობები, ის ხასიათდება უფრო მეტი შესაბამისობით, არ ანიჭებს საიტს რენკს და არ უკეთებს მას ოპტიმიზაციას, ეს არის უბრალოდ მონაცემების მიმწოდებელი სერვისი. რაც შეეხება უარყოფით მახასიათებლებს, შესაძლებელია თქვენი საიტი არ იქნას დამატებული დირექტორიაში რედაქტორების მიერ. თქვენი საიტის განხილვას დამატდეს თუ არა დირექტორიაში სჭირდება გარკვეული დრო.
DMOZ დირექტორიაში დამატებულ საიტს ან გვერდს ავტომატურად ემატება 2 მნიშვნელოვანი Back Link, ერთი თვითონ DMOZ და ერთი Google directory-დან. ასევე ემატება Back Link-ები სხვადასხვა ათასობით პატარა საიტების დირექტორიებიდან, რომლებსაც გადმოწერილი აქვთ და ხმარობენ DMOZ დირექტორიის საიტების მონაცემებს და ამატებენ თავისთან.
რა არის საჭირო DMOZ დირექტორიაში საიტის დასამატებლად?
საიტი უნდა შეიცავდეს უნიკალურ კონტენტს და არ უნდა იყოს რომელიმე საიტის დუბლიკატი. საიტი უნდა იყოს ყველა error-სგან, როგორიცაა მაგალითად, 502 error, თავისუფალი. საიტის დიზაინი უნდა იყოს ადვილად მოსახმარი, დიზაინი უნდა იყოს უნიკალური, საიტზე არ უნდა იყოს მართლწერის, ორთოგრაფიული შეცდომები. თქვენ უნდა ჩაამატოთ თქვენი საიტი შესაბამის კატეგორიაში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი საიტის დირექტორიაში დამატება არ განიხილება. ამასთანავე საიტზე არსებული ბევრი Affiliate Link შეიძლება გახდეს საიტის დირექტორიაში არ დამატების მიზეზი.
თქვენ არ მოგივათ შეტყობინება, თუ საიტი არ დამატდა დირექტორიაში. ასევე ხშირ შემთხვევაში არ გატყობინებენ, თუ თქვენი საიტი დაამატეს DMOZ კატეგორიაში.
ბმული: http://Dmoz.org
dmoz_odp

E

Email Marketing
ბიზნესის ან ბრენდის პრომოუშენი, რეკლამირება email-ში არსებული კონტაქტების გამოყენებით. მარკეტინგის ამ სახეობის გამოსაყენებლად საჭიროა, შექმნათ Mail List, სადაც თქვენ შეაგროვებთ ყველა თქვენი პოტენციური კლიენტის email მისამართს. ამ სიაში არსებულ კონტაქტებთან თქვენ ამყარებთ კომუნიკაციას, და ამ გზით თქვენს ქმნით ბიზნესს თუ ბრენდს უფრო მეტად “სანდოს” და “რეპუტაციის მქონეს” მომხმარებლის თვალში, ან უბრალოდ თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ Email Marketing თქვენი პროდუქციის რეკლამირებისათვის. სანამ თქვენ დაიწყებდეთ მომხარებლისთვის თქვენი სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნას, გაითვალისწინეთ, რომ უმჯობესია გქონდეთ მათგან ნებართვა. წინააღმდეგ შემთხვევაში მომხმარებელი თქვენს შეტყობინებას აღიქვამს, როგორც სპამს. იმ მომხმარებლების სიას, რომელთაგანაც შეტყობინების გასაგზავნად გაქვთ ნებართვა, ეწოდება Op-In Mail List. თქვენ უნდა მიაწოდოთ თქვენს სიაში არსებულ კონტაქტებს მათთვის საინტერესო ინფორმაცია თქვენი ბიზნესის თუ პროდუქციის შესახებ გარკვეული დროის ინტერვლით. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი შეტყობინება არ უნდა იყოს მხოლოდ სარეკლამო სახის მქონე, ეს ინფორმაცია უნდა იყოს მომხმარებლისთვის საჭირო, საინტერესო, შემეცნებითი.
თუ თქვენ ფლობთ საიტს, თქვენ შეგიძლიათ მომხმარებლებს მისცეთ საშუალება სურვილისამებრ გამოიწერონ თქვენი საიტის სიახლეები (Newsletter), რაც მათ მიუვათ email-ის სახით. იმისათვის, რომ თქვენს მიერ გაგზავნილი ასეთი სახის შეტყობინება სპამად არ ჩაითვალოს, შეტყობინების ბოლოში აუცილებლად უნდა იყოს განთავსბეული ბმული, საიდანაც მომხმარებელს შეუძლია შეწყვიტოს (Unsubscribe) თქვენი საიტიდან სიახლეების მიღება. Email Marketing-ის დასაწყებად თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ფასიანი სერვისები,მაგალითად:

Homepage


http://getresponse.com

root


რომლებიც მოგყიდიან თქვენთვის სასურველი ნიშის ეგრეთ წოდებულ Subscireber-ებს, ვისაც თქვენ შემდგომში გაუგზავნით შეტყობინებებს.Email-Marketing-img

Entry Pages
განსაზღვრავს რიცხვს, თუ რამდენჯერ შემოვიდა მომხმარებელი პირველად მოცემულ გვერდზე. ძირითადად ყველაზე მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება საიტის Home Page-ზე.
EntryPages
Ethical SEO
იგივეა რაც White Hat SEO, საძიებო სისტემებში საიტის ოპტიმიზაციის მეთოდი, რომელიც ითვალისიწნებს ყველა საძიებო სისტემის წესებს.
white-hat
External links
ლინკი, რომელიც უჩვენებს მიმართულებას კონკრეტული საიტისკენ. ეს არის სხვა საიტიდან თქვენი საიტისკენ მომავალი ლინკი, ანუ თქვენი საიტის Backlink. External Link ეხმარება საძიებო სისტემებს შეიქმნან უკეთესი წარმოდგენა თქვენი საიტის შესახებ. თქვენი საიტის External Links იგივეა რაც თქვენი საიტის Backlinks.
externa-links-e1319522561992
E-whoring
ინტერნეტში ფულის შოვნის Black Hat მეთოდი, რომელიც შეგვიძლია ავხსნათ, როგორც ინტერნეტში გოგოს პოზირება, რაშიც იგლისხმება მაგალითად ინტერნეტში ჩეთის საშუალებით ვინმეს გაცნობა. ამისათვის თქვენ გჭირდებათ შექმნათ პროფილი მიმზიდველი გოგოს სურათებით. თქვენ შეგიძიათ გაიცნოთ პიროვნება და სთხოვოთ მას რომელიმე კონკრეტულ საიტზე რეგისტრაციის ფორმის შევსება, რის სანაცლოდაც თქვენ მიიღებთ შემოსავალს(CPA). ინტერნეტით ფულის შოვნის ეს მეთოდი ზოგი CPA Program-ისთვის ლეგალურია, მაგრამ ზოგისთვის არალეგალური. და ამის გამო თქვენ შეიძლება დაკარგოთ თქვენი ექაუნთი.
e-whoring

F

Filter Words
სიტყვების ფილტრი, გამოიყენება ბევრ სერვისში, Keyword Reserch პროგრამებში და საძიებო სისტემებში. მაგალითად საძიებო სისტემები Keyword-ებს is, am, were, was, the, for, do, ETC. მიიჩნევენ შეუსაბამოდ დაინდექსების მიზნისთვის.
stop-words
Footprint
ნაკვალევი, ანაბეჭდი, რომელსაც საიტის ოპტიმიზატორი ტოვებს საიტზე. ეს ნაკვალევი შესაძლებელია გამოყენებული იქნას მის „სათვალთვალოდ“ სხვადასხვა საიტებზე. Footprint-ის გამოყენება შესაძლებელია კონკრეტული საიტის ოპტიმიზატორის სხვა საიტების აღმოსაჩენად.
როგორ იქმნება ნაკვალევი?
თუ თქვენ სხდასხვა საიტზე იყენებთ ერთიდაიგივე თემას, თქვენი ყველა საიტის Footer-ში სვამთ ერთიდაიგივე ლინკს, იყენებთ ერთიდაიგივე Anchor text-ს სხვადასხვა საიტებზე, თქვენი ყველა საიტი განთავსებულია ერთდაიგივე სერვერზე, ყველა საიტს აქვს ღია WHOIS(Open WHOIS). ამ შემთხვევაში მარტივია ინტერნეტში თქვენი ნაკვალევის მიგნება.
იმისათვის რომ აღმოაჩინოთ კონკურენტის კვალი ინტერნეტ სივრცეში, იმისათვის რომ მოიპოვოთ თქვენს კონკურენტზე ინფორმაცია, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ WHOIS უფასო სერვისი.
ამის გარდა თქვენ შესაძლებლობა გაქვთ მიაგნოთ თქვენი კონკურენტის კვალს AdSense Pub ID-ის საშუალებით. ყველას, ვინც Adsense პროგრამაში ჩაერთვება ენიჭება თავისი საკუთარი, უნიკაულური Adsense ID, რომელსაც შეიცავს საიტზე განთავსებული Adsense კოდი. იმისათვის რომ გაიგოთ რომელიმე საიტზე განთავსებული adsense კოდი, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ Blekko.com, სადაც ჩაწერთ საიტს, რომელიც თქვენ გაინტერესებთ და მოგეცემათ ინფორმაცია საიტზე განთავსებულ Adsense ID-ის და იმ საიტების შესახებ, რომელზეც განთავსებულია ეს Adsense ID. ასევე გაეცნობით იმ საიტების სიას, რომელიც დაჰოსტილია იგივე ჰოსტინგზე.

G

Gadget
იგივე რაც Widget, Gimzo, პატარა აპლიკაცია, რომელიც გამოიყენება საიტებზე, რათა უზრუნველყოს გარკვეული ფუნქციები, როგორიცაა გვერდზე შემომსვლელი მომხმარებლის რაოდენობის დათვლა (Hit Counter) ან მომხმარებლის IP მისამართის ჩვენება და ა.შ.
Global Market Finder
Google-ის სერვისი, რომელიც ძირითადად ეხმარება AdWords-ის მომხმარებლებს აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები საზღვარგარეთ. Global Market Finder ცდილობს მარკეტოლოგებისა და რეკლამის განმთავსებლებისათვის ამოიცნოს საუკეთესო საერთაშორისო ბაზარი მათი პროდუქციისათვის. ეს სერვისი გამოიყენებს Google-ის მიერ შემუშავებულ ალგორითმს, რომლის საშუალებითაც მოხმარებელს მიაწვდის სასურველ ინფორმაციას. Global Market Finder-ის გამოყენება ძალიან მარტივია, თქვენ უბრალოდ გჭირდებათ შეიყვანოთ ერთი ან ორი Keyword და დანარჩენ სამუშაოას Google თვითონ შეასრულებს. Google თარგმნის თქვენს მიერ ჩაწერილ Keyword-ებს სხვადასხვა ენაზე და შემდეგ მონაცემთა ბაზაში ნახულობს თუ რომელი ქვეყნებიდან ხორციელდება ძიება ამ Keyword-ზე. ამასთანავე ეს სერვისი გთავაზობთ ინფორმაციას Cost Per Click-ზე და კონკურენციაზე თითოეულ ბაზარზე. ამ სერვისის გამოყენებით თქვენ შეგიძიათ უპასუხოთ შემდეგ კითხვებს: რამდენად კონკურენულია მოცემული ბაზარი? შეადაროთ პროდუქტზე მოთხოვნა სხვადასხვა ბაზრებს შორის. რა თანხა დაჯდება ახალ ბაზარზე პროდუქტის რეკლამირება და ა.შ.
Global Market Finder-ის სუსტი მხარე კი მდგომარეობს იმაში, რომ თქვენ ვერასდროს იქნებით 100% დარწმუნებული, რომ მან ზუსტად თარგმნა თქვენს მიერ მიწოდებული Keyword ყველა ენაზე. და Global Market Finder-ს არ შეუძლია მოგაწოდოთ ინფორმაცია პატარა ბაზრებიდან ძებნის დაბალი რაოდენობის გამო.

