Life with new foot


2 დღის წინ გავიკეთე ფეხის ძვალზე ოპერაცია. პირველი დღე იყო უმტკივნეულო რადგან ჯერ სისხლში მქონდა ნარკოზის ნარჩენები, მეორე დღე მქონდა საშინელი, სანამ ტკივილგამაყუჩებელი არ გამიკთეს ვერ დავისვენე. ქირურგმა შემპირდა რომ 3 კვირაში წამოვდგები და უკვე ნელ ნელა დავიწყებ სიარულს, ეს იქნება ჩემი სუარულის სწავლა მეორეთ. არამგონია ეხლა უფრო გამიჭირდეს სიარულის სწავლა ვიდრე 20 წლის წინ 😀 ამასობაში გამომივიდა პატარა შვებულებასავით და დროებით ვარ მიჯაჭვული ლოგინზე, ჩემს ლეპტოპთან ერთად.

სიყვარული

მე არასდროს წარმომედგინა რომ შემიძლია ადამიანის სიყვარული, ყოველთვის მეგონა რომ ვარ უგულო, და გულის ნაცვლად მაქვს “გამხმარი სუხარი”. დღითი დღე ვხდები რომ უფრო და უფრო მიყვარდება ერთი ადამიანი. დილით ვიღვიძებ თუ არა მახსენდება ეს ადამიანი, ღამე კიდე ვიძინებს მასზე ფიქრით.  5 თვის წინ როცა ვუყურებდი ამ ადამიანს ვხდებოდი რომ ეს ადამიანი რაღაცით გამოირჩევა სხვა ადამიანებისგან, მაგრამ არ ვიცოდი რატო ვანსხვავებ ამ ადამიანს სხვებისგან. მე მეგონა რომ დროებითია ეს ყველაფერი და მორჩება, იყო მცირე პერიოდი როდესაც ვცდილობდი არ მეფიქრა და არც გამეხედა იმისკენ, მაგრამ დიდ ხანს ვერ გავძელი. ჩემო პატარავ თუ ამას კითხულობ მინდა გითხრა, რომ უზომოდ მიყვარხარ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥

Steve Jobs Rip/ გარდაიცვალა


სამწუხაროდ დღეს გარდაიცვალა Steve Jobs-ი. დიდი გენიალური ადამიანი, რომელმაც დიდი რევოლუცია მოახდინა არამარტო ტელეფონების სამყაროში. კაცს ქონდა მიზანი და მიდოდა ამ მიზნამდე 20 წელზე მეტი ხანი. და ბოლომდე მგონი მიიყვანა. ცოცოხალი რომ ყოფილიყო კიდევ ბევრ რამეს გააკეთებდა და ახალ იდეებს შემოიტანდა. იმედია მაქვს რომ მისი კომპანია რომელსაც შვილივით უვლიდა (სულ ცდილობდა ახალი რამის შემოღებას და მთელი ჯანმრთელობა და ენერგია დაახარჯა მას) განაგრძობს ისევ იმ სტილში.

Web Server on Fedora

აქ დავწერ თუ როგორ უმოკლეს დროში დავქოქოთ ლოკალში ვებ სერვერი. ამისათვის დაგვჭირდება Fedora-ს დისტრო.

 

დავანებე სიგარეტს თავი

გამარჯობათ ჩემო მკითხველებო. მინდა მოგახსენოთ რომ შევეშვი მოწევას. უკვე მეოთხე დღეა არ მომიწევია და არც მაქვს სურვილი. 4 დღე ბევრი არაა, მე იმედი მაქვს რომ სამუდამოდ შევეშვი, ვნახოთ თუ არაფერმა ხელი არ შემიშალა, მაგრამ ყველაიარად ვეცდები არ დავიწყო. ყველაფერი დაიწყო ჩემმა ძმაკაცმა, მეც ავყევი. ეხლა ვვაჯიშობთ დილაობით, 6 საათზე ვიწყებღ ვარჯიშს. ყველას ვურჩევ სანამ დროა დაანებეთ ამ შხამს. მივხვდი რომ სიკეტე არ მოაქვს მაგას, ნერვიულობისას არ გიშველის დავრწმუნდი. ეგ უბრალოდ სჰენ გჯერა და თავს ირწმუნებ რომ გიშველის. სიგარეტის დანებება არასდროსაა გვიანი, შეეშვი დღეს!

