გამარჯობათ. აქ მინდა დავწერო სიგარეტზე მოკლე ისტორია, ანუ რაც მე გადამხვდა. თავიდანვე ვიტყვი რომ სიგარეტი მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის
. ერთხელ ძმაკაცმა მომიყვა ამ სიგარეტზე(ჯარუმი), რომ არის რაღაც არაჩვეულებრივი ნუ მოლედ ისე აქო რომ დავიწყეთ ძებნა ჯიხურებში. 10 ჯიხურის მოვლის შემდეგ მივაგენით სიგარეტს. ფასი ქონდა სიმბოლური 3.5 ლარი, უნახავებივით ეგრევე 2 პაჩკა ვითრიეთ, გვეგონა ვეღარ ვიშოვიდით. გავცდით ჯიხურს, და ჯერ ვერ მოვასწარი პაჩკის გახსნა უკვე მეცა სიგარეტის სუნი, უფროსწორეთ სიგარეტის კი არა მურაბის სუნი. ვერ ავღწერ, რაღაცა ტკბილი სუნი მოდიოდა, ალუბლის გემო იყო მოკლედ. მაგას ყურადღება არ მივაქციეთ და გავაბოლეთ. პირველი ნაპასი იყო ჩემი პირველი და უკანასკნელი
, ისეთი შეგრძნება დამრჩა თითქოს მურაბა გადავყლაპე და მერე 1-2 ღერი სიგარეტიც დავღეჭე. სამწუხაროთ ამ ფაქტმაც არ შეცვალა ჩემი ხედვა სიგარეტის მიმართ
ანტირეკლამა არ მინდა გამოვიდეს, მაგრამ ვერ ვხვდები რისთვის უშვებენ ასეთ სიგარეტს? დავიჯერო მოინახება კაცი ვისაც მოეწონება ეს “სიგარეტი”?
Android VS IOS(Iphone System)

გამარჯობათ. მინდა შევეხო მობილურების თემას. ბევრს შეიძლება გაუგია ანდროიდი, მაგრამ არ იციან რა არის, როგორ გამოიყენება და მისი კაი მხარეები არ იციან. არ ვიცი რატომ, მაგრამ საქართველოში ბევრს ურჩევნია აიფონი. პირადად მე არ მომწონს არც მისი დიზაინიმ არც ფუნქციონალი. იმის თქმა მინდა რომ აიფონი ძნელი მოსარჯულებელია. ზუსტად ამიტომ იქაჩება Android-ი წინ, რომ ადვილი მოსახმარია, შენს ჭკუაზე ატარებ, ერთი სისტყვით სრული თავისუფლებაა. ეს სისტემა შემუშავებულია გუგლის მიერ და იკავებს თავის ადგილს, ბევრ ტელეფონებში წერია უკვე ეს ოპერაციული სისტემა.
Hello world!
![]()
Hello guys, this is my first post on my personal blog. Thanks for reading 😀