ბმული: Global Market Finder
Global-Market-Finder

Guest Posting
სტატიების დაწერა და განთავსება არა საკუთარ არამედ სხვის ბლოგებზე.
თუ თქვენ სხვა ბლოგერებთან დაამყარებთ სტრატეგიულ ურთიერთობას, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ განათავსოთ თქვენს მიერ შექმნილი კონტენტი მათ ბლოგებზე ან პირიქით მიიღოთ მაღალი ხარისხის კონტენტი თქვენს ბლოგზე განსათავსებლად.
Guest Posting არის ხარისხიანი ლინკების მოპოვების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება.
Guest Posting-ს სარგებლობა მოაქვს ორივე მხარისთვის, ბლოგის მფლობელი მიიღებს ხარისხიან კონტენს, ხოლო თქვენ იღებთ თქვენი ბლოგისკენ მიმავალ ლინკს, Backlink-ს. ასევე დაგეხმარებათ დაამყაროთ და გაუიმჯობესოთ ბლოგერებთან ურთიერთობა, რის შედეგადაც თქვენ უფრო მეტი ლინკის მოპოვებას შეძლებთ.
იმისათვის რომ შეიმუშავოთ Guest Posting-ის ეფექტური სტრატეგია, თქვენ გჭირდებათ განსაზღვროთ თქვენი მიზნები, რის მიღწევასაც ცდილობთ, განსაზღვროთ მიზეზი ყოველი პოსტისა, რომელსაც თქვენ განათავსებთ სხვა ბლოგზე და ბოლოს გაზომოთ და შეაჯამოთ შედეგ, თუ რა მიიღეთ ჩატარებული Guest Posting-ის კამპანიისგან. პირველ რიგში თქვენ უნდა განსაზღვროთ თქვენი მიზნობრივი აუდიტორია და შესაბამისად შეარჩიოთ ბლოგები, სადაც განათავსებთ თქვენს კონტენტს. მას შემდეგ, რაც აირჩევთ სხვადასხვა ბლოგებს, თქვენ უნდა შეისწავლოთ ყოველი მათგანი, ბლოგის ავტორიტეტი, PageRank და მოიძიოთ ბლოგის ავტორის საკონტაქტო ინფორმაცია. თქვენ უნდა დაუკავშირდეთ ბლოგის ავტორს და სთხოვოთ განათავსოს თქვენი კონტენტი საკუთარ ბლოგზე. თქვენს მიერ განთავსებულ სტატიას დაეწერება ამ სტატიის ავტორის ვინაობა და დაიდება თქვენი ბლოგისკენ მომავალი ლინკი(სავარაუდოდ). Guest Posting-ის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მოიპოვოთ ავტორიტეტი, შემოიყვანოთ ტრეფიკი თქვენს საიტზე, მოიზიდოთ ახალი Subscriber-ები და მიიღოთ დიდი მარკეტინგული ბენეფიტი.
Guest-Post
Google Webmaster Tools
Google-ის სერვისი, რომელიც ვებმასტერებს საშუალებას აძლევს შეამოწმონ საიტის Index სტატუსი და ოპტიმიზება გაუკეთონ საიტის ხილვადობას საძიებო სისტემაში. ვებმასტერებს შეუძლიათ დააკონტროლონ და ანალიზი გაუკეთონ საიტის მდგომარეობას და შეეცადონ აღმოფხვრან პრობლემები, რაც საძიებო სისტემას აქვს მათი საიტის მიმართ. Google Webmaster Tools დაგეხმარებათ, დარწმუნდეთ, რომ Google-ს შეუძლია დააინდექსოს თქვენი საიტის ყველა გვერდი, გაზარდოთ საიტის ტრეფიკი, შექმნათ Google-friendly საიტი, და ასევე შესაძლებლობა გაქვთ ამოაგდოთ თქვენი საიტის ზოგიერთი გვერდი საძიებო სისტემის შედეგებიდან. Google თქვენგან მოითხოვს ატვირთოთ XML Sitemap, რომელიც დაეხმარება Google-ის ბოტს დააინდექსოს თქვენს საიტზე არსებული კონტენტი. Webmaster Tools ასევე მოგაწვდით ინფორმაციას, იმის შესახებ თუ რას ეძებენ მომხმარებლები (Search Query), და ამ მოცემული Search Query-დან რომელ ადგილზე და რამდენჯერ გამოჩნდა თქვენი საიტი საძიებო სისტემის შედეგებში. აქვე შეგიძლიათ ნახოთ, თუ რომელ Keyword-ებზეა დაინდექსებული თქვენი საიტი. Google Webmaster Tools მოგაწვდით ინფორმაციას თქვენი საიტის Internal და External Linking-ის შესახებ.
ოფიციალური ბლოგი: Google Webmaster Central
დახმარების ცენტრი: Webmaster Tools Help
google-webmaster-tool
Google Keyword Research Tool
Google Adwords-ის მიერ მოწოდებული სერვისი, რომელიც ვარაუდობს კონკრეტულ Keyword-ზე არსებულ Competition-ს(კონკურენციას), გაწვდით მონაცემებს თუ რამდენი მომხმარებელი ეძებს ამათუიმ Keyword-ს თვეში. გთავაზობთ სხვა მსგავსს Keyword-ებს და იმ საძიებო სიტყვებს, რომლებიც Google-ის აზრით შეესაბამება თქვენ მოძებნილ სიტყვას. თქვენი საიტისთვის შესაბამისი Keyword-ების ასარჩევად თქვენ რაიმე კონკრეტული საძებო სიტყვის ნაცვლად უნდა ჩაწეროთ თქვენი საიტის URL, Link. Google Adwards სისტემა დაასკანირებს საიტს და მოგაწვდით შესაბამის ინფორმაციას. შედეგად, თქვენ საშუალება გეძლევთ შექმნათ თქვენი საიტისთვის შესაბამისი Keyword-ების სია, განიხილოთ კონკრეტულ საძიებო სიტყვაზე არსებული სავარაუდო ტრეფიკი და დაამატოთ Keyword-ები თქვენი რეკლამის ჯგუფში. Google Keywords Tool-ის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ დაგეგმოთ თქვენი PPC სარეკლამო კამპანია.
გარდა ამისა, თქვენ შესაძლებლობა გაქვთ აირჩიოთ თქვენი მიზნობრივი ენა და ადგილმდებაორება. მაგალითად, თუ თქვენ გაინტერესებთ მოცემულ საძიებო სიტყვას რამდენი აქვს ძებნა ესპანეთიდან და რამხელაა ამ საძიებო სიტყვაზე დარეკლამების კონკურენცია, თქვენ შეგიძლიათ Keyword Tool-დან აირჩიოთ ენა – ესპანური, და ადგილმდებაორება – ესპანეთი. Keyword Tool ასევე გვაჩვენებს Approximate CPC-ს, ანუ რა დაგვიჯდება დაახლოებით დარეკლამება იმ Keyword-ზე რომელსაც ვეძებდით. შემდგომ უკვე შეგვიძია გავაკეთოთ Conversion Optimization და გამოვთვალოთ ყველაზე მიზაღები CPC.
ბმული: Google Keyword Tool
დახმარებიც ცენტრი: AdWords Help
keyword-tool
Google’s Webmaster Guidelines
Google-ის მიერ შედგენილი წესები, რაც უნდა გაითვალისწინონ ვებ გვერდის შემქმნელებმა. Webmaster Guideline-ში შეგიძლიათ ნახოთ ყველაფერი, თუ რა მოსწონს და რა არ მოსწონს Google-ს. თუ თქვენ სურვილი გაქვთ, რომ თქვენმა საიტმა დაიკავოს მაღალი პოზიციები Google-ის საძიებო სისტემაში და შესაბამისად სხვა დანარჩენ საძიებო სისტემებში, მაშინ თქვენ უნდა დაექვემდებაროთ ამ წესებს და მოთხოვნებს. ამ წესების გამოყენება დაგეხმრებათ, რომ თქვენმა საიტმა მოიპოვოს მაღალი Rank, ადვილად დაინდექსდეს Google-ის მიერ და ადვილად იპოვოს ის მომხმარებელმა. თუ თქვენ არ გაითვალისიწინებთ Webmaster Guideline-ში არსებულ ყველა წესს, Google-ისგან მკაცრად რეკომენდირებულია, რომ მიიღოთ მხედველობაში Quality Guidelines პუნქტი მაინც. სადაც აღწერილია ყველა ის უკანონო მეთოდი, რომლის გამოყენებამაც შესაძლოა გამოიწვიოს საიტის Google-ის ინდექსიდან ამოგდება(Google Ban). Quality Guidelines-ის გარდა Webmaster Guideline მოიცავს პუნქტებს, როგორიცაა Design and Content Guidelines, სადაც ჩამოყალიბებულია ყველა ის მოთხოვნა, რომლელიც უნდა გაითვალიწინოთ საიტის დიზაინისა და კონტენტის განთავსების დროს, და Technical Guidelines, სადაც ნახავთ ინფორმაციას თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს საიტი, იმისათვის, რომ Google-მა აღიქვას ის, როგორც ტექნიკურად გამართული, ყველაფერი ეს კი საჭიროა იმისათვის, რომ საიტი იყოს ბოტების მიერ ადვილად ხელმისაწვდომი.
ბმული: Google’s Webmaster Guideline
Google-Guidelines
Google AdWords Placement Tool
Google AdWords-ის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი სარეკლამო კამპანიის სწორად და ეფექტურად წარმართვაში. ამ ინსტრუმენტის გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ, აირჩიოთ თქვენი მიზნობრივი საიტები, სადაც განთავსდება თქვენი რეკლამა. თქვენ შეგიძლიათ მოძებნოთ სარეკლამო ბაზა თქვენი Keyword-ის ან რომელიმე კონკრეტული საიტის მეშვეობით, რის შემდეგაც Google-ის ბოტი გადაამოწმებს ინფორმაციას თავის მონაცემთა ბაზაში და გაჩვენებთ თქვენთვის შესაბამის საიტებს, სადაც შეგეძლებათ რეკლამის განთავსება. ამ ინსტრუმენტის გამოყენების დროს ეცადეთ გამოიყენოთ მაქსიმალურად Short Tail Keyword-ები. რამდენიმე სიტყვიანი Keyword-ის გამოყენება აბნევს Google-ს და შესაძლოა მოგაწოდოთ არეული შედეგები.
ბმული: Google AdWords Placement Tool
Google-AdWords-Placement-Tool
Google Bot
Google-ის საძიებო სისტემის Crawler, Spider ან Robot. რომელიც „დადის“ ინტერნეტში, აგროვებს მონაცემებს, მიჰყვება ლინკებს, ქმნის ახალი და განახლებული საიტების ეგზემპლარებს, კოპიებს და ინახავს URL-ებს საძიებო სისტემის ინდექსში, მონაცემთა ბაზაში(Cache-ში).
Fetch-As-GoogleBot
Google Dance
“Google Dance” ეს არის არაოფიციალური ტერმინი. ამ ალგორითმის მიხედვით, საიტის პოზიცია თამაშობს და იცვლება ინტენსიურად. Google-მა შეიძლება შეცვალოს საიტის Rank და საიტის პოზიცია SERP-ში დღის განმავლობაში რამდენჯერმე.
google-dance
Google Sandbox
1. ხშირ შემთხვევაში, პერიოდი სანამ ახალი საიტი მოიპოვებს ნდობას Google-ის თვალში. ამ პერიოდის განმავლობაში Google არ აინდექსებს ან ძალიან ცუდ პოზიციაზე აინდექსებს ახალ საიტს თავის საძიებო სისტემის შედეგებში, მიუხედავად იმისა რომ საიტზე განთავსებულია უნიკალური კონტენტი და საიტი დაწერილია ბოტებისგან ხელმისაწვდომი სუფთა კოდით. ასეთი Google Sandbox ძირითადად ეხება დიდი ძებნის და მაღალი CPC-იან საძიებო ქივორდებზე ოპტიმიზებულ საიტებს.
2. Google Sandbox-ში მოხვედრის მიზეზი შეიძლება გახდეს საიტის გადამეტებული პრომოუშენი და ბევრი BachLink-ების მოპოვება დროის მცირე მონაკვეთში. ასევე კონტენტის არარეგულარული ან ინტენსიური დამატება.
P.S. Google Sandbox არაოფიციალური ტერმინია.
sendbox
Google Bowling
Black Hat SEO მეთოდი, რომელიც გამოიყენება კონკურენტის მოსაშორებლად საძიებო სისტემის შედეგებიდან. ძირითადად, ამ მეთოდის შესრულება ხდება კონკურენტის საიტის ან გვერდის ლინკის სხვა ისეთ საიტებთან და ლინკებთან დაკავშირებით, რომელსაც აქვს დაბალი ხარისხი და დაბალი PR, რის შედეგადაც ხდება კონკურენტის საიტისთვის Google-ის მიერ ბანის დადება და საძიებო სისტემის შედეგებიდან ამოგდება. ამ მეთოდით უფრო ადვილია ახალი საიტების მოშორება, ვიდრე საიტების, რომელიც უკვე დიდი ხანია ფუნქციონირებს.
Google_Bowling
Google Plus
Google-ის სოციალური ქსელი, რომელმაც ფუნქციონირება დაიწყო 2011 წლის 28 ივნისს. Google Plus-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია, რომ მომხმარებელს შეუძია ფოკუსირება მოახდინოს მისთვის სასურველ მიზნობრივ სოციალურ ჯგუფებზე, რომელსაც Google უწოდებს Circle-ს. Circle არის ადამიანების მცირე ჯგუფები, მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ სხვადასხვა Circles-ში ჩასვათ ოჯახის წევრები, მეგობრები და თანამშრომლები და გაუზიაროთ მათ სხვადასხვა და განსხვავებული პოსტები. თქვენს Circle-ში პროფილების დახარისხება და თვითონ ამ Circle-ის სახელწოდება ცნობილია მხოლოდ თქვენთვის.
Google-მა შექმნა მულტიმედიის, მაგალითად ფოტოების ადვილი სამართავი სისტემა, თქვენ ადვილად შეგიძლიათ მოახდინოთ მათი რედაქტირება და გაუზიაროთ ის თქვენთვის სასურველ Circle-ს.
ასევე მნიშვნელოვანია, “Hangouts”, Google-ის ახალი ჯგუფური ჩატი, სადაც თქვენ მარტივად შეგიძლიათ მოიწვიოთ თქვენი მეგობრები და მათთან ერთად აღმოჩნდებით ვიდეო ჩატში.
Google Plus მცირე დროში გახდა ინტერნეტ მარკეტინგში და ბლოგოსფეროში ჩაბმული ადამიანებისთვის უკვე საკმაოდ მნიშვნელოვანი ელემენტი.
Google-ის მიერ წარმოდგენილი +1 ღილაკი, სავარაუდოდ გავლენას ახდენს საიტის რენკზე, და მის პოზიციებზე Google-ის საძიებო შედეგებში. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ +1 ღილაკის ეფექტი აისახება თქვენი საიტის პოზიციებზე, მხოლოდ თქვენი Google Plus-ის Circle-ში არსებული მომხმარებლისთვის და მათთვის, ვისაც თქვენ ჰყავხართ ჩასმული საკუთარი Circle-ში(პირადი გამოცდილება).
თუ თქვენ საიტზე ან ბლოგზე განათავსებთ +1 ღილაკს, თქვენ მომხმარებელს მისცემთ საშუალებას რეკომენდაცია გაუწიონ თქვენს საიტს, რაც დადებითად აისახება თქვენი საიტის ადგილმდებარებაზე Serp-ში და რენკზე. როდესაც მომხმარებელი საიტს ან პოსტს დაა+1 -ებს, ეს ნიშნავს, რომ ის ატყობინებს თავის Circle-ში მყოფ მომხმარებლებს, რომ ეს არის საინტერესო და რეკომენდირებული ინფორმაცია. შემდგომში, როდესაც ამ პიროვნების Circle-ში მყოფ მომხმარებლები მოძებნიან ამ პოსტთან ან საიტთან დაკავშირებულ ინფორმაციას, ნახავენ, რომ ამ საიტს ან არტიკლს მნიჭებული აქვს +1. ასევე +1-ები აისახება Google Webmaster Tools-ში. ამ მეთოდით Google ცდილობს, რომ საძიებო სისტემის შედეგები უფრო მეტად სოციალური და მომხმარებელზე დამოკიდებული გახადოს. ადამიანები ერთვენიან საიტების შეფასებაში, და შედეგად უფრო ნაკლები შანსია, რომელიმე საიტმა დაიკავოს მაღალი პოზციები ხელოვნური, ნაყიდი Backlink-ებით და Black Hat SEO მეთოდებით.
მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ Google Authorship Markup, რაც გულისხმობს ბლოგის ან კონკრეტული სტატიის მიბმას თქვენს Google Plus-ის პროფილზე, რაც საძიებო სისტემაზე მოახდენს გავლენას, ასევე მომხმარებელს მისცემს საშუალებას შეამოწმოს ავტორის ვინაობა. გუგლის პროფილის მიბმის შემდეგ შენ პროფილის +1–ებში გამოჩნდება ,,და+1 -ბული” გვერდის ლინკი, რაც თავისმხრივ არის Backlink. ამასთანავე რაც მეტად ავტორიტეტული G+ პროფილი გაქვს, მით ძლიერ სიგნალს აძლევ გუგლს რომ გვერდი მაღალ პოზიციაზე დააყენოს.
Gray Hat SEO
საიტის საძიებო სისტემაში ოპტიმიზაციის მეთოდი, რომლის დროსაც გამოყენებულია, როგორც Black Hat SEO ასევე White Hat SEO მეთოდები. საიტის ოპტიმიზაციის ეს გზა არის სარისკო ვიდრე White Hat SEO და შესაძლოა გამოიწვიოს საიტისთვის ბანის დადება. Gray Hat SEO მეთოდი ზოგ შემთხვევაში ლეგალურია, ზოგ შემთხვევაში არა. Gray Hat SEO-ს მაგალითია Doorway Pages.
gray_hat_seo
Gizmo
იგივე Gadget, Widget. პატარა აპლიკაცია, რომელიც გამოიყენება საიტებზე, რათა უზრუნველყოს გარკვეული ფუნქციები, როგორიცაა გვერდზე შემომსვლელი მომხმარებლის რაოდენობის დათვლა (Hit Counter) ან მომხმარებლის IP მისამართის ჩვენება და ა.შ.
Gravity
Gravity – ქულა, რომელსაც ClickBank ანიჭებს ყველა Affiliate პროდუქტს მათი საიდუმლო ფორმულის მიხედვით. Gravity მეტყველებს კონკრეტული პროდუქტის გაყიდვების რაოდენობაზე და რამდენად ახლახანს მოხდა ამ პროდუქტის გაყიდვა.
Gravity-ის მაღალი მაჩვენებელი ნიშნავს, რომ ბევრი იყიდება და Affiliated იღებს ბევრ საკომისიო შემოსავალს ამ პროდუქტის გაყიდვის შემთხვევაში. დაბალი Gravity კი ნიშნავს, რომ ამ პროდუქტს სულაც არ აქვს გაყიდვების მაღალი მაჩვენებელი. მაშასადამე Gravity არის მნიშვნელოვანი პროდუქტის წარმატებულობის გასაზომად.
თქვენ არ უნდა აირჩიოთ პროდუქტი, რომელსაც აქვს მაღალი Gravity, რადგან ეს ასევე იმის ნიშანია, რომ ამ პროდუქტის არჩევის შემთხვევაში თქვენ გეყოლებათ კონკურენტების დიდი რაოდენობა. თქვენთვის ძნელი იქნება დაიწყოთ ამ პროდუქტის გაყიდვა ასეთ მაღალ კონკურენციაში. უკეთესია, თუ თქვენ აარჩევთ პროდუქტს, რომელსაც Gravity აქვს დაახლოებით 75-დან 150-მდე. ამ შემთხვევაში თქვენ დარწმუნებული იქნებით, რომ ამ პროდუქტს აქვს გაყიდვების კარგი მაჩვენებელი და ასევე არ გეყოლებათ კონკურენტების ისეთი დიდი რაოდენობა, როგორც მაღალი Gravity-ის მქონე პროდუქტზე. სანამ აირჩევდეთ რომელიმე პროდუქტს, უკეთესია გაითვალისწინოთ Gravity მაჩვენებელი, რადგან ეს იქნება თქვენი წარმატების ერთ-ერთი საწინდარი.
gravity-e1319919797938
GYM
ასე მოიხსენიება 3 დიდი საძიებო სისტემა. Google , Yahoo, Microsoft.
google-yahoo-microsoft-5565
Gateway page
იგივეა, რაც Doorway Page.(გამიზნულად კონკრეტულ სიტყვებზე ოპტიმიზებული გვერდი, საიტი)
Doorway-Page-Maker
Geo-Targeting
კომპანიების თუ ბიზნესის წარმომადგენლების მიერ საძიებო სისტემების ფოკუსირება კონკრეტულ შტატებზე, ქვეყნებსა და ქალაქებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის. Geographical Targeting-ის ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია საიტზე შესაბამისი ქვეყნების თუ ქალაქების ჩამატება, როგორც Keyword. მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი მდგომარეობს საიტის მიერ ლოკალურ საძიებო სისტემებში არსებობის გაზრდაში. თუ კომპანიას გამიზნული აქვს თავისი პროდუქციის საქართველოში გაყიდვა, მაშინ ის თავის საიტს ოპტიმიზაციას გაუკეთებს ისე, რომ მისი საიტი პირველ პოზიციებზე გამოჩნდეს საქართველოდან განხორციელებულ ძებნაზე.
Geographic target-ისთვის შევდივართ Google Webmasters Tools-ში Site configuration > Settings და შემდეგ ვაყენებთ Geographic target-ს როგორც გვესიამოვნება.
geo-target-e1319921920975

