გოგო ბიჭის მეგობრობა მითი თუ რეალობა

გამარჯობათ ჩემო პატივცემულო მეგობრებო და უბრალოდ მკითხველნო. დიდი ხანია არ გამოვჩენილვარ მე აქ, სულაც არ დამვიწყებია ბლოგი, უბრალოდ არ მქონდა რაიმე განსაკუთრებულის წერის მუღამი. დღეს დილით მცირე კამათისას სურვილი გამიჩნდა გამერკვია შესაძლებელია თუ არა მეგობრობა გოგოს და ბიჭს შორის
. სახლში მოსული დავფიქრდი ნუთუ არ არსებობს გოგო ბიჭის მეგობრობა. კი რათქმა არსებობს მაგრამ იშვიათობაა. მყავს დაქალი მეგობარი გოგოები, რომელბსაც როგორც ქალს ვერ შევხედავ, და არც მინდა მასე შეხედვა, ალბათ იმიტომ რომ მთელი სკოლა ერთად გვაქ მოვლილი, ერთად გავიზარდეთ და ა.შ. მოკლედ თურმე მე არასწორი ავღმოჩნდი დღევანდელ კამათში როოგრც მე მივხვდი. როცა დავიწყე რეალურათ გაანალიზება ამ სიტუაციის, გამახსენდა ჩემი დიდი სენსეის (სერგოს) სიტყვები “ჩვენ მამაკაცები ცხოველები ვართ” და ვფიქრობთ მხოლოდ ერთი ადგილით
(სორი ასეთი პირდაპირი რომ ვარ). არავინ არ თქვას რომ ასე არ არის. სულაც არ არის აუცილებელი გოგოს დავუძახოთ მეგობარი, შეიძლება ახლობელი ვუწოდოთ მაგალითად.. სრული სისულელეა ყველა იყოს შენი მეგობარი, ამაში გეთანხმები ჩემო გამგებიანო მეგობარო, მაგრამ როცა ლამისაა ყოველდღე ხედავ და მარტო გამარჯობა გაგიმარჯოთი არ შემოიფარგლება თქვენი საუბარი მაშინ მგონი უკვე შეიძლება მეგობრის სტატუსის წოდება. მოკლედ ეს თემა უსასრულოა, ბევრი წერა არ მინდა და მეზარება
Steve Jobs Rip/ გარდაიცვალა

სამწუხაროდ დღეს გარდაიცვალა Steve Jobs-ი. დიდი გენიალური ადამიანი, რომელმაც დიდი რევოლუცია მოახდინა არამარტო ტელეფონების სამყაროში. კაცს ქონდა მიზანი და მიდოდა ამ მიზნამდე 20 წელზე მეტი ხანი. და ბოლომდე მგონი მიიყვანა. ცოცოხალი რომ ყოფილიყო კიდევ ბევრ რამეს გააკეთებდა და ახალ იდეებს შემოიტანდა. იმედია მაქვს რომ მისი კომპანია რომელსაც შვილივით უვლიდა (სულ ცდილობდა ახალი რამის შემოღებას და მთელი ჯანმრთელობა და ენერგია დაახარჯა მას) განაგრძობს ისევ იმ სტილში.
Web Server on Fedora

აქ დავწერ თუ როგორ უმოკლეს დროში დავქოქოთ ლოკალში ვებ სერვერი. ამისათვის დაგვჭირდება Fedora-ს დისტრო.
ვხსნით ტერმინალს და შევდივართ რუთით:
su
ვაყენებთ აპაჩის:
yum install httpd
ვაყენებთ mysql სერვერს:
yum install mysql-server
ჩართეთ mysql სერვერი
service mysqld start
ამ ბრძანების შედეგად ჩვენი აპაჩი ჩაირთვება ავტომატურად სისტემასთან ჩართვისთანავე.
chkconfig --levels 235 mysqld on
ვქმნით mysql-ში root მომხმარებელს, ყველა პრივილეგიით.
mysqladmin -u root password 'თქვენი პაროლი'
ან შეგვყავს შემდეგი ბრძანება და ახლიდან ვაკონფიგყრებთ mysql-ი-ს root მომხმარებელს
mysql_secure_installation
ვაყენებთ php-ის
yum install php-mysql
შევდივართ: var/www/html და ვქმნით რამე php ფაილს php-ის დასატესტად და ვარესტარტებთ აპაჩის:
service httpd restart
ვაყენებთ phpmyadmin-ს
yum install phpmyadmin
შევდივართ /etc/phpmyadmin/ და ვარედაქტირებთ მანდ ფაილს. მანდ გაწერს sql-ის იუზერს და პაროლს, და თქვენი phpmyadmin-იც ამუშავდა.
