უცხოპლანეტელები

არ ვიცი რამ გადამაწყვეტინა ამ თემაზე წერა, და საერთოდ არ ვიცი რატომ დავინტერესდი უცხოპლანეტელებით, კერძოდ უფოლოგიით. (UFO – unidentified flying object). შეგახსენებთ რომ არის მეცნიერების კატეგორია, რომელიც ამტკიცებს უცხპლანეტელების არსებობას, მეც ვეთანხმები რომ არსებობენ უცხოპლენეტელები. ამხელა გალაკთიკაში შეუძლებელია სადმე სიცოცხლე არ იყოს, შეიძლება სიცოცხლე იქნება სხვა ფორმის, აუცილებელი არაა ადამიანი იყოს, ან ადამიანის მსგავსი არსება. დედამიწაზე ბევრი რამე არის პასუხგაუცემელი, მე ელემენტარულიდან დავიწყებ, როგორ დავიჯერო რომ თუნდაც ეგვიპტეში პირამიდებს ადამიანები აშენებდნენ, შეუძლებელია რომ ადამიანს იმ დროს, ქვის ხანა იყო თუ რაც იყო რომ აეწიათ 5 ტონიანი ქვები. ვიღაცეები ეხმარებოდნენ, არ ვიცი შეიძლება ვცდები მაგრამ ეს ჩემი აზრია. Youtube.com -ზე არის ბევრი ვიდეო სადაც არის ნაჩვენები მფრინავი თეფშები, გარკვევით არ ჩანს მაგრამ ნაჩვენებია რაღაცა ბურთისებური ცეცხლოვანი ფორმა. ბევრი იძახის რომ ეს არის თვითმფრინავი, თავიდან მეც მასე ვფიქრობდი, მაგრამ ბევრი ვიდეოს ნახვის შემდგე აზრი შემეცვალა. უბრალოდ შეუძლებელია თვითმფრინავი იყოს გაშეშებული ერთ ადგილას, ან ანათებდეს როგორც მზე. საერთოდ 21 საუკუნე ცნობილია როგორც აღსასრულის ხანა. იძახიან რომ ახლო მომავალში უნდა მოხდეს აღსასრული და გადარჩება მხოლოდ ის ვისაც ჯერა უცხოპლანეტელების :D . ჩემი აზრით აბსურდია, უცხოპლანეტელები არ გადაგვარჩენენ :D ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ ჯობია ამ თემას საერთოდ არ შეეხოთ თორე ასათიანში(საგიჟეთში) გარანტირებულად მოხვდებით :D

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.