I

Inbound link (IBL)
იგივეა, Inlink და Incoming Link რაც არის მორიგი ტერმინი, Backlink-თვის. სხვა საიტზე თუ გვერდზე განთავსებული ნებისმიერი ლინკი, რომელიც უჩვენებს მიმართულებას თქვენი საიტისკენ. Inbound link-ებს საძიებო სისტემები იყენებენ საიტის ნდობისა და PageRank-ის განსასაზღვრად.
hierarchy-link-triangle
Inktomi Corporation
კალიფორნიული კომპანია, რომელიც დაფუძნდა 1996 წელს. თავდაპირველად Inktomi უზრუნველყოფდა ინტერნეტ მომხმარებლებს პროგრამებით, მაგრამ შემდგომში ის გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საძიებო სისტემა, ის უზრუნველყოფდა სხვადასხვა საიტების ინფორმაცის საკუთარ ბაზაში შენახვას, საიტების სხვადასხვა კატალოგებად დაყოფას. 2003 წელს კი Inktomi შეისყიდა Yahoo!-მ და ეხლა წარმოადგენს საძიებო სისტემის მონაცემთა ბაზის ცენტრს.
Index
საიტებისა და ამ საიტებზე განთავსებული კონტენტის მონაცემთა ბაზა, რომელსაც იყენებენ საძიებო სისტემები.
index
Indexing
საიტის დამატება საძიებო სისტემაში.
indexing
Indexed Pages
საიტზე არსებული გვერდები, რომლებიც დამატებულ იქნა საძიებო სისტემაში. იმისთვის რომ გავიგოთ ჩვენი დაინდექსებული გვერდები საძიებო სისტემაში, საჭიროა Search-ში მოვძებნოთ მაგ. site:gulivera.net
Capture
Internal Link Hub
თქვენი საიტის ძალიან მნიშვნელოვანი გვერდი, რომელსაც აქვს ძლიერი inbound links სხვა საიტებიდან და თქვნი საიტის სხვა გვერდებიდან. შესაბამისად Internal Link Hub-ს აქვს დიდი გავლენა თქვენი საიტზე ავტორიტეტის განაწილებაზე.
internal-link-hub-e1320000164566
Internet Traffic
საიტზე ინტერნეტიდან შემომსვლელები(Traffic).
Treffic-ის მიღება შესაძლებელია მოხდეს შემდეგი რესურსებით:
1. Search Engines (Organic SEO)
2. Social bookmarking
3. Social Networks
4. Blog Ranking Directories
5. Blog Traffic With Comments
6. Newsletter and RSS feeds
7. Article directories
8. Video Marketing
9. Image Marketing (With Watermark)
10. Forum Traffic
11. Traffic With Social Answer Sites
12. E-Mail Marketing Traffic
13. Search Engine CPC traffic
14. Social Networks CPC traffic
15. Banner Advertising
და ა.შ.
internet-traffic
IM (Internet Marketing)
ინტერნეტ მარკეტინგის ძირითადი პრინციპია ინტერნეტის გამოყენება სხვადასხვა ბიზნესის, კომპანიის თუ პროდუქტის რეკლამირებისათვის, კლიენტებთან ურთიერთობის დასამყარებლად და სერვისისა თუ პროდუქტის გასაყიდად. სტრატეგია და ტექნიკები, რომელსაც გამოიყენებენ ინტერნეტ მარკეტინგში, უზრუნველყოფს ორგანიზაციებს მიაღწიონ ინტერნეტში საკუთარი მიზნები. ინტერნეტ მარკეტოლოგები სხვადასხვა მარკეტინგული მეთოდების გამოყენებით ცდილობენ, გაზარდონ საიტზე შემომსვლელი ვიზიტორების რაოდენობა და შედეგად გააუმჯობესონ Conversion Rate-ის მაჩვენებელი.
ინტერნეტ მარკეტინგი გულისხმობს ბრენდის პრომოუშენს სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით, როგორიცაა:
1.Search Engine Optimization
2.Banner advertising
3.pay-per-click advertising
4.social media marketing
5.Affiliate Marketing
6.Email Marketing
და ა.შ.
internet-marketing
Internal Link Building
SEO პროცესის ერთ-ერთი ძირითადი და მნიშვნელოვანი ნაწილი. პირველ რიგში კარგად განვითარებულინ Internal Link-ები ეხმარება თქვენი საიტის ვიზიტორებს, მათ უადვილდებათ გადავიდნენ თქვენს საიტზე არსებულ სხვა ლინკებზე, რომლებიც უკავშირდება მათთვის საინტერესო თემას. მომხმარებლისთვის ძვირფასი ინფორმაციის მიწოდებით, თქვენ აუმჯობესებთ თქვენი საიტის რეპუტაციას. გარდა ამისა, Internal Link-ებს აქვს საგრძნობი ეფექტი Serp-ზე. პირველ რიგში ეს არის შესანიშნავი მეთოდი გადაამისამართოთ საიტზე შემომავალი ლინკები ერთი გვერდიდან მეორეზე. თქვენი საიტის გვერდებს, რომლებსაც აქვს ბევრი მაღალი ხარისხის შემომავალი ლინკი, აქვს უკეთსი რანკი სხვა გვერდებთან შედარებით. Internal Link-ების მეშვეობთ თქვენ შეგიძიათ დააკავშიროთ დაბალი რენკის მქონე გვერდები მაღალი რენკის მქონე გვერდებთან და შედეგად გაზარდოთ დაბალი რენკი, დააბალანსოთ გვერდების წონა. გარდა ამისა, Internal Link-ების გამოყენებით თქვენ შექმნით კარგი ნავიგაციის მქონე საიტებს. გაითვალისწინეთ, რომ საიტის ნავიგაცია გათვლილი უნდა იყოს, როგორც საძიებო სისტემებისთვის ასევე მომხმარებლისთვის.
Internal Link Building დაგეხმარებათ მოიპოვოთ საძიებო სისტემებში მაღალი PageRank და ასევე საიტი გახდეს მომხმარებლისთვის უფრო მიმზიდველი.
url
Internal Link
ლინკები, რომლებსაც თქვენ საიტზე შემოსული მომხმარებელი გადაჰყავს თქვენს საიტზე არსებული გვერდიდან სხვა თქვენს საიტზევე არსებულ გვერდზე. Internal Link-ები გამოიყენება საიტის ნავიგაციისათვის და მომხმარებლისთვის დამატებითი ინფორმაციის მისაწოდებლად. მნიშვნელოვანია, თქვენი საიტის ყველაზე მნიშვნელოვანი გვერდები დაკავშირებული იყოს საიტის მთავარ გვერდთან, ისე რომ ბოტისთვის ადვილი იყოს მათი ნახვა. მართალია, Internal Link-ები პირდაპირ კავშირში არ არის საიტის რენკთან, მაგრამ Internal Link-ები გავლენას ახდენს Bounce Rate-ის საშუალო დროის მაჩვენებელზე, რასაც მომხმარებელი გაატარებს საიტზე და სხვა საიტის შიდა ფაქტორებზე, რაც შესაბამისად გავლენას ახდებს საიტის რენკზე. Internal Link-ები უზრუნველყობს საიტის საძიებო სისტემებში ოპტიმიზაციას, რაგან ის საშუალებას გვაძევს გამოვიყენოთ Anchor Text, რომელიც თავის მხრივ ზრდის გვერდის შესაბამისობას რომელიმე Keyword-თან.
analyze-links-e1320001111849
In-Page Analytics
აანალიზებს საიტზე მომხმარებლის ყველა მოქმედებას, იწერს მაუსის ყოველ კლიკს. In Page Analytics გვატყობინებს საიტზე მომხმარებლის ჩართულობას, თუ რა კონტენტზე გაამახვილეს მათ მეტი ყურადღება, რამდენი დრო გაატარა მომხმარებელმა გვერდის გარკვეულ ნაწილზე. ვიზუალურად გვაჩვენებს მომხმარებლის მოქმდებას საიტზე, თუ რა გააკეთეს მათ, და გვიქმნის წარმოდგენას თუ რატომ დატოვა მომხმარებელმა საიტი. In Page Analytics-ის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ პასუხი გასცეთ ისეთ შეკითხვებს, როგორიცაა: რამდენად ადვილი გამოსაყენებელი იყო საიტი მომხმარებლისთვის, იპოვა თუ არა საიტზე შემოსულმა მომხმარებელმა მისთვის საინტერესო ინფორმაცია, იყო თუ არა ნავიგაციასთან დაკავშირებული პრობლემები, შესაძლებელი იყო თუ არა შემოსული ტრეფიკის Conversion-ად გარდაქმნა და ა.შ.
In-Page Analytics-ის სანახავად შევდივართ Google Analytics-ში, Content > In-Page Analytics
in-ppage
IP Address (Internet Protocol Address)
ციფრებისგან შემდგარი ნებისმიერი სერვერის თუ ინტერნეტ მომხმარებლის მისამართი. ყველა კომპიუტერს, რომელიც დაკავშირებულია ინტერნეტთან აქვს საკუთარი IP address. IP მისამართში არსებული ციფრები გამოხატავს დომენს, ქსელს (Network), ქვე ქსელს (Sub Network) და კომპიუტერის ჰოსტს.
IPADRESS
Impression
ტერმინი გამოხატავს მოხმარებლის მიერ საიტზე განთავსებული რეკლამის ნახვას, ან რაოდენობას რამდენჯერაც ეს რეკლამა გამოჩნდა საიტზე ან საძიებო სისტემაში. ეს ტერმინი ასევე შეესაბამება რიცხვს, რამდენჯერაც იქნა საიტი ნახული მომხმარებლის მიერ, ამ შემთხვევაში კი Impression იგივეა, რაც Page Views ან Hits.
imprassion

K

Keyword, Keyphrases
სიტყვები, ფრაზები რომლებიც გამოყენებულია თქვენი გვერდის მთავარი თემის გამოსახატად. ეს ტერმინი ასევე შეესაბამება სიტყვებს, ფრაზებს, რომელსაც მომხმარებელი იყენებს საძიებო სისტემაში ინფორმაციის მოსაძებნად. SEO არის პროცესი, რომელიც ითვალისიწნებს საიტებისა თუ გვერდების ოპტიმიზაციას კონკრეტულ Keyword-ბზე, ისე რომ საიტებმა მოიპოვონ მაღალი Рank და დაიკავონ პირველი პოზიციები საძიებო სისტემების შედეგებში. ასევე Keyword-ებზე ხორციელდება სარეკლამო კამპანია Google Adwords-ში.
keyword
Keyword Density
მოცემულული Keyword-ის პროცენტული მაჩვენებელი, მაგალითად, 100 სიტყვაში Keyword-ის ერთხელ გამოყენება ნიშნავს, რომ ამ ტექსტში Keyword Density არის 1 %. თუ ეს სიდიდე არის არაბუნებრივად მაღალი, მაშინ საიტი შეიძლება დაიბლოკოს საძიებო სისტემების მხრიდან.
Keyword-Density
Keyword Stuffing
თქვენი საიტის კონტენტში ან Meta Tag-ებში ერთიდაიგივე Keyword-ების დიდი რაოდენობით დამატება. ამ გზით საიტის მფლობელი ცდილობს გაზარდოს Keyword-ის წონა საძიებო სისტემებისთვის. Keyword Stuffing ითვლება, როგორც Black Hat SEO ტაქტიკა. საძიებო სისტემები ამ გზით დამატებულ Keyword-ებს აღიქვამენ, როგორც სპამს და შედეგად შესაძლოა საიტმა დაკარგოს PageRank.Keyword-Stuffing
Keyword Phrase
საძიებო ან დასარეკლამებელი ფრაზა.
Keyword-Phrase
Keyword Cannibalization
ერთიდაიგივე Keyword-ების ჭარბი გამოყენება საიტის სხვადასხვა გვერდზე. ეს პრაქტიკა უძნელებს მომხმარებელსა და საძიებო სისტემებს დაადგინონ, თუ რომელი გვერდია უფრო შესაბამისი მოცემული, კონკრეტული Keyword-თვის.
Keyword-Cannibalization
Keyword Research
იპოვო „სიცოცხლისუნარიანი“, მაღალი ძებნის/საშუალო კონკურენციისა ან საშუალო ძებნის/დაბალი კონკურენციის მქონე Keyword-ები. ეს Keyword-ები უნდა იყოს თქვენი საიტისთვის შესაფერისი.
1
2
3
4
Keyword Spam
იგივე Keyword Stuffing, შეუსაბამოდ მაღალი Keyword Density.
keyword-spam
Keywords Meta Tag
HTML meta tag, სადაც ჩამოთვლილია ყველა მთავარი Keyword და Keyphrases, რომელსაც საიტი შეიცავს. ზოგიერთი საძიებო სისტემა იყენებს Keyword Meta Tag-ს, იმისათვის რომ დაეხმაროს საიტს Rank-ის მინიჭებაში. Keyword Meta Tag-ის კოდი ასე გამოიყურება:
keywords-meta-tag
Keyword Plural
Keyword მრავლობით ფორმაში.