დავანებე სიგარეტს თავი

გამარჯობათ ჩემო მკითხველებო. მინდა მოგახსენოთ რომ შევეშვი მოწევას. უკვე მეოთხე დღეა არ მომიწევია და არც მაქვს სურვილი. 4 დღე ბევრი არაა, მე იმედი მაქვს რომ სამუდამოდ შევეშვი, ვნახოთ თუ არაფერმა ხელი არ შემიშალა, მაგრამ ყველაიარად ვეცდები არ დავიწყო. ყველაფერი დაიწყო ჩემმა ძმაკაცმა, მეც ავყევი. ეხლა ვვაჯიშობთ დილაობით, 6 საათზე ვიწყებღ ვარჯიშს. ყველას ვურჩევ სანამ დროა დაანებეთ ამ შხამს. მივხვდი რომ სიკეტე არ მოაქვს მაგას, ნერვიულობისას არ გიშველის დავრწმუნდი. ეგ უბრალოდ სჰენ გჯერა და თავს ირწმუნებ რომ გიშველის. სიგარეტის დანებება არასდროსაა გვიანი, შეეშვი დღეს!
ჭკვიანური პასუხი

ერთ ერთი ლექციის დროს, პროფესორმა თავის სტუდენტებს დაუსვა კითხვა:
-ყველაფერი ღმერთის შექმნილია?
-რა თქმა უნდა! უპასუხეს მას სტუდენტებმა.
-ანუ რაც არსებობს ყველაფერი ღმერთის ქმედების ნაყოფია?
-ამაზე დავიც არაა საჭირო… მოესმა პროფესორს
-ანუ ბოროტებაც ღმერთის შექმნილია? რაც ამტკიცებს იმას რომ ღმერთი ბოროტებაა და ღმერთის რწმენა მხოლოდ მითია!
უპასუხა პროფესორმა და კმაყოფილი სახით გადახედა სტუდენტებს, იმ იმედით რომ ჩამჭრელი კითხვა დასვა.
-შემიძლია კითხვა დაგისვათ პროფესორო? -აწია ხელი სტუდენტმა.
-რა თქმა უნდა. უპასუხა პროფესორმა
-პატივცემულო არსებობს სიცივე?- იკითხა მოსწავლემ.
-ეს მეტად სულელური კითხვაა, ნუთუ არასოდეს არ გიგრძვნია სიცივე?
ახალგაზრდას გაეღიმა და უთხრა:
-ცდებით, სიცივე არ არსებობს. ფიზიკის კანონების თანახმად, სიცივე არის ადამიანის ორგანიზმში სითბოს ნაკლებობა. ადამიანი ან ნივთი შეიძლება გამოიკვლიო იმით თუ რა ენეერგიას გამოსცემს იგი, შეუძლებელია ამოვიკვლიოთ ნივთი რომელიც ტეპერატურა 0-ზე ნაკლებია. მატერია ამ დროს ინერტული ხდება და სრულიად გამოუდეგარი. ამიტომ სიცივე არის უბრალოდ სიტყვა გამომხატველი იმისა, როცა ადამიანის ორგანიზმში სითბო არ არის.
ყმაწვილმა გააგრძელა:
-ბატონო არსებობს სიბნელე?
-პროფესორმა დაჯერებულად უპასუხა: რა თქმა უნდა არსებობს!