ჭკვიანური პასუხი

ერთ ერთი ლექციის დროს, პროფესორმა თავის სტუდენტებს დაუსვა კითხვა:

-ყველაფერი ღმერთის შექმნილია?

-რა თქმა უნდა! უპასუხეს მას სტუდენტებმა.

-ანუ რაც არსებობს ყველაფერი ღმერთის ქმედების ნაყოფია?

-ამაზე დავიც არაა საჭირო… მოესმა პროფესორს

-ანუ ბოროტებაც ღმერთის შექმნილია? რაც ამტკიცებს იმას რომ ღმერთი ბოროტებაა და ღმერთის რწმენა მხოლოდ მითია!

უპასუხა პროფესორმა და კმაყოფილი სახით გადახედა სტუდენტებს, იმ იმედით რომ ჩამჭრელი კითხვა დასვა.

-შემიძლია კითხვა დაგისვათ პროფესორო? -აწია ხელი სტუდენტმა.

-რა თქმა უნდა. უპასუხა პროფესორმა

-პატივცემულო არსებობს სიცივე?- იკითხა მოსწავლემ.

-ეს მეტად სულელური კითხვაა, ნუთუ არასოდეს არ გიგრძვნია სიცივე?

ახალგაზრდას გაეღიმა და უთხრა:

-ცდებით, სიცივე არ არსებობს. ფიზიკის კანონების თანახმად, სიცივე არის ადამიანის ორგანიზმში სითბოს ნაკლებობა. ადამიანი ან ნივთი შეიძლება გამოიკვლიო იმით თუ რა ენეერგიას გამოსცემს იგი, შეუძლებელია ამოვიკვლიოთ ნივთი რომელიც ტეპერატურა 0-ზე ნაკლებია. მატერია ამ დროს ინერტული ხდება და სრულიად გამოუდეგარი. ამიტომ სიცივე არის უბრალოდ სიტყვა გამომხატველი იმისა, როცა ადამიანის ორგანიზმში სითბო არ არის.

ყმაწვილმა გააგრძელა:

-ბატონო არსებობს სიბნელე?

-პროფესორმა დაჯერებულად უპასუხა: რა თქმა უნდა არსებობს!

-ისევ ცდებით პროფესორო, ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ ნიუტონის პრიზმა და პატარა სინათლის თეთრი სხივი დავშალოთ მრავალ ფერად და მოლეკულად, სიბნელეს კი ვერა. ჩვენ სევიძლია შევისწავლოთ სინათლე, მაგრამ სიბნელეს ვერასოდეს შევისწავლით, სინათლეს მუდამ აქვს მანძილი, ხოლო სიბნელე მუდამ იქ მთავრდება სადაც სინათლეა, სინათლის სხივს შეუძლია შეაღწიოს სიბნელეში და გააქროს იგი, ნუთუ ოდესმე შეგეძლებათ გაიგოთ თუ რა დონოზე ბნელია ესა თუ ის საგანი? მაგრამ ყოველთვის გავიგებთ სინათლის რამხელა ოდენობაა მოცემული აქა თუ იქ. სიბნელე არის სიტყვა გამომხატველი სინათლის ნაკლებობისა ამა თუ იმ ადგილებში. ნუთუ ვცდები ბატონო?

-პროფესორი მთლად დაიბნა.

სტუდენტმა ისევ ჰკითხა: არსებობს ბატონო ბოროტება?

– რა თქმა უნდა არსებობს, მსოფლიოში ყოველ დღე გვხვდება იგი, სიმღერებში, რადიოში, მკვლელობა, ქურდობა ძალადობა, ნუთუ ბრმები ხომ არ ვარ რომ არ დავინახოთ იგი.