L

Landing page
გვერდი, რომელზეც შედის მომხმარებელი, როდესაც ისინი გადადიან საძიებო სისტემიდან ან რომელიმე საიტზე განთავსებული ლინკიდან ან რეკლამიდან. Landing Page-ზე განთავსებულია საიტის ვიზიტორებისთვის ძირითადი ინფორმაცია და მათთვის განკუთვნილი სხვადასხვა შეთავაზება. ელექტრონული კომერციის კამპანიებს ხშირ შემთხვევაში აქვთ Landing Page ყოველი რეკლამისა და პროდუქტისთვის.
Landing_Page
Link Bait
საიტი, რომლის დიზაინი მიმართულია შემომავალი ლინკების (Inbound Links) მოსაზიდად, ხშირ შემთხვევაში სოციალური მედიიდან.
link-baiting
Link Building
საძიებო სისტემების ოპტიმიზაციაში ეს ტერმინი გამოხატავს საიტისთვის ხარისხიანი BackLink-ების რაოდენობის გაზრდას. საძიებო სისტემა გადახედავს ამ მონაცემებს და შეაფასებს ნდობის, ავტორიტეტის, შესაბამისობის მიხედვით Backlink-ს. Link Building დაგეხმარებათ საიტის PageRank-ისა და საიტზე შემომსველილი ვიზიტორების რიცხვის გაზრდაში.
link-bulding
Link Popularity
საძიებო სისტემების თვალში თქვენი საიტის პოპულარობა, რაც დამოკიდებულია იმ ლინკების რაოდენობასა და ხარისხზე, რომლებიც დაკავშირებულები არიან თქვენს საიტთან. რაც მაღალია Link Popularity, მით უკეთესია თქვენი საიტის Rank.
link-popularity
Link Decay
პროცესი, როდესაც დროთა განმავლობაში ლინკი კარგავს თავის ღირებულებას.
Link-decay
Linkerati
ინტერნეტ აქტიური მომხმარებლები, რომლებიც არიან Linkbait-ის ყველაზე კარგი სამიზნეები. Linkerati მოიცავს – მათ, ვინც პოსტავს სხვადასხვა ფორუმებზე, ბლოგერებს და სხვა კონტენტის შემქმნელებს – რომლებიც ძირითადად ქმნიან შემომავალ ლინკებს ან ლინკებს, რომელიც მოიპოვებს მაღალ ტრეფიკს.
linkerati
Link Farm
Black Hat SEO მეთოდი, როდესაც საიტების ჯგუფი უკავშირდებიან ერთმანეთს Link Popularity-სა და საძიებო სისტემებში მაღალი Rank-ის მოსაპოვებლად. როდესაც საძებო სისტემა აღმოაჩენს Link Farm-ს, საიტები ხვდება შავ სიაში ან ვარდება საძიებო სისტემის შედეგებიდან. როგორც წესი Link Farm-ის შემადგენელი საიტები არ შეიცავს უნიკალურ და გამოსადეგ კონტენტს.
link-farm-e1320179231188
Link juice
ეს არის სახელი PageRank-თვის, რომელიც გადაეცემა ერთი საიტიდან მეორეს ტექსტური ლინკის საშუალებით. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საიტს, რომელსაც აქვს ძლიერი შემავალი ლინკები (Inbound links), აქვს Link juice.link-juice
Link Condom
მეთოდები, რომლებიც გამოიყენება Link love-ის ერთი საიტიდან მეორეზე გადატანის თავიდან ასარიდებლად, ან იმისათვის რომ თავიდან იქნას აცილებული შესაძლო საზიანო შედეგები, რომელიც გამოწვეული იქნება „ცუდ“ საიტთან კავშირის შემთხვევაში.
(rel=”nofollow”) ატრიბუტის გამოყენება HTML ელემენტში, საშუალებას აძლევს ვებმასტერებს განსაზღვრონ, რომ მოცემულ ლინკს ისინი არ ანიჭებენ ნდობას. ლინკს, რომელსაც მინიჭებული აქვს Link Condom, არ ექნება არანაირი სარგებელი რენკის მხრივ. Link Condom იცავს საიტს Link Juice-სგან. Link Condom ასევე იცავს საიტს Bad Neighborhood-სგან. საძიებო სისტემების მიერ ზოგიერთი საიტი მიჩნეულია, როგორც სპამი და ასეთ საიტთან თქვენი საიტის კავშირი შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს თქვენი საიტისთვის. თუ თქვენ ასეთ საიტებს მიანიჭებთ Link Condom-ს, თქვენ დაიცავთ თქვენს საიტს უარყოფითი გავლენისგან.
NoFollow და NoIndex ატრიბუტები არის Link Condom-ის მაგალითები.
link-condom
Link love
გამავალი Dofollow ლინკი, რომელიც არის სანდო, ნდობის მატარებელი და თავისუფალია ნებისმიერი Link Condom-სგან.
link-love
Link Exchange
ორმხრივი ლინკინგის სქემა. როდესაც A და B საიტები დებენ ერთმანეთის ლინკებს. Link Exchange-ის ხშირ შემთხვევაში SEO-სთვის ვერ ღებულობ ვერანაირ შედეგს.
link-exchange
Link Partner
Link Exchange და Reciprocal Linking-ის მეშვეობით წარმოშობილი პარტნიორი. საძიებო სისტემები, როგორც წესი არ მიიჩნევენ ასეთ(ორმხრივი ბუნების) ლინკებს, როგორც მაღალი ღირებულების მატარებლებს .
link_partner
Link Spam
არასასურველი ლინკები, რომელიც დაპოსტილია მომხმარებლების ან Program-ების მიერ კომენტართან ერთად.
link-spam
Link Text
იგივე Anchor text. საძიებო სისტემები იყენებენ Anchor Text-ს იმისათვის რომ განსაზღვრონ მოცემული საიტის და Keyword-ის შესაბამისობა და დაუკავშირონ Landing Page-ზე არსებულ კონტენტს. იდეალურ შემთხვევაში ყველა ეს სამი კომპონენტი უნდა იზიარებდეს ერთ საერთო საძიებო სიტყვას, Keyword-ს.
link-text
LinkedIn
ბიზნესზე ორიენტირებული სოციალური ქსელი, რომეცის დაარსდა 2002 წლის დეკემბერში და ფუნქციონირება დაიწყო 2003 წელს. ეს არის პროფესიული სოციალური მედია აპლიკაცია, რომელიც საშუალებას გააძლევთ დაუკავშირდეთ კოლეგებს, ბიზნესესა და მათ წარმომადგენლებს ან პიროვნებებს, რომლებიც მუშაობენ თქვენს ინდუსტრიაში. მომხმარებელს საშუალება აქვს შექმნას პროფესიული პროფილი, სადაც იქნება დეტალური ინფორმაცია მათი პროფესიონალიზმის შესახებ, სამუშაო გამოცდილება, მათი უნარები. LinkedIn-ის საშუელებით თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ თქვენთვის სასურველი სამსახური.
LinkedIn-ის გამოყენებით შეგიძლიათ დაამყაროთ მჭიდრო კონტაქტი თქვენს მომხმარებელთან, მომწოდებლებთან ან ბიზნესს პარტნიორებთან.
გარდა ამისა Google-ში ადვილად ირენკება თქვენი სახელი LinkedIn-დან. პიროვნებ, რომელიც დაინტერესებულია თქვენით და მოძებნის თქვენს სახელსა და გვარს ადვილად შეუძლია ნახოს თქვენი LinkedIn-ის პროფილი. ასევე თქვენ შეგიძლიათ გააუმჯობესოთ თქვენი მთავარი Keyword-ის რენკი LinkedIn-ის საშუალებით.
linkedin
Long Tail
ძირითადი საძიებო ფრაზებისგან განსხვავებით უფრო გრძელი Keyword. ეს Keyword-ები კარგ შემთხვევაში არის ძალიან სპეციფიური და საიტზე გადმოჰყავს მომხმარებელთა მცირე რაოდენობა, მაგრამ ეს ტრეფიკი არის მიზნობრივი. მაგალითად, ძებნა “widgets” შეიძლება იყოს ძალიან ფართო, ვრცელი, მაგრამ “red widgets with reverse threads” არის უფრო მიზნობრივი Long Tail Keyword.
ong_tail
Low-frequency Queries
საძიებო სიტყვა, რომელსაც მომხმარებლები იშვიათად ეძებენ, შედგება რამდენიმე სიტყვისგან და ასეთი საძიებო ფრაზები არის უფრო ზუსტი და სპეციფიური. Low-frequency Queries რაოდენობა, რომელიც შეეფერება საიტს ან მის შემადგენელ გვერდებს ინტერნეტ სივრცეში ცოტაა. სტატისტიკური მონაცამების მიხედვით ისეთი Low-frequency Queries, რომელიც შედგება ერთი ან ორი სიტყვისგან მცირეა, ვიდრე Low-frequency Queries რიცხვი, რომელიც შეიცავს ოთხ ან მეტ სიტყვას.
1

M

Microsoft Adsenter
Microsoft-ის საძიებო სისტემის სარეკლამო პროგრამა, სადაც საიტის მფლობელი იხდის ფულს, რათა მისი საიტი გამოჩნდეს MSN-ის, Bing-ის და Yahoo-ს საძიებო სისტემებში იმ საძიებო სიტყვებზე და ფრაზებზე, რომლესაც აირჩევს რეკლამის განმთავსებელი. მუშაობს Google Adwards-ის პრინციპით. Microsoft adCenter-ი რეკლამები ჩანს ტექსტის სახით საძიებო სისტემების შედეგებში. Microsoft adCenter (ადრინდელი MSN Ads Center ) არის MSN-ის ნაწილი და პასუხისმგებელია MSN-ის სარეკლამო სერვისზე. Microsoft adCenter უზრუნველყოფს Pay Per Click რეკლამებს. Microsoft adCenter შედგება სხვადასხვა ვებ სერვისებისგან, როგორიცაა კამპანიის მართვის სერვისი, რომელიც გამოიყენება ინტერნეტში სარეკლამო კამპანიის სამართავად, კლიენტების მართვის სერვისი, რომლის საშუალებითაც მართავთ კლიენტის ექაუნთებს და ა.შ.
ბმული: Microsoft Advertising
ბლოგი: Microsoft Advertising Blog
დახმარების ცენტრი: Microsoft Advertising Support CenterMicrosoft-Adcenter
Microsoft Advertising Intelligence
Keyword Research ოპტიმიზაციის სერვისი, Google Keyword Research Tools-ის მსგავსი, რომელიც მოქმედებს Microsoft Office Excel 2007 და 2010-ში. ის გვთავაზობს Keyword გაფართოებას, კვლევას, ფასების შესახებ მონაცემებს, რაც საშუალებას გვაძლევს რეკლამირების საშუალებით გავზარდოთ ROI(Return On Investment). Microsoft Advertising Intelligence საშუელაბას გვაძლევს შევარჩიოთ ჩვენთვის სასურველი Keyword-ები და შევქმნათ ამ Keyword-ებზე დამყარებული სტრატეგია, რომელიც დაფუძნებული იქნება Bing-ის და MSN-ის სტატისტიკურ მონაცემებზე, თუ რომელი Keyword-ებია ყველაზე მეტად მოძებნადი მომხმარებლის მიერ. გავაანალიზოთ მომხმარებლის მიერ გამოყენებული საძიებო სიტყვები და შედეგად ოპტიმიზაცია გავუკეთოთ ამ საძიებო სიტყვებზე დაფუძნებულ სარეკლამო კამპანიას. Microsoft Advertising Intelligence გვაწვდის ინფორმაციას impression-ზე, Click-through Rate-ზე და Cost Per Click-ის მონაცემებზე.
ბმული: Microsoft Advertising Intelligence
Microsoft-Advertising-Intelligence
Microsoft pubCenter
Microsoft-ის პროგრამა, რომელიც Google Adsense-ის ექვივალენტია. ის საიტის მფლობელებს სთავაზობს ჩაერთვნენ Microsoft-ის Network-ში და განათავსონ ტექსტური სახის რეკლამები საკუთარ საიტზე. ასეთი რეკლამებიდან მიღებული შემოსავლის გაყოფა საიტის მფლობელსა და Microsoft-ს შორის, თამაშობს გადამწყვეტ როლს, რადგან Microsoft ცდილობს მიიზიდოს უფრო მეტი ახალი საიტის მფლობელი და გადმორთოს ისინი Google Adsense-დან საკუთარ Microsoft pubCenter-ში.
microsoft_pubcenter
MSNbot
Microsoft-ის ბოტი, რომელიც ინტერნეტ სივრცეში აგროვებს ინფორმაციას საიტებისა და მათზე განთავსებული კონტენტის შესახებ.
msnbot1
Multi Posting
ერთიდაიგივე შეტყობინებების და პოსტების დატოვება ერთიდაიგივე ფორუმებზე, სოციალურ მედიის სხვადასხვა ჯგუფებში, Newsgroup-ებში, სადაც მომხმარებელი ერთვება დისკუსიაში და განიხილავენ სხვადასხვა თემებს.multiposting
Multilingual SEO
Multilingual SEO – დაგეხმარებათ გაზარდოთ თქვენი საიტის ხელმისაწვდომობა სხვადადხვა ენოვანი მომხმარებლისთვის. Multilingual SEO-ს გამოყენებით კომპანიებს საშუალება აქვთ საკუთარი ბიზნესი გაზრდონ და რამოდენიმე ენის აუდიტორიას მოაწოდონ პრდოქტზე ინფრომაცია.
Multilingual-SEO
Market Samurai
პროგრამა, რომელიც გამოიყენება Keyword Research-თვის, დაგეხმარებათ აღმოაჩინოთ მომგებიანი ნიშა. ამ პროგრამის საშუალებით თქვენ იპოვით Keyword-ებს, შეძლებთ გაუკეთოთ მათ ანალიზი და ასევე მოახდინოთ თქვენი საიტის პრომოუშენი. თქვენ შესაძლებლობა გაქვთ აარჩიოთ თქვენთვის სასურველი და თქვენი ნიშისთვის შესაფერისი Keyword-ები. პროგრამა გაწვდით თქვენი Keyword-ის დაახლოებით 200 სინონიმს და ამავ დროულად აანალიზებს მათ. ამ ანალიზის შედეგები შეიცავს 3 მნიშვნელოვან რიგს:
• Searches – თუ რამდენი აქვს მოცემულ Keyword-ს დღიური ძებნა.
• SEO Competition – Google-ის ინდექსში მოცემულ Keyword-ზე არსებული გვერდები.
• AdWords CPC – Google AdWords-ის CPC(Cost Per Click) მოცემული Keyword-თვის.
უხეშად რომ ითქვას, კარგ Keyword-ს უნდა ჰქონდეს:
• მაღალი ტრეფიკი
• დაბალი კონკურენცია
• უნდა იყოს მომგებიანი
არჩეული Keyword-ების შედეგად თქვენი სატის Monetization შესაძლებელია მოახდინოთ ორი გზით:
1.Affiliate Promotions – ამ შემთხვევაში პროგრამა ეძებს ძირითად affiliate პროგრამების მონაცემთა ბაზებს, მაგალითად Amazon, ClickBank, Commission Junction, PayDotCom.com …. რათა იპოვოს პროდუქტი ან სერვისი, რომელიც დაკავშირებულია თქვენს Keyword-თან.
2.Dynamic Ads – სადაც თქვენ შეგიძლიათ ჩაერთვათ თქვენი Keyword-ის შესაბამის დინამიურ სარეკლამო კამპანიებში, როგორიცაა Google, ClickBank, eBay and Amazon.
Find Content – პროგრამა ასევე საშუალებას გაძლევთ მოძებნოთ თქვენს Keyword-ებთან დაკავშირებული კონტენტი. Market Samurai ეძებს ასეთ კონტენტს სხვადასხვა პოპულარულ Article დირექტორიებში, ბლოგებზე, სურათებისა და ვიდეო არქივებში და საინფორმაციო საიტებზე.
Promotion გეხმარებათ იპოვოთ Backlink-ები. Promotion Module განიხილავს საიტებზე განთავსებულ კონტენტს, რომელიც შეესაბამება თქვენს Keyword-ებს. პროგრამა პოულობს Article Directory-იებს, სადაც თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ კომენტარები თქვენი საიტის ლინკთან ერთად. ასეთ პროგრამა პოულობს სასურველ ნიშაში გვერდებს Web 2.0 საიტებზე, ბლოგებზე, ფორუმებზე. შედეგებში საიტებთან ერთად პროგრამა გაწვდით ინფორმაციას ამ საიტების PageRank-ის შესახებ და ასევე გატყობინებთ კონკრეტულ საიტებს აქვთ გამავალი ლინკიების DoFollow თუ NoFollow ატრიბუტი.
ბმული: Market Samurai
Market-Samurai
Magic Article Submitter
Article Submission პროგრამა, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი სტატიების დამატებისთვის, ჩაბარებისთვის ასობით სხვადასხვა დირექტორიაში. იდეალურ შემთხვევაში პირველ რიგში უნდა გქონდეთ დასპინული სტატიები (სტატიების დასასპინად გამოგადგებათ Magic Article Rewriter პროგრამა). მას შემდეგ, რაც თქვენ უკვე მზად გაქვთ სტატიები ჩაბარებისთვის, პროგრამა დაამატებს ამ სტატიებს დაახლოებით 700 article directory-ში დაახლოებით 5 წთ-ში. პროგრამას აქვს 1200 article directory-სგან შემდგარი ბაზა. პროგრამა ავტომატურად დაგარეგისტრირებთ ამ დირექტორიებში და ამასთანავე დაადასტურებს Confirmation Email-ებს. თქვენ უბრალოდ დაგჭირდებათ წინასწარ შეიყვანოთ მცირე მონაცემები, რასაც პროგრამა გამოიყენებს პროფილების შესაქმნელად.
ბმული: Magic Article Submitter
Magic-Article-Submitter
Meta Tags
HTML, რომელიც გამოყენებულია კოდის წყაროში, რათა უზრუნველყოს კონტენტი და საიტის ინფორმაცია საძიებო სისტემების ბოტებისთვის. META information შეიძლება ჩანდეს საძიებო სისტემის შედეგებში, მაგრამ ეს არ ჩანს თვითონ საიტზე. ძალიან მნიშვნელოვანია უნიკალური და აკურატული META title-ისა და description tag-ების ქონა, რადგან ეს შეიძლება იყოს ის ინფორმაცია, რომელსაც ეყრდნობიან საძიებო სისტემები იმისათვის, რომ განსაზღვრონ თუ რის შესახებაა საიტი ან გვერდი. აგრეთვე ეს არის პირველი შთაბეჭდილება, რაც ექმნება მომხმარებელს საიტის შესახებ საძიებო სისტემების შედეგებიდან.
meta-tags
Mirror
დუბლირებული საიტის იდენტური მნიშვნელობა. Mirror-ის შესაქმნელად საჭიროა უბრალოდ დაკოპირდეს არსებული საიტის HTML ან მთლიანი საიტი. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი საიტები შეიძლება ჩაითვალოს, როგორც პლაგიარიზმი, ხშირ შემთხვევაში ეს ასე არ არის. Mirror sites-ების უმეტესობა ეკუთვნის იგივე პიროვნებებს, რომელთა ფლობელობაშიცაა ორიგინალი საიტები. Mirror-ის არსებობას აქვს რამდენიმე მიზეზი, მაგალითად, საიტის ტრეფიკის რაოდენობის გაზრდა, საიტის ვიზიტორების უზრუნველყოფა სწრაფი გადმოწერის სიჩქარით ან საძიებო სისტემების დასპამვა. Mirrors-ების გამოყენება შესაძლებელია ეთიკური ან არაეთიკური მიზნებისთვის.
Mirror
Mirror Site
თქვენი საიტის იდენტური საიტი, რომელიც განთავსებულია სხვა მისამართზე.
Mirror-site-e1320276684869
MFA – Made For Adsense
საიტები, რომლებიც შექმნილია Adsense რეკლამისათვის და შეიცავს AdSense Keywords. ეს არის საიტები, რომლებიც სპეციალურად შექმნილია, იმისათვის რომ მოიპოვოს ტრეფიკი, რომელიც სავარაუდოდ გადავა საიტზე განთავსებულ რეკლამაზე. ეს საიტები მიზნად ისახავს განთავსებული რეკლამების მეშვეობით შემოსავლის მიღებას.
Made-For-Adsense
Monetize
ნიშნავს რაიმეს ფულად გარდაქმნას. ინტერნეტ ტერმინოლოგიაში Monetize ნიშნავს იპოვო სხვადასხვა გზა, საშუალება, რათა გამოიმუშავო შემოსავალი საიტზე განთავსებული ინფორმაციისა თუ ნივთების საშუალებით. საიტები ფულად გარდაიქმნებიან ძირითადად სარეკლამო ადგილების, პროდუქტების თუ სერვისების გაყიდვით. SEO საიტების Monetizing-თვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა თქვენს პოტენციურ კლიენტს გაუადვილდეს საიტის საძიებო სისტემაში პოვნა.
monetize
Much Content
საიტზე არსებული ტექსტი, კონტენტი შეიცავს იმაზე მეტ ინფორმაციას ვიდრე საძიებო სისტემებს შეუძლიათ შეაგროვონ ამ კონკრეტული საიტიდან. ამას აქვს დადებითი ეფექტი საძიებო სისტემების მიერ საიტის შემოწმების დროს.
much-content
MSN AdCenter
Pay-Per-Click რეკლამირების სისტემა MSN-ის საშუალებით. მუშაობს თითქმის ისევე როგორც Google Adwords. რეკლამის განმთავსებელი იხდის თანხას, როდესაც მომხმარებელი გადავა მის რეკლამაზე. Keyword Bid არის ბევრად იაფი ვიდრე Google Adwords-ის შემთხვევაში. Microsoft Adsenter-ში შეგვიძლია შევქმნათ MSN PPC სარეკლამო კამპანია.
MSN-AdCenter