-ისევ ცდებით პროფესორო, ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ ნიუტონის პრიზმა და პატარა სინათლის თეთრი სხივი დავშალოთ მრავალ ფერად და მოლეკულად, სიბნელეს კი ვერა. ჩვენ სევიძლია შევისწავლოთ სინათლე, მაგრამ სიბნელეს ვერასოდეს შევისწავლით, სინათლეს მუდამ აქვს მანძილი, ხოლო სიბნელე მუდამ იქ მთავრდება სადაც სინათლეა, სინათლის სხივს შეუძლია შეაღწიოს სიბნელეში და გააქროს იგი, ნუთუ ოდესმე შეგეძლებათ გაიგოთ თუ რა დონოზე ბნელია ესა თუ ის საგანი? მაგრამ ყოველთვის გავიგებთ სინათლის რამხელა ოდენობაა მოცემული აქა თუ იქ. სიბნელე არის სიტყვა გამომხატველი სინათლის ნაკლებობისა ამა თუ იმ ადგილებში. ნუთუ ვცდები ბატონო?
-პროფესორი მთლად დაიბნა.
სტუდენტმა ისევ ჰკითხა: არსებობს ბატონო ბოროტება?
- რა თქმა უნდა არსებობს, მსოფლიოში ყოველ დღე გვხვდება იგი, სიმღერებში, რადიოში, მკვლელობა, ქურდობა ძალადობა, ნუთუ ბრმები ხომ არ ვარ რომ არ დავინახოთ იგი.
- არა პატივცემულო, ბოროტება არ არსებობს. ბოროტება არის იგივე რაც სიბნელე და სიცივე. ბოროტება ღმერთის ნაკლებობაა ადამიანში. სიტყვა იმის გამომხატველი რომ ადამიანმა ღმერთის რწმენა დაკარგა. ბოროტება არაა რწმენა და სიყვარული, რაც არსებობს როგორც სითბო და სინათლე. იგი რეზულტატია იმისა, რომ ადამიანის გულში ღმერთის სიყვარულისა და რწმენის ნაკლებობა. იგი მოდის მაშინ როცა არაა ღმერთი, როგორც სიცივე მოდის როცა ქრება სითბო და მოდის სიბნელე როცა არ არის სინათლე!
სტუდენტის სახელი გახლდათ: ალბერტ აინშტაინი
უცხოპლანეტელები
არ ვიცი რამ გადამაწყვეტინა ამ თემაზე წერა, და საერთოდ არ ვიცი რატომ დავინტერესდი უცხოპლანეტელებით, კერძოდ უფოლოგიით. (UFO – unidentified flying object). შეგახსენებთ რომ არის მეცნიერების კატეგორია, რომელიც ამტკიცებს უცხპლანეტელების არსებობას, მეც ვეთანხმები რომ არსებობენ უცხოპლენეტელები. ამხელა გალაკთიკაში შეუძლებელია სადმე სიცოცხლე არ იყოს, შეიძლება სიცოცხლე იქნება სხვა ფორმის, აუცილებელი არაა ადამიანი იყოს, ან ადამიანის მსგავსი არსება. დედამიწაზე ბევრი რამე არის პასუხგაუცემელი, მე ელემენტარულიდან დავიწყებ, როგორ დავიჯერო რომ თუნდაც ეგვიპტეში პირამიდებს ადამიანები აშენებდნენ, შეუძლებელია რომ ადამიანს იმ დროს, ქვის ხანა იყო თუ რაც იყო რომ აეწიათ 5 ტონიანი ქვები. ვიღაცეები ეხმარებოდნენ, არ ვიცი შეიძლება ვცდები მაგრამ ეს ჩემი აზრია. Youtube.com -ზე არის ბევრი ვიდეო სადაც არის ნაჩვენები მფრინავი თეფშები, გარკვევით არ ჩანს მაგრამ ნაჩვენებია რაღაცა ბურთისებური ცეცხლოვანი ფორმა. ბევრი იძახის რომ ეს არის თვითმფრინავი, თავიდან მეც მასე ვფიქრობდი, მაგრამ ბევრი ვიდეოს ნახვის შემდგე აზრი შემეცვალა. უბრალოდ შეუძლებელია თვითმფრინავი იყოს გაშეშებული ერთ ადგილას, ან ანათებდეს როგორც მზე. საერთოდ 21 საუკუნე ცნობილია როგორც აღსასრულის ხანა. იძახიან რომ ახლო მომავალში უნდა მოხდეს აღსასრული და გადარჩება მხოლოდ ის ვისაც ჯერა უცხოპლანეტელების
. ჩემი აზრით აბსურდია, უცხოპლანეტელები არ გადაგვარჩენენ
ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ ჯობია ამ თემას საერთოდ არ შეეხოთ თორე ასათიანში(საგიჟეთში) გარანტირებულად მოხვდებით
Steve Jobs-ი გადადგა
24 აგვისტოს 2011 წელს, Steve Jobs-ი დატოვა თავისი თანამდებობა. სიმართლე გითხრათ გული კი დამწყდა, მიუხედავად იმისა რომ არც ეიფლი მომწონს, არც მისი პროდუქტები. მაგრამ ყოველთვის ვაღიარებ რომ ნამდვილი რევოლუციონერია ეს პიროვნება ამ სფეროში.!
