დროის ნაკლებობას განვიცდით??

მინდა შევეხო ცოტა რთულ თემას დროს, რა არის დრო და რამდენად გვზღუდავს ის ჩვენ. რათქმა უნდა დრო შეზღუდულია, ულევი დრო არასდროს არ გვაქვს, რადგან ჩვენ მომაკვდავები ვართ ამ მიწაზე. ადამიანების უმრვლესობა ჩივის დროის უკმარისობაზე, ამის გამო ბევრ საქმეებს გადადებენ. ვერ ვხდები როცა იძახიან რომ ამას ხვალე გავაკეთებ. რატო უნდა გადადო ხვალისთვის როცა შეგიძლია დღეს გააკეთო,
რატო უნდა დახარჯო ეს ძვირფასი დრო უსაქმურობაში და მერე თქვა რომ დრო არ მყოფნის.

რატომ უნდა გადადო შეხვედრა მეგობრებთან მხოლოდ იმის გამო რომ ხვალინდელი დღე მოვა. ხვალე ხომ სხვა რამის გაკეთება შეიძლება და გაცილებით მეტის. ამ ყველა და მსგავსი მიზეზებით იმართლებენ თავს ადამიანები. ბევრი ჩვენთაგანი არ იცის დროის სწორად გამოყენება, და ოცნებებში ცხოვრობს და ყველაფერი ხვალე და ზეგამდე აქვს გადადებული ან და ელოდება რაღაც დღეს რომ იმ დღეს გააკეთოს, ერთ დღესაც მოვა ის დღე და ამოვწყდებით და მერე ვინანებთ რომ რატომ არ გავაკეთე ის რაც უნდა გამეკეთა მე ხომ უამრავი დრო მქონდა… არც ერთ ადამიანს არ აქვს უფლება თქვას რომ განიცდის დროის ნაკლებობას, ყველას თანაბარი დრო აქვს,მთავარია როგორ გამოიყენებ, ბილ გეიცს, სტივ ჯობს, და ალბერტ აინშტანსაც ერთიდაიგივე დრო ქონდათ…. 😉

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.