N

Newsletter
ხშირ შემთხვევაში იგზავნება ელექტრონული ფოსტის საშუალებით და გამოიყენება ბიზნესის ან ასოციაციების მიერ, რათა მომხმარებელს, რომელიც დაინტერესებულია კონკრეტული თემით მიაწოდონ ამ საკითხთან დაკავშირებული ინფორმაცია. Newsletter-ებს მომხმარებელი, კლიენტი მიიღებს გარკვეული პერიოდის შუალედებით, კვირაში, თვეში ან კვარტალში ერთხელ. მათ ხშირ შემთხვევაში აქვთ პატარა ჟურნალის სახე, პატარა ინფორმაციული და პოპულარული სტატიებით, და ასევე მცირე ნაწილებით, რომელიც გამიზნულია მკითხველის გასართობად (to entertain). Newsletter-ები შესაძლოა გამოყენებულ იქნას ბიზნესის მიერ, რათა მათი მომხმარებლები და კლიენტები ინფორმირებულები იყვნენ ბიზნესის მიერ მიწოდებული ახალი პროდუქციისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ. დიდმა კომპანიებმა შეიძება გამოიყენონ Newsletter-ები, რათა შეატყობინონ კომპანიაში ან ბიზნესში არსებული სიახლეები მათ მომუშავე პერსონალს. ასოციაციები, როგორიცაა კლუბები, სკოლები, ეკლესიები, საქველმოქმედო ფონდები იყენებენ Newsletter-ებს, რათა მიაწოდონ სიახლეები თავის წევრებს.
გარდა ამ ყველაფრისა, Newsletter-ები ბიზნესსა და კომპანიებს ეხმარება შექმნას მომხმარებლის თვალში “ბრენდი”. Newsletter-ების მეშვეობით მომხმარებელი ინფორმირებული იქნება ყოველი სიახლის შესახებ, ასევე შესაძლებელია კომპანიებმა მიაწოდონ პროდუქტის ლინკი, სადაც მომხმარებელს ექნება საშუალება შეიძინოს პროდუქტი მოცემული ლინკიდან.
newsletter
Niche – ნიშა
გარკვეული ადამიანების ჯგუფის მოთხოვნა, ბიზნესის და ინდუსტრიის რაღაც სერვისზე თუ პროდუქტზე. რომელიც შეგვიძლია დავინახოთ Keyword-ების მეშვეობით. მაგალითად travel in denmark არის ზოგადად მოგზაურობის ნიშა და უფრო სიზუსტით დანიაში მოგზაურობის ნიშა. ასევე free flash game downloads არის პირველ რიგში Flash Game-ების ნიშა. რათქმაუნდა ეს Long Tail Keyword უფრო ავიწროებს ნიშის დიაპაზონს და გვანახებს უფრო კონკრეტულ მოთხოვნას.
Niche Market
Natural search results
საძიებო სისტემების შედეგები, რომელიც არ არის დასპონსორებული, და არ არის ფული გადახდილი, იმისათვის რომ წინა პოზიციაზე ამოვარდეს საძიებო სისტემების შედეგებში.
Natural-search-results
Nofollow
ეს არის Meta Tag, რომელიც ეუბნება საძიებო სისტემებს, რომ არ მიყვნენ, არ გადავიდნენ განთავსებულ ლინკებზე.
Nofollow და dofollow ორივე არის a href ატრიბუტის მნიშვნელობა html ენაში, რომლებიც საძიებო სისტემებს მიუთითებენ, მიიღონ თუ არა ამა თუ იმ საიტზე ვინმეს მიერ განთავსებული ლინკები/ბექლინკები მხედველობაში იმ საიტების რანჟირებისას(რანკის, ავტორიტეტის, რეიტინგის დაანგარიშებისას), რომლებზეც ამ ლინკებს/ბექლინკებს გადაყავთ ვიზიტორი.
იმისთვის რომ გავიგოთ საიტიდან გამავალი ლინკი რომელი ატრიბუტის(Nofollow თუ Dofollow) მატარებელია, უნდა ჩავიხედოთ საიტის, გვერდის Source Code-ში. ამისათვის საიტზე ვაჭერთ მაუსის მარჯვენა ღილაკს და შემდეგ Source.
1
შემდეგ Source Code-ში ვნახულობთ(ctrl+F) საიტის მისამართს, ლინკს, რომლის ატრიბუტიც გვაინტერესებს (Nofollow თუ Dofollow)
• თუ საიტის მისამართი კოდში იჯდება ასეთი სახით როგორც შემდეგ სურათზეა, მაშინ ლინკი არის Nofollow.

alt-tag-alt-text
თქვენ შეიძლება შეგხვდეთ rel=”external nofollow” რომელიც იგივეა რაც rel=”nofollow”.
• თუ ლინკს არ გააჩნია rel=”external nofollow”, rel=”nofollow” ატრიბუტი. ასეთი Link არის Dofollow, შემდეგ სურათში ნაჩვენებია Dofollow Link:
alt-tag-alt-text
P.S. target=”_blank” შეიძლება არ ჰქონდეს კოდს. target=”_blank” არის ბრძანება რომ ახალ ფანჯარაში გახსნას საიტი
nofollow

Noindex
ბრძანება, რომელიც მდებაორებს ლინკის კოდში, რომელიც საძიებო სისტემების ბოტებს აძლევს ინსტრუქციას, რომ არ დააინდექსონ გვერდი ან კონკრეტული ლინკი. ეს არის Link Condom-ის ფორმა.
noindex
Noindex
Non Reciprocal Link
თუ საიტი A უკავშირდება საიტ B-ს, მაგრამ საიტი B არ უკავშირდება საიტ A-ს, მაშინ ლინკი მიჩნეულია, როგორც არა ორმხრივი Non Reciprocal. საძიებო სისტემები აძლევენ უფრო მეტ ღირებულებას non reciprocal ლინკებს ვიდრე ორმხრივ, Reciprocal ლინკებს, რადგან ორმხრივი ურთიერთობა საიტებს შორის ადვილი შესაძლებელია, რომ იყოს ამ საიტებს შორის არსებული საიდუმლო შეთანხმების მიზეზი.
non-reciprocal-link
Negative keywords
მიესადაგება Pay Per Click და Pay For Performance სარეკლამო კამპანიას. ეს არის იმ Keyword-ების სია, რომელზე გაშვებული რეკლამები არ გსურთ განთავსდეს საიტზე. ნებისმერი Adwords კამპანია უნდა იყენებდეს Negative Keyword-ებს.
Negative-keywords

O

Outgoing Link
თქვენი საიტიდან ან გვერდიდან გამავალი ლინკი, რომელიც უკავშირდება სხვა საიტს ან საიტის რომელიმე გვერდს. თქვენი საიტის Outgoing Link არ განსაზღვრავს თქვენი საიტის PageRank-ს თუ საიტების თემატიკა ერთმანეთს ემთხვევა, Google ყურადღებას აქცევს Outgoing Link-ის ტექსტურ ნაწილს და გვერდის ოპტიმიზაციის გასაძლიერებლად Anchor Text-ში უნდა ჩასვათ თქვენი გვერდისთვის და ამ გამავალი ლინკისთვის შესაბამისი ტექსტი.
outgoing-link
Optimization
საიტის ან გვერდის გასწორება საძიებო სისტემებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს მაღალი Ranking-ის მოპოვებას.
Optimization
Off Site Optimization
შედგება ისეთი ფაქტორების ოპტიმიზებით, რომელიც არ არის დამოკიდებული თვითონ საიტზე და მის შემადგენელ გვერდებზე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია საძიებო სისტემებში მაღალი პოზიციების დასაკავებლად. Offsite Optimization-ის ძირითადი ფაქტორებია საიტისა თუ მისი შემადგენელი გვერდების Backlink-ები და თქვენი საიტის ავტორიტეტი. Offsite Optimization შეიძლება შევადაროთ Link Building-ს, ორივე მათგანს აქვს ერთ საერთო მიზანი, გაზარდოს საიტის Backlink-ებისა და inbound ლინკების რაოდენობა და ხარისხი. ეს ზრდის link popularity, რომელიც სანაცვლოდ აუმჯობესებს საძიებო სისტემაში საიტის ხილვადობასა და მის Rank-ს.
off-site-seo
On Site Optimization
საიტის შიდა ოპტიმისაზია. როდესაც საძიებო სისტემებისთვის ვქმნით მაქსიმალურად მისაღებ და ადვილად წასაკითხ საიტს. On-page SEO ითვალისწინებს Keyword-ების სტრატეგიის შემუშავებას, Tag-ების გასწორებას, Internal Link Building და ა.შ.
5220286767_b6b977a974
Outbound Link
Outbound Link არის გამავალი Link თქვენი საიტიდან. კავშირი თქვენი საიტიდან სხვა საიტზე. იგივეა რაც Outlink ან Outgoing Link.
Outbound-Link
Organic Search
ძიების შედეგები, რომელშიც არ არის თანხა გადახდილი. შედეგები, რომლებიც საძიებო სისტემა გვიჩენებს ბუნებრივად და დამოკიდებულია საძიებო სისტემაში ამ გვერდების დაინდექსებაზე და PageRank-ზე. ორგანული ძიების შედეგებიდან შეგვიძლია მივიღოთ ღირებული, ჩვენთვის საინტერესო ინფორმაცია.
organic-search
One-way link
ცალმხრივი ლინკი. ტერმინი, რომელიც შეესაბამება ლინკის გაცვლის გარეშე მიღებულ ლინკს. ეს არის Non-reciprocal link.
one-way-link
Off-page SEO
გამოიყენება საიტის Rank-ისა და ხილვადობის გასაუმჯობესებლად. ეს ითვალიწინებს, გარე ლინკების შექმნას, Link Baiting-ს, იყო აქტიური ონლაინ საზოგადოებებში და სხვა მრავალ ფაქტორს.
onpage-offpage-naples-seo
On-page SEO
საიტის შიდა ოპტიმიზაცია, როდესაც საძიებო სისტემებისთვის ვქმნით მაქსიმალურად მისაღებ და ადვილად წასაკითხ საიტს. On-page SEO ითვალისწინებს Keyword-ების სტრატეგიის შემუშავებას, Tag-ების გასწორებას, Internal Link Building და ა.შ.
onpage-Optimization
Outsourcing
მეთოდი, რომლის დროსაც ვებმასტერი ასე ვთქვათ “შავი სამუშაოს” შესასრულებლად ქირაობს გარეშე პირებს, რომლებიც ანაზღაურების სანაცვლოდ ვებმასტერისთვის წერენ სტატიებს, ამატებენ არტიკლ დირექტორიებში, ვებმასტერს აწვდიან სხვადასხვა SEO მომსახურებას და ა.შ.
outsoursing