Firefox 7.0 Beta

გამოვიდა მელაკუდას ახალი მეშვიდე ბეტა ვერსია! ბეტა ვერსია ხელმისაწვდომია Windows-ზე, Linux-ზე, Mac-ზე და რათქმა უნდა Android-ზეც. საკმაოდ ასწრაფდა მუშაობა იმის ხარჯზე რომ ყოველთვის სუფთავდება ქეში, ასევე ბრაუზერი კარგათ აღიქვამს უკვე HTML 5-საც.
For Windows
For Mac
For Linux
For Android
ანტირეკლამა სიგარეტს :D
გამარჯობათ. აქ მინდა დავწერო სიგარეტზე მოკლე ისტორია, ანუ რაც მე გადამხვდა. თავიდანვე ვიტყვი რომ სიგარეტი მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის
. ერთხელ ძმაკაცმა მომიყვა ამ სიგარეტზე(ჯარუმი), რომ არის რაღაც არაჩვეულებრივი ნუ მოლედ ისე აქო რომ დავიწყეთ ძებნა ჯიხურებში. 10 ჯიხურის მოვლის შემდეგ მივაგენით სიგარეტს. ფასი ქონდა სიმბოლური 3.5 ლარი, უნახავებივით ეგრევე 2 პაჩკა ვითრიეთ, გვეგონა ვეღარ ვიშოვიდით. გავცდით ჯიხურს, და ჯერ ვერ მოვასწარი პაჩკის გახსნა უკვე მეცა სიგარეტის სუნი, უფროსწორეთ სიგარეტის კი არა მურაბის სუნი. ვერ ავღწერ, რაღაცა ტკბილი სუნი მოდიოდა, ალუბლის გემო იყო მოკლედ. მაგას ყურადღება არ მივაქციეთ და გავაბოლეთ. პირველი ნაპასი იყო ჩემი პირველი და უკანასკნელი
, ისეთი შეგრძნება დამრჩა თითქოს მურაბა გადავყლაპე და მერე 1-2 ღერი სიგარეტიც დავღეჭე. სამწუხაროთ ამ ფაქტმაც არ შეცვალა ჩემი ხედვა სიგარეტის მიმართ
ანტირეკლამა არ მინდა გამოვიდეს, მაგრამ ვერ ვხვდები რისთვის უშვებენ ასეთ სიგარეტს? დავიჯერო მოინახება კაცი ვისაც მოეწონება ეს “სიგარეტი”?
Android VS IOS(Iphone System)
გამარჯობათ. მინდა შევეხო მობილურების თემას. ბევრს შეიძლება გაუგია ანდროიდი, მაგრამ არ იციან რა არის, როგორ გამოიყენება და მისი კაი მხარეები არ იციან. არ ვიცი რატომ, მაგრამ საქართველოში ბევრს ურჩევნია აიფონი. პირადად მე არ მომწონს არც მისი დიზაინიმ არც ფუნქციონალი. იმის თქმა მინდა რომ აიფონი ძნელი მოსარჯულებელია. ზუსტად ამიტომ იქაჩება Android-ი წინ, რომ ადვილი მოსახმარია, შენს ჭკუაზე ატარებ, ერთი სისტყვით სრული თავისუფლებაა. ეს სისტემა შემუშავებულია გუგლის მიერ და იკავებს თავის ადგილს, ბევრ ტელეფონებში წერია უკვე ეს ოპერაციული სისტემა.
Gulivera.Net