
ჩვენ ხორცისაგან შემდგარი არსებები ვართ რომლებსაც გაგვაჩნია სული და თითოეულ ჩვენთაგანს სურს იყოს ბედნიერი. ბედნიერებას ადამიანები ხედავენ სხვადასხვანაირათ, ზოგს უნდა ბოლო მოდელის მანქანა, ზოგს სახლი,ზოგს უბრალოდ კარგი სამუშაო, ზოგს კარგი ჭამა და ა.შ, მაგრამ ნამდვილი ბედნიერება ხომ მაინც სიყვარულია, ჭეშმარიტი სიყვარული, რომელსაც შეიგრძნობ მთელი სულით და გულით. რა არის იმაზე უკეთესი როცა დილით იღვიძებ და ფიქრობ მასზე, მთელი არსებით გიყვარს და უყვარხარ, და მისთვს ყველაფერს გააკეთებ. ამ ყველაფერს ბედნიერება მაშინ დაერქმევა, როცა ეს სიყვარული ორივე მხრიდან ერთნაირი იქნება. ძალიან ძნელია ცხოვრება როდესაც გიყვარს ადამიანი, იცი რომ მის გამო ყველაფერს გააკეთებ, მაგრამ ის პასუხი და შედეგი რაც გინდა რომ მიიღო არ არის. ამას მე უკვე თავის მოტყუებას დავარქმევდი, კი ზუსტად ესაა თავის მოტყუება, როცა სიტუაციას არარეალურათ აღიქვამ, ცხოვრობ მოტყუებულ სამყაროში, და მის გაგონილ ყოველ სიტყვაში ეძებ იმ სიტყვებს რაც გინდა გაიგო. ძალიან არ გვინდა ხოლმე იმ რეალობაში დაბრუნება, მაგრამ საჭიროა, დიდი ხანი მაინც არ გაგრძელდება მასეთი “ბედრნიერება”. მთავარია რეალობაში დაბრუნების შემდეგ არ დავკარგოთ ჩვენი სული და დავრჩეთ ადამიანებათ, და ვეძებოდ და ვპოვოთ ნამდვილი ბედნიერება!!! 😉