P

PPD – Pay Per Download
Pay Per Download ძირითადად გამოიყენება თამაშების, მუსიკის, ვიდეობის გადმოწერის დროს, სადაც თითოეული კონტენტის გადმოსაწერად, საყიდლად მომხმარებელი იხდის თანხას. უხდის ფაილის განმთავსებელს შუამავალი კომპანიის მეშვეობით.
pay-per-download
PPPC – Pay Per Click
Google Adwords-ის, Microsoft-ის მსგავსი კომპანიების სარეკლამო სოსტემა, რომლის დროსაც, მაგალითად Google Adsense პროგრამაში ჩართულ საიტის მფლობელებს, რომელთაც საკუთარ საიტზე განთავსბეული აქვთ რეკლამა, უხდიან თანხას მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამ საიტზე შესული მომხმარებელი დააკლიკებს საიტზე არსებულ რეკლამაზე.
ppc
PPA – Pay Per Action
საკომისიო გადასახადი რაღაც კონკრეტულ მოქმედებაზე, რომელსაც უხდიან „ეფილეატორებს“ (affiliated) საიტზე ტრეფიკის შემოყვანისთვის, მათ მიერ რეგისტრაციის გავლისთვის, რაიმე ნივთის შეძენისთვის. წიგნების, პროგრამების, თამაშების, გადმოწერისთვის და ა.შ.
PPA
Pay For Performance (PFP)
ტერმინი, რომელსაც ხმარობენ Affiliate Program-ები რაც ნიშნავს, რომ ისინი პროგრამაში ჩართულ Affilited-ს უხდიან საკომისიო გადასახას მხოლოდ შესრულებულ მოქმედებაში, მაგალითად თუ ისინი გაყიდიან რაიმე პროგრამას.
Pay-for-performance არის სისტემა, სადაც საიტის მეპატრონე იხდის თანხას მხოლოდ მაშინ, თუ საიტზე შემოსული მომხმარებელი განახორციელებს მისთვის სასუველ მოქმედებას. მოქმედებაზე დაფუძნებული მარკეტინგული კამპანია იზომება იმ მოქმედებებიდან გამომდინარე, რომელსაც მომხმარებელი განახორციელებს საიტზე, მაგალითად რაიმე ნივთის ან პროგრამის შეძენა, სარეგისტრაციო ფორმის შევსება და ა.შ.
Phishing
მეთოდი, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ სცადოთ მოიპოვოთ ინტერნეტ მომხმარებლის პირადი ინფორმაცია, როგორიცაა Username, პაროლები, ასევე საბანკო ბარათის დეტალები. ამ ინფორმაციის მოსაპოვებლად მაგალითად იყენებენ მცდარ ვებსაიტებს, სადაც მომხმარებელს უწევს ინფორმაციის შევსება, და საიტის მფლობელი იღებს მომხმარებლის მიერ შეყვანილ პაროლს. Phishing-ის ამ სახეს უწოდებენ Password Phishing-ს.
boa2a
Proxy
მექანიზმი, რომელიც ჩაანაცვლებს თქვენი კომპიუტერის IP მისამართს საკუთარი IP მისამართით. პროგრამა, რომელიც მოქმედებს მომხმარებლისთვის. მომხმარებელი უკავშირდება Proxy-ის სერვერს და ითხოვს რაიმე სერვისს, მაგალითად რაიმე ფაილს, დაკავშირებას რომელიმე ვებ გვერდთან. Proxy-ის სერვერი შეაფასებს მოთხოვნას საკუთარი წესებიდან გამომდინარე და იღებს გადაწყვეტილებას, მომხმარებლის IP მისამართი ნება დართულია თუ არა, რომ გამოიყენოს Proxy. თუ მოთხოვნა ნება დართულია, მაშინ Proxy უზრუნველყოფს კავშირს მომხმარებლის მიერ მოთხოვნილ სერვერთან.
proxy
PLR (Private Label Rights)
ტექსტური დოკუმენტის, გრაფიკული სურათის პროგრამის და ა.შ. შემქმნელი ათავისუფლებს ნამუშევარს საავტორო უფლებებისგან, ნებას რთავს ნებისმიერ პიროვნებას შეიტანოს ცვლილებები მის ნამუშევარში და ამ პიროვნებამ მიაწეროს საკუთარი სახელი, როგორც ნამუშევრის ავტორმა. მაგალითად, თუ John Doe-მ დაწერა წიგნი Private Label Right-ით, თქვენ გაქვთ უფლება შეცვალოთ წიგნშ არსებული კონტენტი და გაყიდოთ წიგნი თქვენი სახელით.
PLR სტატიებს, ელექტრონულ წიგნებს აქვთ შესამჩნევი ღირებულება ინტერნეტ მარკეტოლოგებისთვის, რადგან ეს არის პრობლემის გადაჭრის ადვილი გზა, მათ ადვილად შეუძიათ აიღონ საინტერესო კონტენტი თავისი საიტისთვის, ჩაამატონ სტატიები დირექტორიებში. მათ არ უხდებათ კონტენტის დაწერა ან ვინმეს დაქირავება ამის დასაწერად. ამ მეთოდის გამოყენების უარყოფითი მხარე კი მდგომარეობს იმაში, რომ PLR მასალაზე ხელი მიუწვდება ნებისმიერ მსურველს და სიფრთხილეა საჭირო, რათა თავიდან იქნას აცილებული დუბლირებული კონტენტი.
ინტერნეტ სივრცეში მატულობს ისეთი საიტების რაოდენობა, რომელიც საკუთარ წევრებს სთავაზობს PLR სტატიებს, გრაფიკულ ნამუშევრებს, საიტის დიზაინებს და პროგრამებს. ასეთი საიტების უმრავლესობას აქვს დაწესებული გარკვეული შეზღუდვები, თითოეულ ნამუშევარი ხელმისაწვდომია მხოლოდ კონკრეტული რაოდენობა ადამინებისთის, რათა თავიდან აიცილონ ამ მასალის ზედმეტად ფართო დისტრიბუცია.PLR
PageRank (PR)
Google-ის ალგორითმი, რომელიც გამოიყენება საიტის მნიშვნელობის და წონის გასაზომად. მოიხსენიება ასევე როგორც Rank, Ranking. საიტზე არსებულ სხვდასხვა გვერდს ენიჭება განსხვავებული PageRank. თითოეულ გვერდს შეიძლება მიენიჭოს 0-10 PageRank.
pagerank
Proprietary Method
გაყიდვების ტერმინი, რომელიც ძირითადად გამოიყენება სეო სერვისის პროვაიდერების მიერ, იმისათვის რომ გამოხატონ, რომ მათ შეუძიათ შექმნან რაღაც უნიკალური რათა მიაღწიონ “Top Ten Rankings”.
Proprietary-method
PHP
პროგრამული ენა, რომელიც გამოიყენება საიტების დაპროგრამებაში.
php
Pop Up
რეკლამა, რომელიც ამოხტება თქვენს ეკრანზე რომელიმე საიტზე შესვლისას, რათა თქვენ დააკლიკოთ მას და გადახვიდეთ სხვა საიტზე ან გაიაროთ რეგისტრაცია და ა.შ.
PopUp
Pop Under
არის იგივე, რაც Pop Up, მაგრამ Pop Under ჩნდება თქვენი ეკრანის ქვედა ნაწილში და ზოგ შემთხვევაში თქვენ შეიძლება ვერც შეამჩნიოთ ის.
Pop-under
Penalty
საიტის Rank-ის შეცვლა საძიებო სისტემებში, რომელიც გამოწვეულია საძიებო სისტემის წესებისა და ეთიკის საპირისპირო ქმედებების გამო. საძიებო სისტემის ფილტრი არის ნაკლებად მკაცრი სასჯელი, მაგრამ სასჯელი შეიძლება განხორციელებულ იქნას ამ საიტის მიმართ დიდი ხნის განმავლობაში და ზოგადად ეს არის ნიშანი, რომ თქვენ მიჩნეული ხართ, რომ განზრახ არღვევთ საძიებო სისტემების წესებს.
panalties
Press Release
ხალხის უმრავლესობას აქვს ზოგადი შეხედულება press release-ის განმარტებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს განმარტება არ არის იგივე, როგორც ეს ტერმინი იხმარება SEO-ში და ინტერნეტ მარკეტინგში. ონლაინ Press Release-ებს შესაძლებელია ოპტიმიზება გაუკეთდეს საძიებო სისტემებისთვის და ნამდვილად დაგეხმაროთ დიდი ტრეფიკის მოპოვებაში თქვენს საიტზე. რაზეც არ უნდა წერდეთ, საჭიროა, იყოს საინტერესო და აქტუალური, რათა იყოს ნამდვილად ეეფქტური ინტერნეტ მარკეტინგისთვის. Press Release-ები არ არის მარკეტირების იაფი საშუალება. მიუხედავად იმისა, რომ არის სხვდასხვა საიტები, რომლებიც გპირდებიან თქვენი Press Release-ების უფასოდ გავრცელებას, არ არის რეკომენდირებული ამ უფასო სერვისის გამოყენება. Press Release-ების უფასო დისტრიბუციას აქვს მცირე ღირებულება. თქვენ ადვილად მიიღებთ უკან, იმას, რასაც გადაიხდით Press Release-ების გავრცელებისთვის, რომლებიც მოხვდება საძიებო სისტემების საინფორმაციო გვერდებზე, ავტორიტეტულ ახალი ამბების საიტებზე, ბლოგებზე.
press-relise
Pre Selling
1.პროდუქტის ან სერვისის წინასწარ გაყიდვა, სანამ რეალურად იარსებებს პროდუქტი. წინასწარ გაყიდვის შემთხვევაში მიღებული შემოსავალი ხმარდება ამ ნივთის დამზადებას.
2.პროდუქტის ან სერვისის წინასწარი რეკლამრიება, სანამ პროდუქტი გავა გაყიდვაში. ამ შემთხვევაში კომპანია, რომელიც რეკლამირებას უკეთებს პროდუქტს, წინასწარ იძენს პოტენციურ კლიენტებს. Pre Selling-ს, მაგალითად, იყენებენ მარკეტოლოგები Affiliate პროდუქტის წინასწარ დარეკლამების მიზნით.
preseling

Q

Quantcast
ვებ ანალიტიკსის სერვისი, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს ნახოს მილიონობით სხვადასხვა საიტზე არსებული ტრეფიკის სტატისტიკური მონაცემები. ამ სერვისის საშუალებით თქვენ მიიღებთ ინფორმაციას თუ რამდენი ვიზიტორი ჰყავს მოცემულ URL-ს, და ამ ვიზიტორების მონაცემებს, როგორიცაა მათი დემოგრაფიული, ფსიქოგრაფიული(ხალხის დანაწილება მათი მისწრაფებებისა და ფსიქოლოგიური კრიტერიუმების მიხედვით), და ა.შ. ეს სერვისი გამოიყენება ინტერნეტ მარკეტოლოგების მიერ, რათა დაკვირვება მოახდინონ მიზნობრივ აუდიტორიაზე.
quantcast

R

Resouce Box
Newsletter-ის ქვეშ არსებული პატარა „ყუთი“, სადაც შევსებულია ინფორმაცია ამ სტატიის ავტორის შესახებ და მითითებულია ავტორის ან ავტორის კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციული ლინკები. ასევე როდესაც თქვენ ჩაამატებთ თქვენს სტატიას Article Directory-ში, ეკრანზე გამოვა Resource Box, სადაც თქვენ უნდა ჩაწეროთ ინფორმაცია თქვენს შესახებ, თქვენი პროდუქტის ან საიტის შესახებ. რაც უფრო საინტერესოდ იქნება ეს „ყუთი“ შევსებული, მით უფრო მეტი მომხმარებელი გადმოვა თქვენს მიერ მითითებული ლინკიდან თქვენს საიტზე.
resource-box-best-practice-nl
Refund Rate
(Refund – ფულის უკან დაბრუნება) ტერმინი Refund Rate გამოიყენება Affiliate Program-ებში, ძირითადად კი ClickBank-ში. ClickBank-ის Refund Rate ნიშნავს 100 მომხმარებლიდან თუ რამდენი ითხოვს შეძენილი პროდუქტის უკან დაბრუნებას და შესაბამისად მათ მიერ გადახდილი თანხის ანაზღაურებას. მაგალითად, თუ ClickBank-ის Refund Rate არის 3%, ეს ნიშნავს, რომ 100 მომხმარებლიდან 3-მა ადამიანმა დააბრუნა უკან შეძენილი პროდუქტი. Refund Rate გამოითვლება პროცენტულად. დამოკიდებულია თუ 100 მომხმარებლიდან რამდენი მოითხოვს გამყიდველისგან თანხის უკან დაბრუნებას. ეცადეთ თავიდან აირიდოთ ისეთი გასაყიდი პროდუქტების არჩევას, რომლებსაც Refund Rate აქვს 3%-ზე მეტი. ხშირ შემთვევაში ასეთი პროდუქტები არის დაბალი ხარისხის და მომხმარებლისთვის არ არის რაიმე ღირებულების მატარებელი. Refund Rate-ის დათვლა შეგიძლიათ ClickBank-ის კალკულატორებით. Refund Rate-ის გამოსთვლელი ფორმულა კი ასეთია:
1. პროდუქტის ფასს ვაკლებთ 7.5% და შემდეგ ვაკლებთ 1$-ს. შედეგად ვიღებთ მთლიან საკომისიო გადასახადს.
Product Price – 7.5%) – $1 = Net Commission
2. მთლიან საკომისიო გადასახადს ვამრავლებთ გადახდების პროცენტულ მაჩვენებელზე და ვიღებთ თქვენს საკომისიოს
Net Commission x Payout Percentage = Affiliate Commission
3. თქენს საკომისიონს უნდა გამოაკლდეს პროდუქტის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი
Affiliate Commission – $Earned/Sale = Refund Difference
4. Refund Difference-ს კი გავყობთ თქვენს საკომისიოზე და საბოლოოდ მივიღებთ Refund Rate-ს.
($ Refund Difference ÷ Affiliate Commission) x 100 = Refund Percentage
refund-rate
Reciprocal Links
ეს არის მეთოდი, რომლითაც საიტი A განათავსებს საიტი B-ს ლინკს, იმის სანაცვლოდ რომ საიტი B-ც განათავსებს საიტი A-ს ლინკს. ამ მეთოდის გამოყენებას არ აქვს მაინცდამაინც კარგი ეფექტი საიტების PageRank-თვის, რადგან საძიებო სისტემები ხვდებიან საიტებს შორის ლინკის გაცვლისთვის წინასწარ დადებულ შეთანხმებას.
reciprocal
Redirects
სპამური ტაქტიკა, რომელიც გამოიყენება ვიზიტორების გადასაგზავნად სხვა გვერდზე, და არა იმაზე, რომელიც მომხმარებელმა ნახა საძიებო სისტემის შედეგებში და სურდა ამ საიტზე შესვლა.ასეთ შემთხვევაში საძიებო სისტემის ბოტები შეიძლება ყოველთვის არ გადამისამართდნენ სხვა ლინკზე.
Robot
საძიებო სისტემების spider/bot/crawler პროგრამების სახელი. ეს პროგრამა აგროვებს მონაცემებს სხვადასხვა საიტებიდან, რათა დააინდექსოს ახალი საიტები ან საიტის ახალი გვერდები.
robots
Robots.txt
ფაილი, რომელიც მდებარეობს საიტის root directory-ში და გამოიყენება საძიებო სისტემების ბოტების მოქმედების გასაკონტროლებლად. ამ ფაილის მეშვეობით საძიებო სისტემის ბოტები კითხულობენ საიტის თუ რომელი ნაწილი უნდა ნახონ.
robots-txt
Regional Long Tail (RLT)
რამდენიმე სიტყვისგან შემდგარი საძიებო ფრაზა (Keyword), რომელიც შეიცავს ქალაქის ან რეგიონის სახელს. განსაკუთრებით გამოსადეგია სერვისის მიმწოდებელი კომპანიებისათვის და ისეთი ბიზნესებისთვის, რომელიც თავის სერვისსა თუ პროდუქციას სთავაზობს რომელიმე კონკრეტულ რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას.
regional-keywords
RSS Feed
‘really simple syndication.’ ეს არის გამოწერაზე დაფუძნებული გზა საიტიდან ან ბლოგიდან განახლებული კონტენტის მისაღებად. RSS Feed -ის საშუალებით მომხმარებელი თავის კომპიუტერში იღებს სასურველი საიტებიდან და ბლოგებიდან განახლებულ კონტენტს.
rss-feed
Relevant links
ლინკები, რომლებსაც აქვს მჭიდრო კავშირი საიტთან, ერთმანეთთან ასეთი ლინკებით დაკავშირებული საიტები არიან ერთ კატეგორიში და აქვს შესაბამისი კონტენტი. მაგალითად, თუ თქვენ გაქვთ ჯანმრთელ კვებასთან დაკავშირებული საიტი, უნდა ეცადოთ მოიპოვოთ ლინკები ისეთი საიტებიდან, რომლებიც ასევე კვებას ეხება.
relevant-links
Returning Visitor
უნიკალური ვიზიტორი, რომელმაც დაათვალიერა თქვენი საიტი 2-ჯერ ან უფრო მეტჯერ. Returning Visitor-ის მაღალი მაჩვენებელი არის კარგი ნიშანი, და ნიშნავს იმას, რომ საიტი შეიცავს მომხმარებლისთვის ღირებულ ინფორმაციას.
Returning-visitor