– არა პატივცემულო, ბოროტება არ არსებობს. ბოროტება არის იგივე რაც სიბნელე და სიცივე. ბოროტება ღმერთის ნაკლებობაა ადამიანში. სიტყვა იმის გამომხატველი რომ ადამიანმა ღმერთის რწმენა დაკარგა. ბოროტება არაა რწმენა და სიყვარული, რაც არსებობს როგორც სითბო და სინათლე. იგი რეზულტატია იმისა, რომ ადამიანის გულში ღმერთის სიყვარულისა და რწმენის ნაკლებობა. იგი მოდის მაშინ როცა არაა ღმერთი, როგორც სიცივე მოდის როცა ქრება სითბო და მოდის სიბნელე როცა არ არის სინათლე!

სტუდენტის სახელი გახლდათ: ალბერტ აინშტაინი

უცხოპლანეტელები

არ ვიცი რამ გადამაწყვეტინა ამ თემაზე წერა, და საერთოდ არ ვიცი რატომ დავინტერესდი უცხოპლანეტელებით, კერძოდ უფოლოგიით. (UFO – unidentified flying object). შეგახსენებთ რომ არის მეცნიერების კატეგორია, რომელიც ამტკიცებს უცხპლანეტელების არსებობას, მეც ვეთანხმები რომ არსებობენ უცხოპლენეტელები. ამხელა გალაკთიკაში შეუძლებელია სადმე სიცოცხლე არ იყოს, შეიძლება სიცოცხლე იქნება სხვა ფორმის, აუცილებელი არაა ადამიანი იყოს, ან ადამიანის მსგავსი არსება. დედამიწაზე ბევრი რამე არის პასუხგაუცემელი, მე ელემენტარულიდან დავიწყებ, როგორ დავიჯერო რომ თუნდაც ეგვიპტეში პირამიდებს ადამიანები აშენებდნენ, შეუძლებელია რომ ადამიანს იმ დროს, ქვის ხანა იყო თუ რაც იყო რომ აეწიათ 5 ტონიანი ქვები. ვიღაცეები ეხმარებოდნენ, არ ვიცი შეიძლება ვცდები მაგრამ ეს ჩემი აზრია. Youtube.com -ზე არის ბევრი ვიდეო სადაც არის ნაჩვენები მფრინავი თეფშები, გარკვევით არ ჩანს მაგრამ ნაჩვენებია რაღაცა ბურთისებური ცეცხლოვანი ფორმა. ბევრი იძახის რომ ეს არის თვითმფრინავი, თავიდან მეც მასე ვფიქრობდი, მაგრამ ბევრი ვიდეოს ნახვის შემდგე აზრი შემეცვალა. უბრალოდ შეუძლებელია თვითმფრინავი იყოს გაშეშებული ერთ ადგილას, ან ანათებდეს როგორც მზე. საერთოდ 21 საუკუნე ცნობილია როგორც აღსასრულის ხანა. იძახიან რომ ახლო მომავალში უნდა მოხდეს აღსასრული და გადარჩება მხოლოდ ის ვისაც ჯერა უცხოპლანეტელების :D . ჩემი აზრით აბსურდია, უცხოპლანეტელები არ გადაგვარჩენენ :D ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ ჯობია ამ თემას საერთოდ არ შეეხოთ თორე ასათიანში(საგიჟეთში) გარანტირებულად მოხვდებით :D

Steve Jobs-ი გადადგა

24 აგვისტოს 2011 წელს, Steve Jobs-ი დატოვა თავისი თანამდებობა. სიმართლე გითხრათ გული კი დამწყდა, მიუხედავად იმისა რომ არც ეიფლი მომწონს, არც მისი პროდუქტები. მაგრამ ყოველთვის ვაღიარებ რომ ნამდვილი რევოლუციონერია ეს პიროვნება ამ სფეროში.!

Firefox 7.0 Beta

გამოვიდა მელაკუდას ახალი მეშვიდე ბეტა ვერსია! ბეტა ვერსია ხელმისაწვდომია Windows-ზე, Linux-ზე, Mac-ზე და რათქმა უნდა Android-ზეც. საკმაოდ ასწრაფდა მუშაობა იმის ხარჯზე რომ ყოველთვის სუფთავდება ქეში, ასევე ბრაუზერი კარგათ აღიქვამს უკვე HTML 5-საც.
For Windows
For Mac
For Linux
For Android