Monthly Archives: August 2011

უცხოპლანეტელები

არ ვიცი რამ გადამაწყვეტინა ამ თემაზე წერა, და საერთოდ არ ვიცი რატომ დავინტერესდი უცხოპლანეტელებით, კერძოდ უფოლოგიით. (UFO – unidentified flying object). შეგახსენებთ რომ არის მეცნიერების კატეგორია, რომელიც ამტკიცებს უცხპლანეტელების არსებობას, მეც ვეთანხმები რომ არსებობენ უცხოპლენეტელები. ამხელა გალაკთიკაში შეუძლებელია სადმე სიცოცხლე არ იყოს, შეიძლება სიცოცხლე იქნება სხვა ფორმის, აუცილებელი არაა ადამიანი იყოს, ან ადამიანის მსგავსი არსება. დედამიწაზე ბევრი რამე არის პასუხგაუცემელი, მე ელემენტარულიდან დავიწყებ, როგორ დავიჯერო რომ თუნდაც ეგვიპტეში პირამიდებს ადამიანები აშენებდნენ, შეუძლებელია რომ ადამიანს იმ დროს, ქვის ხანა იყო თუ რაც იყო რომ აეწიათ 5 ტონიანი ქვები. ვიღაცეები ეხმარებოდნენ, არ ვიცი შეიძლება ვცდები მაგრამ ეს ჩემი აზრია. Youtube.com -ზე არის ბევრი ვიდეო სადაც არის ნაჩვენები მფრინავი თეფშები, გარკვევით არ ჩანს მაგრამ ნაჩვენებია რაღაცა ბურთისებური ცეცხლოვანი ფორმა. ბევრი იძახის რომ ეს არის თვითმფრინავი, თავიდან მეც მასე ვფიქრობდი, მაგრამ ბევრი ვიდეოს ნახვის შემდგე აზრი შემეცვალა. უბრალოდ შეუძლებელია თვითმფრინავი იყოს გაშეშებული ერთ ადგილას, ან ანათებდეს როგორც მზე. საერთოდ 21 საუკუნე ცნობილია როგორც აღსასრულის ხანა. იძახიან რომ ახლო მომავალში უნდა მოხდეს აღსასრული და გადარჩება მხოლოდ ის ვისაც ჯერა უცხოპლანეტელების :D . ჩემი აზრით აბსურდია, უცხოპლანეტელები არ გადაგვარჩენენ :D ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ ჯობია ამ თემას საერთოდ არ შეეხოთ თორე ასათიანში(საგიჟეთში) გარანტირებულად მოხვდებით :D

Steve Jobs-ი გადადგა

24 აგვისტოს 2011 წელს, Steve Jobs-ი დატოვა თავისი თანამდებობა. სიმართლე გითხრათ გული კი დამწყდა, მიუხედავად იმისა რომ არც ეიფლი მომწონს, არც მისი პროდუქტები. მაგრამ ყოველთვის ვაღიარებ რომ ნამდვილი რევოლუციონერია ეს პიროვნება ამ სფეროში.!

Firefox 7.0 Beta

გამოვიდა მელაკუდას ახალი მეშვიდე ბეტა ვერსია! ბეტა ვერსია ხელმისაწვდომია Windows-ზე, Linux-ზე, Mac-ზე და რათქმა უნდა Android-ზეც. საკმაოდ ასწრაფდა მუშაობა იმის ხარჯზე რომ ყოველთვის სუფთავდება ქეში, ასევე ბრაუზერი კარგათ აღიქვამს უკვე HTML 5-საც.
For Windows
For Mac
For Linux
For Android

ანტირეკლამა სიგარეტს :D

გამარჯობათ. აქ მინდა დავწერო სიგარეტზე მოკლე ისტორია, ანუ რაც მე გადამხვდა. თავიდანვე ვიტყვი რომ სიგარეტი მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის :D . ერთხელ ძმაკაცმა მომიყვა ამ სიგარეტზე(ჯარუმი), რომ არის რაღაც არაჩვეულებრივი ნუ მოლედ ისე აქო რომ დავიწყეთ ძებნა ჯიხურებში. 10 ჯიხურის მოვლის შემდეგ მივაგენით სიგარეტს. ფასი ქონდა სიმბოლური 3.5 ლარი, უნახავებივით ეგრევე 2 პაჩკა ვითრიეთ, გვეგონა ვეღარ ვიშოვიდით. გავცდით ჯიხურს, და ჯერ ვერ მოვასწარი პაჩკის გახსნა უკვე მეცა სიგარეტის სუნი, უფროსწორეთ სიგარეტის კი არა მურაბის სუნი. ვერ ავღწერ, რაღაცა ტკბილი სუნი მოდიოდა, ალუბლის გემო იყო მოკლედ. მაგას ყურადღება არ მივაქციეთ და გავაბოლეთ. პირველი ნაპასი იყო ჩემი პირველი და უკანასკნელი :D , ისეთი შეგრძნება დამრჩა თითქოს მურაბა გადავყლაპე და მერე 1-2 ღერი სიგარეტიც დავღეჭე. სამწუხაროთ ამ ფაქტმაც არ შეცვალა ჩემი ხედვა სიგარეტის მიმართ :D ანტირეკლამა არ მინდა გამოვიდეს, მაგრამ ვერ ვხვდები რისთვის უშვებენ ასეთ სიგარეტს? დავიჯერო მოინახება კაცი ვისაც მოეწონება ეს “სიგარეტი”?

Android VS IOS(Iphone System)

გამარჯობათ. მინდა შევეხო მობილურების თემას. ბევრს შეიძლება გაუგია ანდროიდი, მაგრამ არ იციან რა არის, როგორ გამოიყენება და მისი კაი მხარეები არ იციან. არ ვიცი რატომ, მაგრამ საქართველოში ბევრს ურჩევნია აიფონი. პირადად მე არ მომწონს არც მისი დიზაინიმ არც ფუნქციონალი. იმის თქმა მინდა რომ აიფონი ძნელი მოსარჯულებელია. ზუსტად ამიტომ იქაჩება Android-ი წინ, რომ ადვილი მოსახმარია, შენს ჭკუაზე ატარებ, ერთი სისტყვით სრული თავისუფლებაა. ეს სისტემა შემუშავებულია გუგლის მიერ და იკავებს თავის ადგილს, ბევრ ტელეფონებში წერია უკვე ეს ოპერაციული სისტემა.