S

SEO – Search Engine Optimization
საიტების მანიპულაციისა და გარე ფაქტორების პრაქტიკა, როგორიცაა ლინკების გამოყენება, იმისათვის რომ საიტმა მოოპოვის მაღალი Rank საძიებო სისტემებში. ასევე ცნობილია, როგორც SEO, Search Engine Positioning, Search Engine Placement, Search Engine Marketing, Search Engine Ranking და Search Engine Promotion. ეს არის საიტზე შემომსვლელი ვიზიტორების რიცხვის გაზრდის პროცესი საძიებო სისტემებში მაღალი Rank-ის მოპოვებით. რაც უფრო მაღალია საიტის Rank საძიებო სისტემებში, მით უფრო მეტი შანსია, რომ მომხმარებელმა ნახოს ეს საიტი და შევიდეს. ინტერნეტ მომხმარებლების ჩვეული პრაქტიკაა, რომ არ ნახულობენ გვერდებს, საიტებს, რომელიც მდებაორებს საძიებო სისტემის შედეგების ბოლოში. ამის გამო მაღალი Rank-ის ქონა საძიებო სისტემის შედეგებში (SERP) არის მნიშვნელოვანი საიტისთვის ტრეფიკის, ვიზიტორების მოსაპოვებლად. SEO ეხმარება უზრუნველყოს საიტის ხელმისაწვდომობა საძიებო სისტემებში და გააუმჯობესოს იმის შანსი, რომ საიტი დაინდექსდეს და მოიპოვოს მაღალი პოზიციები.
search_engine-optimisation
Search Engine Rankings
ტერმინი გამოიყენება მოცემულ კონკრეტული Keyword-ის შემთხვევაში საძიებო სისტემის შედეგებში საიტის პოზიციის აღწერისთვის.
search_engine_ranking
Search Engine Rankings Report
ანგარიში, რომელიც ზომავს საიტის ან გვერდის Ranking-ს საძიებო სისტემებში საძიებო ფრაზების დიაპაზონისთვის.
Search-Engine-Rankings-Report
SERP
Search Engine Results Page – საძიებო სისტემების შედეგის გვერდი.
Search Engine Submission
საიტის, გვერდის საძიებო სისტემებში დარეგისტრირება, იგივე დაპინგვა.
search-engine-submission
Sale Page
თქვენს საიტზე არსებული გასაყიდი პროდუქტის გვერდი, რომელიც მომხმარებელს ატყობინებს გაყიდვაში არსებული პროდუქტების შესახებ. მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს ეს პროდუქტი საიტიდანვე ან გააკეთოს თავისი Bid.
sale-page
Social PPC
სოციალურ ქსელებში და Social Bookmark-ებში გაკეთებული CPC სარეკლამო კამპანია.
social-CPC
Senuke
Back Hat SEO-თვის განკუთვნილი ავტომატური პროგრამა, რომელიც ქმნის ბლოგებს სხვადასხვა უფასო ქსელებში, ავტომატურად ამატებს პოსტებს და შემდეგ თვითონვე მოიპოვებს ამ ბლოგებისთვის Backlink-ებს. პროგრამას გააჩნია 14 დღიანი Trial ვერსია. ყიდვის შემთხვევაში პროგრამის ფასია თვეში 147 დოლარი. ბმული: SenukeX
senuke
SenuScrapebox
მრავალ ფუნქციური პროგრამა, რომელიც საშუალებას გაძლევთ ყველა ძირითად საძიებო სისტემაში მოძებნოთ თქვენთვის სასურველი ყველა Footprint. შესაძლებლობა გაქვთ დატოვოთ კომენტარები რამდენიმე ბლოგ პლატფორმაზე. შეგიძლიათ შეამოწმოთ, დაპინგოთ URL-ები ისე რომ Google ხედავდეს მათ. ასევე თქვენ შეგიძლიათ შექმნათ RSS feed და ჩაამატოთ ის RSS აგრეგატორებში. შეამოწმოთ URL-ის Page Rank, Dofollow/Nofollow ატრიბტები. იპოვოთ Auto Approve ბლოგები. პროგრამა ასევე უზრუნველყოფილია Proxy-ით და რეგულარული განახლებებით.
ბმული: Scrapebox
scrapebox-e1320611815741
Scraper Site
სპამური საიტი, რომელიც აკოპირებს კონტენტს სხვა საიტებიდან Web Scraping-ის მეშვეობით. ამგვარი საიტის შექმნის მიზანი შეიძლება იყოს სარეკლამო შემოსავლის მიღება ან საძიებო სისტემებში რენკის მანიპულაცია.
Scraper-Site
Social Network
ონლაინ სერვისი, პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს შექმნას სოციალური ქსელი, სოციალური ურთიერთობები ადამიანებს შორის. ეს არის ადამიანის ჯგუფებს შორის არსებული ურთიერთობა, რომლებიც იზიარებენ საერთო ინტერესებს, სამუშაობას, გამოცდილებას. სოციალური ქსელები გამოიყენება სხვადასხვა ბიზნესების მიერ, რათა დაუკავშირდნენ თავის მომხმარებელს. სოციალური ქსელები საშუალებას აძლევს ბიზნესის წარმომადგენბლებს მომხმარებლის ინტერესების და სხვა მონაცემების მიხედვით ადვილად იპოვონ მათთვის სასურველი, მიზნობრივი აუდიტორია. სოციალური ქსელები საშუალებას აძლევს დარეგისტრირებულ მომხარებელს აწარმოოს ბლოგი, ატვირთოს ვიდეობი, სურათები, დაიმატოს მეგობრები და შექმნას მეგობრების სია, ჩაერთვას დისკუსიებში და დარეგისტირებულ მომხმარებელს გაუგზავნოს შეტყობინები.
social-networks
Source Code
არის პროგრამა, რომელიც შეიცავს ცვლად დეკლარაციებს, ინსტრუქციებს, ფუნქციებს და სხვა შეტყობინებებს, რომელიც უბრძანებს პროგრამას თუ როგორ უნდა იმუშაობს, იმოქმედოს. პროგრამისტები ასევე ამატებენ კომენტარებს ამ კოდში, იმისათვის რომ განმარტონ, ახსნან მთლიანი კოდის რაღაც ნაწილები. ეს კომენტარები ეხმარება სხვა პროგრამისტებს, სულ მცირე შეიქმნან ზოგადი წარმოდგენა ამ კოდთან დაკავშირებით, თუ რას აკეთებს ეს კოდი. ეს კომენტარები ასევე დაეხმარება ამ კოდის შემქმნელ პროგრამისტებს რამდენიმე თვის ან წლის შემდეგ, თუ მათ კიდევ დასჭირდებათ ეს კოდი ან მისი რედაქტირება. საიტის ან გვერდის Source Code-ის სანახავად, საიტზე ვაჭერთ მაუსის მარჯვენა ღილაკს და შემდეგ Source.
view_source_large_ff_en
Slurp
Yahoo-ს ბოტი.
Slurp
Spider
პროგრამა, რომელიც ნახულობს საიტებს და აგროვებს ინფორმაციას საიტებიდან და მისი გვერდებიდან, URL-ის და დაინდექსებული საძიებო ფრაზების (indexing the keywords) და ყოველ გვერდზე განთავსებული ტექსტის ჩათვლით.
spider
Splash Page
ტერმინი, რომელიც გამოხატავს “Doorway Page”-ს.
splash-page
Search Engine (SE)
საძიებო სისტემა, პროგრამა, რომელიც ეძებს დოკუმენტებს ან დოკუმენტის ჯგუფებს მომხმარებლის მიერ შეყვანილი საძიებო სიტყვების შესაბამისად და მომხმარებელს აჩვენებს ყველაზე შესაბამის შედეგებს.
Search-Engine
Search Engine Spam
გადაჭარბებული მანიპულაცია, რომელიც ზემოქმედებას ახდენს საიტის Rank-ზე, ამ ტაქტიკას იყენებენ ისეთი საიტებისა და გვერდებისთვის, რომელზეც არ არის ღირებული და უნიკალური კონტენტი. სპამის მეშვეობით საიტი აღმოჩნდება წინა პოზიეციებზე კონკრეტული Keyword-ისთვის. სპამის კარგი მაგალითებია, Hiding links, Cloaking, Link Farming, Keyword Stuffing.
search-engine-spam
SEM – Search Engine Marketing
ტერმინი ხშირად გამოიყენება იმისათვის, რომ აღწეროს კვლევასთან, რეკლამირებასთან(PPC), ჩაბარებასთან და საიტის საძიებო სისტემებში პოზიციებთან დაკავშირებული ქმედებები, (Researching, Submitting, Positioning a Web site), რომელიც მიზნად ისახავს საიტმა დაიკავოს მაქსიმალურად მაღალი პოზიცია საძიებო სისტემებში.
search-engine-marketing
Social Media
სხვადასხვა ონლაინ ტექნოლოგიები, რომელსაც ხალხი გამოიყენებს ერთმანეთისთვის სხვადასხვა ინფორმაციის გასაზიარებლად. სოციალური ქსელები, ბლოგები, Wikis, ფორუმები, Social Bookmarking არის სოციალური მედიის მაგალითი.
social-media
SMM -Social Media Marketing
სოციალური მედიის გამოყენებით საიტის ან ბრენდის პრომოუშენი.that's amazing!
Social Bookmark
მეთოდი, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლები ინახავენ, მართავენ, ორგანიზებას უკეთებენ და უზიარებენ სხვა მომხმარებლებს სხვადასხვა საიტებს ან გვერდებს. მომხმარებლები ინახავენ მათთვის საინტერესო ინტერნეტ რესურსებს და მათ მიერ შენახული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ნებისმიერი ინტერნეტ მომხმარებლისთვის. Social Bookmark-ში შენახულ ლინკებს აქვთ თავისი Keyword-ები, რომლებიც აღწერენ თუ რას შეეხება ამ ლინკში არსებული ინფორმაცია. Social Bookmarking-ის გამოყენებით კომპანიებს და ბიზნესის წარმოამდგენლებს შეუძლით მიიღონ კარგი მარკეტინგული ბენეფიტი. Social Bookmarking ეხმარება ბიზნესს შექმნან შესაბამისი შემომავალი ლინკები (incoming links), გაზარდონ საიტზე შემომსვლელი მომხმარებლის რაოდენობა და გაიჩინონ ახალი კლიენტები.
Social-Bookmark
SMM – SMP – Social Media Poisoning
Black Hat ტექნიკები, რომლის მეშვეობითაც სპამავენ კონკურენტის სახელს და მისი სახელი მოიხსენიება, როგორც სპამერი. მაგალითად, ბლოგის კომენრატი, რომელიც სპამავს ბლოგის ან კონკურენტის სახელს. Vendetta :d
smp
Site Map
გვერდი ან რამდენიმე გვერდის სტრუქტურა, რომელიც დაკავშირებულია მომხმარებლისთვის საიტზე ხელმისაწვდომ ყველა გვერდზე. და აუმჯობესებს მომხმარებლებისთვის საიტის გამოყენებას საიტზე მონაცემთა სტრუქტურის გამწმენდით. XML sitemap ხშირად მდებაორებს ძირითად დირექტორიაში(root directory), იმისათვის რომ დაეხმაროს საძიებო სისტემების სპაიდერებს ნახონ საიტზე არსებული ყველა გვერდი.
sitemap-e1320703195577
Sock Puppet
ონლაინ ვინაობა, ინდივიდუალობა, რომელიც გამოიყენება იმისთვის, რომ ინტერნეტ მომხმარებელმა დამალოს თავისი ნამდვილი ვინაობა. Sock Puppet-ს ასევე გამოიყენებენ რამდენიმე სხვადასხვა პროფილის შესაქმნელად.Sock-Puppet
Spamdexing
იგივეა რაც search engine spamming. პრაქტიკა, რომელიც მოტყუებით სახეს უცვლის საიტს, იმისათვის რომ გაზარდოს საიტის საძიებო სისტემებში წინა პოზიციებზე აღმოჩენის შანსი, ან ზეგავლნა მოახდინოს კატეგორიაზე, რომელსაც ეს საიტი შეესაბამება.
Spamdexing
Spammer
პიროვნება, რომელიც იყენებს სპამს თავისი მიზნების მისაღწევად და თავისი საიტის წინა პოზიციებზე გასაყვანად.
spammer
Splog – Spam Blog
სპამური ბლოგი, რომელიც შეიცავს სხვა საიტებიდან მოპარულ კონტენტს ან კონტენტს, რომელსაც არ აქვს ღირებულება. ასეთ ბლოგს, ავტორი იყენებს Affiliate ლინკების პრომოუშენისთვის, საძიებო სისტემაში ამ ბლოგთან დაკავშირებული საიტების რენკის გასაზრდელად, ან უბრალოდ ლინკებისა და რეკლამის გასაყიდად.
splog
Static page/ Content
გვერდი ან კონტენტი, რომელიც არ იცვლება. ასევე შეიძლება ამ ტერმინით გამოიხატოს კონტენტი, რომელსაც არ აქვს არანაირი სოციალური ელემენტი და არ იყენებს საიტის დინამიურ მართვის სისტემებს.
static-page
Supplemental Index
გვერდები ძალიან დაბალი Pagerank-ით, რომელიც ჯერ კიდევ შესაფერისია საძიებო ფრაზებისთვის. Google-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ასეთ შემთხვევაში დაბალი Pagerank არ არის სასჯელის(Penalty) მანიშნებელი.Supplemental-Index
Stop Word
სიტყვები, რომლებსაც საძიებო სისტემა აიგნორებს გვერდების დაინდექსების დროს და საძიებო შედეგების გადამუშავების დროს. მაგალითად, სიტყვები, როგორიცაა the, is, am, were, was, the, for, do, ETC..
Stop-Word
Search Algorithm
Google-ის საძიებო ალგორითმი. გამოიყენება კონკრეტული საძიებო ფრაზის შესაბამისი საიტებისა და გვერდების აღმოსაჩენად. ეს ალგორითმი ითვალისწინებს დაახლოებით 200-ზე მეტ სხვადასხვა ფაქტორს, PageRank-ის, Title tag-ის, Meta tag-ის, საიტზე არსებული კონტენტისა და დომენის წლოვანებას და ა.შ.
search-algorithm
Search Engine Traffic
ვიზიტორთა რაოდენობა, რომლებმაც დააკლიკეს Organic Search შედეგებს და გადმოვიდნენ თქვენს საიტზე.
Search-Engine-Traffic
Search friendly
საიტი, რომელიც შექმნილია და ოპტიმიზებულია ისე, რომ საძიებო სისტემის ბოტებმა ადვილად შეამოწმონ. ასეთი საიტი ადვილად მოსაძებნია და გამოყენებულია მიზნობრივი აუდიტორიის მიერ.
Search-friendly
Sponsored Listing
საძიებო სისტემის შედეგებში Sitebar-ში ან პირველ 3 ადგილას არსებული ლინკები, შედეგები, რომელშიც ფულია გადახდილი, იმისათვის, რომ პირველი პოზიციები დაეკავებინა საიტს.
sponsored-links
Stickiness
მომხმარებლის მიერ საიტზე გატარებული დრო დროის გარკვეულ პერიოდში. Stickiness იზომება მომხმარებლის მიერ გატარებული წუთების რაოდენობით ერთ თვეში, ან იზომება გვერდის ნახვების (page view) რაოდენობით.
Stickiness
Short Tail
ერთი ან ორი სიტყვისგან შემდგარი Keyword.
short-tail

