ანტირეკლამა სიგარეტს :D

გამარჯობათ. აქ მინდა დავწერო სიგარეტზე მოკლე ისტორია, ანუ რაც მე გადამხვდა. თავიდანვე ვიტყვი რომ სიგარეტი მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის :D . ერთხელ ძმაკაცმა მომიყვა ამ სიგარეტზე(ჯარუმი), რომ არის რაღაც არაჩვეულებრივი ნუ მოლედ ისე აქო რომ დავიწყეთ ძებნა ჯიხურებში. 10 ჯიხურის მოვლის შემდეგ მივაგენით სიგარეტს. ფასი ქონდა სიმბოლური 3.5 ლარი, უნახავებივით ეგრევე 2 პაჩკა ვითრიეთ, გვეგონა ვეღარ ვიშოვიდით. გავცდით ჯიხურს, და ჯერ ვერ მოვასწარი პაჩკის გახსნა უკვე მეცა სიგარეტის სუნი, უფროსწორეთ სიგარეტის კი არა მურაბის სუნი. ვერ ავღწერ, რაღაცა ტკბილი სუნი მოდიოდა, ალუბლის გემო იყო მოკლედ. მაგას ყურადღება არ მივაქციეთ და გავაბოლეთ. პირველი ნაპასი იყო ჩემი პირველი და უკანასკნელი :D , ისეთი შეგრძნება დამრჩა თითქოს მურაბა გადავყლაპე და მერე 1-2 ღერი სიგარეტიც დავღეჭე. სამწუხაროთ ამ ფაქტმაც არ შეცვალა ჩემი ხედვა სიგარეტის მიმართ :D ანტირეკლამა არ მინდა გამოვიდეს, მაგრამ ვერ ვხვდები რისთვის უშვებენ ასეთ სიგარეტს? დავიჯერო მოინახება კაცი ვისაც მოეწონება ეს “სიგარეტი”?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.