T

Title Tag
გამოიყენება, რათა მიუთითოთ ტექსტი, რომელიც გამოჩნდება ბროუზერში, როდესაც მომხმარებელი შევა თქვენი საიტის გვერდზე. ეს ტექსტი ასევე ჩანს, როგორც თქვენი საიტის ლინკი საძიებო სისტემების შედეგებში. Title Tag გავლენას ახდენს საიტის Rank-ზე, ამიტომ Title Tag უნდა შეიცავდეს გვერდისთვის შესაფერის Keyword-ებს. საძიებო სისტემის ბოტები დიდ ყურადღებას აქცევენ Title Tag-ებს საიტის შეფასების და დაინდექსების დროს.
Title-Tag
Text link
HTML ლინკი, Anchor ლინკი, რომელიც არ შეიცავს გრაფიკულ ან სპეციალურ კოდს, როგორიცაა flash ან java სკრიპტი.
text-link
Time on page
დრო, რომელიც მომხმარებელი ატარებს საიტის კონკრეტულ გვერდზე.ეს მაჩვენებელი დაგეხმარებათ გაარკვიოთ თუ რამდენად ხარისხიანი და შესაბამისია მომხმარებლისთვის თქვენი საიტი.
Time-on-page-e1320713771963
Trust Rank
მეთოდი, რომელიც განასხვავებს ღირებულ და სპამურ გვერდებს ადამიანებისთვის სანდო და ღირებულ გვერდებთან არსებული ლინკების გაანალიზების საფუძველზე.
Trust-rank
Trust Links
მაღალი ხარისხის, სანდო და ავტორიტეტული Backlink-ები.
trust-links
Tracking ID
საშუალებას გაძლევთ ნახოთ თქვენი ლინკიდან გადასულმა მომხმარებელმა შეიძინა თუ არა პროდუქტი.
tracking-id-e1320713927475
The Best Spinner
სწრაფი და ეფექტური პროგრამა თქვენი სტატიების დასასპინად(ფრაზების სინონიმებით შეცვლა), შედეგად მიიღებთ დიდი რაოდენობით კონტენტს, რომელიც გამოგადგებათ საძიებო სისტემებში გარკვეული მიზნის მისაღწევად(Content Links). The Best Spinner-ს აქვს რამდენიმე ინტერფეისი (გარეგანი სახე) სტატიების დასასპინად თქვენი სურვილიდან გამომდინარე. პროგრამას შეუძლია შექმნას ერთი სტატიის 250 დასპინული ვერსია.
რათქმაუნდა სტატიები არ იქნება 100%-ით უნიკალური.
ბმული: The Best Spinner
the-best-spiner
Tweet Attacks
პროგრამა, რომელიც გამოგადგებათ Twitter-ში მარკეტინგის განსახორციელებლად. ეს არის Twitter-ის აპლიკაცია, რომლის გამოყენების შედეგად თქვენი პროფილი არ დაიბლოკება. პროგრამა ავტომატურად დაამატებს მიმდევრებს (Followers) ყოველგვარი ლიმიტის გარეშე. დაგეგმავს და დაპოსტავს ათასობით Tweet-ს. უპასუხებს მომხმარებლის მიერ თქვენთან გამოგზავნილ შეტყობინებებს. დაგიცავთ პროფილის დაბანვისგან. პროგრამას გააჩნია ანტი სპამური ფილტრი, რაც მდგომარეობს იმაში, რომ დაიმატებს და დაეკონტაქტება მხოლოდ რეალურ ადამიანებს და არა პროგრამების მიერ შექმნილ პროფილებს. პროგრამა შესაძლებელია გამოიყენოთ შეუზღუდავი რაოდენობა პროფილებისთვის.
თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ პროგრამა თქვენს საიტზე ტრეფიკის გაზრდის მიზნით. პროგრამის საშუალებით შესაძლობლობა გაქვთ გააგზავნოთ თქვენი საიტის ლინკები ათასობით მომხმარებელთან და ამასთანავე შესთავაზოთ მათ თქვენი პროდუქტი. ეს ყველაფერი მხოლოდ ფასიანი ვერსიით. უფასო ვერსიას შეუძლია მხოლოდ Follow-Unfollow ისიც შეზღუდული(5) პროფილებით.
ბმული: Tweet Attacks
tweet-attacks
Trial Account
საცდელი ანგარიში.
trial_account
TLD – Top Level Domain
დომენების 3 ძირითადი გაფართოება: .com, .net, .org.


Tier I Search Engines
(Top) 3 მთავარი საძიებო სისტემა – Google, Yahoo and Bing.
Tier-I-Search-Engines
Tier II Search Engines
შედარებით პატარა, ვერტიკაულური და სპეციალიზებული საძიებო სისტემები, როგორიცაა Ask.com and AOL.
Tier-II-Search-Engines
Tier III Search Engines
Pay per click რეკლამის მცირე მიმწოდებლები. რეკლამის განმთავსებლის ხარჯი ძირითადად ითვლება Cost-Per-Thousand-Impressions (CPM) მეთოდით და არა Pay Per Click (PPC) მეთოდით.
Toolbar pagerank (TPR)
Google-ის ალგორითმის მიერ დანიშნული 0-დან 10-მდე მნიშვნელობა, რომელიც ითვლის გვერდის მნიშვნელობას და არ არის იგივე, რაც Pagerank. Toolbar Pagerank განახლდება მხოლოდ წელიწადში რამდენჯერმე და არ არის ამჟამინდელი სტატუსის სანდო ინდიკატორი. Toolbar Pagerank ჩანს Google-ის Toolbar-ში და ასევე ხელმისაწვდომია სხვა SEO პროგრამების მეშვეობით. ეს არის გვერდისთვის მინიჭებული “სახალხო” Pagerank, მაგრამ სინამდვილეში ეს მაჩვენებელი განსხვავდება გვერდის რეალური Pagerank-ისგან. მართალია, თქვენ შეიძლება ვერ შეიტყოთ საიტის რეალური Pagerank, მაგრამ თუ დაინახავთ, რომ საიტის Pagerank-მა საგრძნობლად დაიკლო, მიხვდებით, რომ Google-მა საიტი დასაჯა (Penalized).
toolbar-pagerank

U

URL – Uniform Resource Locator
მისამართი, სადაც მომხმარებელი ნახავს ამა თუ იმ საიტს. მაგალითად, https://www.gulivera.net . ასევე ცნობილია, როგორც „დომენი“.
URL
User generated content (UGC)
კონტენტი, რომელიც შექმნილია და გამოქვეყნებულია ინტერნეტ მომხმარებლის მიერ. UGC ძირითადად შედგება ვიდეოებისგან, პოსტებისგან, ბლოგებისგან სოციალიური მედიის საიტებისგან. UGC საშუალებას აძლევს ნებისმიერ მომხარებელს გაუზიარონ საზოგადოებას საკუთარი აზრები და იდეები. მიუხედავად ამისა, UGC-ს ზოგიერთი მომხარებელი აკრიტიკებს კიდეც აქვს კრიტიკა, ინფორმაციის სანდოობისა და ხარისხის გამო.
User-generated-content
Unique Visitors
ახალი მომხმარებელი, ვიზიტორი, რომელიც პირველად შემოდის საიტზე.
Unique-Visitors-e1319309560615

V

Visitor
პიროვნება, რომელიც ნახულობს თქვენს საიტს, ასევე ცნობილია, როგორც User.
visitor-snapshot
Viral Marketing
ვირუსული გზით რეკლამის გავრცელება. მარკეტინგის ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც სტიმულირებას აძლევს საიტებს ან მომხმარებლებს გაავრცელონ მარკეტინგული შეტყობინება სხვა საიტებზე ან სხვა შეატყობინონ სხვა მომხმარებელს, ამით მარკეტინგული შეტყობინების გავრცელების არეალი და ეფექტი იზრდება. წარმატებული Viral Marketing-ის კარგი მაგალითია ეხლა უკვე Microsoft-ის მფლობელობაში მყოფი კომპანია Hotmail, რომელიც საკუთარი სერვისის პრომოუშენს აკეთებს თავისი სარეკლამო შეტყობინებების გავრცელებით მომხმარებელთან, რომელიც იყენებს Hotmail-ის ელექტრონულ ფოსტას.
Viral-Marketing
Viral Effect
Viral Marketing-ის შედეგი.
viral-efect-e1320803097896
VPS – Virtual Private Server
ასევე ეწოდება Virtual Dedicated Server (VDS), არის ვირტუალური სერვერი, Online კომპიუტერი. თქვენ შეგიძლიათ იქირავოთ კომპიუტერი ინტერნეტში რომელსაც თქვენივე კომპიუტერიდან მართავთ. VPS – ვირტუალური სერვერი სადაც ვჰოსტავთ საიტებს.
vps_diagram
Virtual Private Network (VPN)
ქსელი, რომელიც ხმარობს ტელეკომუნუკაციებს, როგორიცაა ინტერნეტი, რათა შორს მყოფი ოფისებისთვის უზრუნვეყოს კავშირი ცენტრალური ორგანზაციის ქსელიდან. VPN შორს მყოფი მომხმარებლისგან ითხოვს დადასტურებას და დაცულ მონაცემებს, რათა თავიდან აიცილონ პირადული ინფორმაციის გამჟღავნება არა ავტორიზებული მხარეებისთვის, ძირითადად გამოიყენება გარეშე პირებისთვის გასაიდუმლებული, დაშიფრულად ინფორმაციის გადაცემისათვის.
VPN

W

Walled Garden
გვერდების ჯგუფი, რომლებიც უკავშირდებიან ერთმანეთს, მაგრამ არ არიან დაკავშირებულები რომელიმე სხვა გვერდთან. Walled Garden შესაძლოა ჯერ კიდევ დაინდექსებული იყოს, იმ შემთხვევაში თუ აქვს Sitemap, მაგრამ მას ექნება ძალიან დაბალი Pagerank.
walledgardens1
Web 2.0
ინტერნეტ ტექნოლოგიების ახალი თაობა. Web 2.0 ტექნოლოგიები ხასიათდება მაღალი სოციალური ურთიერთქმედებით, მომხარებლის მიერ შექმნილი კონტენტით, სხვადასხვა Widget-ებითა და აპლიკაციებით. Web 2.0-ის მაგალითებია ბლოგები, wikis, სოციალური ქსელები, Social Bookmark-ები და ა.შ.
web-2
Website Promotion
საიტის რეკლამირების უწყვეტი პროცესი, რომლის მიზანიცაა საიტზე შემომსვლელი ტრეფიკის რაოდენობის გაზრდა. ამისათვის გამოიყენება ბევრი მეთოდი, როგორიცაა საიტზე არსებული კონტენტის შექმნა და განვითარება, SEO და ზოგადად ინტერნეტ მარკეტინგი.
website-promotion
WHOIS
ინტერნეტ სერვისი, რომელიც პოულობს ინფორმაციას დომენის სახელის ან IP მისამართის შესახებ. თუ თქვენ ჩაწერთ დომენის სახელს WHOIS-ის საძიებო სისტემაში, თქვენ მიიღებთ ინფორმაციას დომენის მფლობელის შესახებ, მის სახელსა და გვარს, მისამართს, საკონტაქტო ინფორმაციას, ასევე ამ პიროვნების კომპიუტერის IP მისამართს და მისი ჰოსტის DNS-ებს და ა.შ.
ბმული: ბმული: WHO.IS
whois
White Hat
SEO ტექნიკა, რომელიც შეეფერება საუკეთესო პრაქტიკის წესებს და არ ცდილობს „უწესო“ თამაშით საძიებო შედეგებზე მანიპულირებას. White Hat ტაქტიკა ექვემდებარება საძიებო სისტემები ყველა წესსა და დირექტივას.
white-hat
Web Analytics
აანალიზებს მოცემულ საიტს და გატყობინებთ ვიზიტორების რაოდენობას, Conversion Rates და სხვა ფაქტორებს, რომლებიც დაგეხმარებათ ოპტიმიზაცია გაუკეთოთ გვერდის მოხმარებას.
Web-Analytics
Wiki
საიტი ან გვერდი, რომელიც შექმნილია ისე რომ მომხმარებლებს შეუძლიათ კონტენტის რედაქტირება. ეს ქმნის ერთობლივ მიღწევას, რომელიც ფოკუსირებულია მომხმარებლის მიერ შექმნილ კონტენტზე. Wikis მომხმარებელს აძლევს საშუალებას საზოგადოებას მარტივად გაუზიარონ საკუთარი ცოდნა და იდეები.
wiki
Widget
ასევე მოიხსენიება, როგორც gadget ან gizmo. პატარა აპლიკაცია, რომელიც გამოიყენება საიტებზე, რათა უზრუნველყოს გარკვეული ფუნქციები, როგორიცაა გვერდზე შემომსვლელი მომხმარებლის რაოდენობის დათვლა (hit counter) ან მომხმარებლის IP მისამართის ჩვენება.
widgets

X

Xrumer
Black Hat SEO პროგრამა, რომელსაც შეუძლია წარმატებით დარეგისტრირდეს სხვადასხვა ფორუმებზე, ქმნის ფორუმის პროფილებს და ხელმოწერის სახით ანთავსებს თქვენი საიტის თუ ბლოგის მისამართს, ასევე შეუძია გააკეთოს სპამური პოსტები. ეს ყველაფერი თქვენი საიტის Rank-ის გაზრდის მიზნით. პროგრამას შეუძლია გვერდი აუაროს ფორუმის დამცავ ტექნიკებს(CAPTCHA), რომლებიც გამოიყენება სპამის თავიდან ასაცილებლად.
პროგრამა იყენებს http Proxies, რათა ფორუმის ადმინისიტრატორებს უფრო გაუძნელდეთ პროგრამის მიერ განხორციელებული სპამური პოსტების წაშლა სხვადასხვა IP მისამართის გამოყენების გამო. ფორუმზე პოსტვის გარდა, რომელიც Xrumer-ის დამატებით ფუნქციად ითვლება, სხვადასხვა ბლოგებზე სპამური პოსტების გაკეთება.
xrumer

Y

Yahoo
ერთ-ერთი წამყვანი საძიებო სისტემა. ეს არის დიდი ვებ პორტალი, რომელიც მომხმარებელს აწვდის ათასობით საიტის ლინკებს. ეს ლინკები შეიცავს საიტებს Yahoo! Directory-დან, და ასევე ახალი ამბების საიტებიდან, რომლელთა განახლებაც ხდება დღეში რამდენჯერმე.
იმის გარდა, რომ Yahoo! არის ვებ პორტალი და საძიებო სისტემა, ის გვთვაზობს სხვა სერვისებს, როგორიცაა:
• Yahoo! Finance – ფასიანი ქაღალდების ფასები, მათი ყიდვა გაყიდვა და მსოფლიოში არსებული სხვა ფინანსური ტრანსაქციების შესახებ ინფორმაცია
• Yahoo! Shopping – ონლაინ საცალო მაღაზია, სადაც სხვა ონლაინ მაღაზიებთან შედარებით განსხვავებული ფასებია.
• Yahoo! Games – ონლაინ თამაშები.
• Yahoo! Groups – ორგანიზებული დისკუსიები ინტერნეტ მომხმარებლებს შორის.
• Yahoo! Travel – მოგზაურობასთან დაკავშირებული ინფორმაცია და ბილეთებისა და თუ სასტუმროების წინასწარ დაჯავშნის სერვისი.
• Yahoo! Maps – რუკები და მიმართულებები.
• Yahoo! Messenger – შეტყობინებების გაგზავნის სერვისი, ჩატი.
• Yahoo! Mail – უფასო ელექტრონული ფოსტის სერვისი.
yahoo
Yahoo directory
Yahoo! Directory – ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ყველაზე მეტი ავტორიტეტის მქონე ვებ დირექტორია, რომელიც დაფუძნდა David Filo-სა და Jerry Yang-ის მიერ 1994 წელს. Yahoo! Directory არის იმ მცირე ადგილთაგანი, საიდანაც შეგიძლიათ მიიღოთ თქვენი საიტის სანდო და ძლიერი Backlink, რაც უზრუნველყოფს თქვენი საიტის რენკის გაზრდას საძიებო სისტემებში. Yahoo! Directory გვთავაზობს ორ არჩევანს თქვენი საიტის დიერქტორიაში ჩასამატებლად: სტანდარტული, ანუ უფასო და ფასიანი საიტის დირექტორიაში ჩამატება, ფასის გადახდის შემთხვევაში თქვენი აპლიკაცია საიტის დამატებასთან დაკავშირებით აჩქარებული წესით იქნება განხილული. გადასახდელი თანხა წარმოადგენს $299. Yahoo! Directory-ში არსებული საიტებისა და ინფორმაციას ძებნა ხდება Yahoo!-ს საძიებო სისტემისგან განცალკევებით.
Yahoo-directory

6 thoughts on “SEO ლექსიკონი

  1. Guji

    გაიხარეთ, ძალიან მაგარი პოსტია 😉 კარგი იქნება PDF ფაილს თუ გაუკეთებთ და გადმოწერაზე ჩასვამთ, მადლობა დიდი

    Reply
  2. archil

    დიდი მადლობა 🙂 დამწყებებს ძალიან გამოგვადგება

    Reply

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.